შემთხვევა და განაჩენი
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ ორივე მხარის ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებს ჰქონდათ ვისი ჩვენებაც მნიშვნელოვანი იყო მოცემულ ვითარებაში.
– თუ შეიძლება ყველანი აბრძანდით, მოსამართლე მობრძანდება. – დარბაზში დამსწრე საზოგადოებას მიმართა პროკურორმა.
პროკურორი 42 წლის ნიკოლოზ ნარიმანიძე გახლდათ. მკაცრ იერს სათვალე გაწონასწორებული და განათლებული ადამიანის იმიჯს სძენდა.
ყველა ფეხზე წამოდგა და მანამ არ დამსხდარან სანამ მოსამართლემ სამი საფეხურით ამაღლებულ ადგილას კუთვნილი სავარძელი არ დაიკავა. ერთ–ერთი ეჭვმიტანილი დარბაზის კუთხეში გისოსებს მიღმა იჯდა და ორი ბადრაგი იცავდა.
– დროა დავიწყოთ საქმის განხილვა. – პროკურორი წამოდგა და გამომძიებელს სთხოვა სიტყვით გამოსვლა. – ბატონო გამომძიებელო გაგვარკვიეთ საქმის ვითარებაში.
გამომძიებელი 38 წლის ირაკლი ალადაშვილი გახლდათ, რომელიც 2 თვის განმავლობაში იძიებდა მოცემულ საქმეს.
ალადაშვილი წამოდგა და აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მოსამართლეს მაგიდის მოშორებით, ორ საფეხურზე ამაღლებულ მოაჯირიან ვიწრო ადგილს, სადაც სკამი იდგა. დაჯდა და ჯერ დამსწრე საზოგადოებას გახედა, შემდეგ ნაფიც მსაჯულებს, მოსამართლეს, პროკურორს და ბოლოს ეჭვმიტანილს. ისე დაიწყო საუბარი მისთვის თვალი არ მოუშორებია.
– საქმე 23 წლის ელენე ჯაფარიძის მკვლელობას ეხება. – ახლა უკვე პროკურორს შეხედა გამომძიებელმა. – როგორც გამოძიებამ დაადგინა ელენე ჯაფარიძე 2013 წლის 17 თებერვალს ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით იქნა მოკლული. გარდაცვლილი ეჭვმიტანილის სანდრო კერესელიძის თანამშრომელი გახლდათ, კონკრეტულად მდივანი. – გამომძიებელი წამოდგა და მაგიდას მიუახლოვდა სადაც მოცემული საქმის გამოძიების შედეგები იყო თავმოყრილი. ერთ–ერთი ფურცელი გამოაცურა დასტიდან და საუბარი განაგრძო. – როგორც ბიზნესკომპანიის თანამშრომლები აღნიშნავენ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კერესელიძე დაოჯახებული ბრძანდებოდა გარდაცვლილთან სასიყვარულო ურთიერთობებს სამსახურში არ მალავდა და ერთადაც გადიოდნენ ხოლმე დაწესებულებიდან. – გამომძიებელმა ეჭვმიტანილის შორიახლოს მჯდომ კერესელიძის მეუღლეს გახედა.
– პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე –კერესელიძის ადვოკატი წამოდგა – გამომძიებელი მის უფლებამოსილებას აჭარბებს და დამნაშავის პირადი ცხოვრების დეტალებს განიხილავს, რაც კანონსაწინააღმდეგოდ მიმაჩნია.
– პროტესტი არ მიიღება. – მოსამართლემ გამომძიებელს თავის მაღლა აწევით ანიშნა, რომ საუბარი განეგრძო.
– ასევე გაგაცნობთ გამოძიების სხვა დეტალებსაც. – კერესელიძის ადვოკატს მიუბრუნდა გამომძიებელი. – როგორც ბიზნესკომპანიის ერთ–ერთი თანამშრომელი გვანცა ბარამიძე მის მიერ მოცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, მისი უფროსი ბატონი კერესელიძე გასაქანს არ აძლევდა გარდაცვლილ ჯაფარიძეს მანამ სანამ მართლა არ შეაყვარა თავი...
– ბატონო გამომძიებელო თუ შეიძლება ქალბატონ ბარამიძის ჩვენება მოვისმინოთ? – მოსამართლემ გამომძიებელს საუბარი შეაწყვეტინა. – იმყოფება თუ არა გვანცა ბარამიძე დარბაზში?
ერთ–ერთი რიგიდან ახალგაზრდა გოგონა წამოდგა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა ადგილს სადაც უნდა დამჯდარიყო და ჩვენება ხელმეორედ მიეცა. განკუთვნილ ადგილას დაჯდა, პროკურორი მიუახლოვდა და კითხვების დასმა დაუწყო.
– რამდენად ახლო ურთიერთობა გქონდათ გარდაცვლილ ელენე ჯაფარიძესთან?
– ვმეგობრობდით...
– როგორც ჩვენებაში აღნიშნავთ კარგად იცოდით გარდაცვლილის პირადი ცხოვრება...რამდენი ხანია რაც ჯაფარიძისა და კერესელიძის ურთიერთობა ორმხრივი გახდა?
– პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე! – წამოდგა კერესელიძის ადვოკატი – პროკურორი ცდილობს ბარამიძე დამნაშავის პირად ცხოვრებაზე აალაპარაკოს.
– პროტესტი მიღებულია. – მოსამართლემ ჩაქუჩის მაგიდაზე რამდენჯერმე დარტყმით დარბაზში ხმაური ჩაახშო. – ბატონო პროკურორო თუ შეიძლება საქმეზე გადადით და კონკრეტული კითხვებით მიმართეთ ქალბატონ ბარამიძეს.
– სად იმყოფებოდით იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა? – პროკურორმა მოსამართლის შენიშვნა გაითვალისწინა და ისევ ბარამიძეს მიუბრუნდა.
– სამსახურში, ბევრი საქმე მქონდა და გვიან გამოვედი, მაგრამ როცა მკვლელობა მოხდა მაგ დროს სახლში ვიყავი.
– სანამ გარდაცვლილი სამსახურიდან გავიდოდა ხომ არ იცით რა ხდებოდა მისი სამსახურში ყოფნის დროს მის ირგვლივ?
– ელენეს სამსახურში იმდენად ხშირად ვერ ვხედავდი რამდენადაც სამსახურს გარეთ, რადგან მას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და იშვიათად, მხოლოდ შესვენების დროს ვახერხებდი მის ნახვას. ბუფეტშიც ერთად ვსვამდით ხოლმე ყავას და ცოტა გასაუბრებასაც ვახერხებდით, რადგან შესვენება 40 წუთი გრძელდებოდა. იმ დღესაც ასე მოხდა. სანამ ყავის დასალევად ჩავიდოდა გამომიარა და ერთად ჩავედით. ხასიათზე ვერ იყო და როცა მიზეზი ვკითხე მითხრა სანდროსთან ვიჩხუბე წუხელ და დღეს ნორმალურად არც მელაპარაკება, მხოლოდ საქმეზე ვსაუბრობთო. როგორც ელენემ მითხრა ბატონ სანდროსთან ყოფნის დროს მის ყოფილ შეყვარებულს დაურეკავს ელენესთვის და ელენეს უთქვამს რომ ახლა ვერ დაელაპარაკებოდა რადგან დაკავებული იყო, სანდროს კი იმაზე უჩხუბნია, რომ მისი თანდასწრებით ელენემ თავი შეიკავა მასთან ესაუბრა. ელენე სულ წუწუნებდა რომ სანდრო ეჭვიანი იყო და ამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ ისინი.
– ნახეთ თუ არა თქვენი მეგობარი სანამ სამსახურიდან გავიდოდა?
– კი ვნახე. შევთანხმდით, რომ საღამოს ერთმანეთი გვენახა.
– სამსახურიდან მარტო გავიდა თუ ბატონი კერესელიძეც ახლდა?
– არა მარტო იყო. საერთოდ იშვიათად ხდებოდა ელენეს მარტო გასვლა სამსახურიდან, რადგან ელენეს თქმით ბატონი სანდრო ეჭვიანი იყო და მას მარტო იშვიათად ტოვებდა.
– ბატონი კერესელიძე დაოჯახებული რომ არის იცოდა თუ არა ეს გარდაცვლილმა?
– კი იცოდა.
– პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე! – ადვოკატი უკვე იმდენად გააღიზიანა მისი კლიენტის პირად ცხოვრებაზე საუბარმა კერესელიძის ცოლის თანდასწრებით, რომ მოსამართლის მაგიდას მიუახლოვდა. – უკვე მერამდენედ ცდილობს ბატონი პროკურორი ჩემი კლიენტის პირად ცხოვრებაზე საუბარს?!
– პროტესტი არ მიიღება! დაუბრუნდით თქვენს ადგილს ბატონო ადვოკატო. – მკაცრად უპასუხა მოსამართლემ. – თქვენ კი განაგრძეთ პროკურორო. – მოსამართლემ ისევ ჩაქუჩის მაგიდაზე რამდენჯერმე დარტყმით დარბაზში სიჩუმე მოითხოვა. – განაგრძეთ პროკურორო.
– სად იმყოფებოდით 2013 წლის 17 თებერვალს დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე?
– სახლში ვიყავი და ელენეს ზარს ველოდებოდი, უნდა დაერეკა და მენახა.
– მეტი შეკითხვა არ მაქვს. – პროკურორმა გვანცა ბარამიძის დაკითხვა დაასრულა და ,,ასპარეზი“ დამნაშავის ადვოკატს კახი სიმონიშვილს დაუთმო.
კერესელიძის ადვოკატი გვანცას შორიახლოს დადგა და დაჟინბული მზერით დაიწყო მისი დაკითხვა.
– როგორც პროკურორთან საუბრისას აღნიშნეთ ჯაფარიძის ზარს ელოდით მისი გარდაცვალების პერიოდში დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე. როდის გაიგეთ თქვენი მეგობრის გარდაცვალების შესახებ?
– მისი გარდაცვალებიდან 2 საათში. – გვანცა თითქოს დააბნია ამ შეკითხვამ, არ ელოდა ამ ფაქტის სიზუსტე იყო თუ არა მნიშვნელოვანი ამ საქმეში.
– ოჯახის წევრებზე ადრე შემთხვევის ადგილზე თქვენ საიდან აღმოჩნდით?
– ელენემ რომ არ დამირეკა 21:00 საათის შემდეგ მე დავურეკე, ყურმილი სასწრაფო დახმარების ერთ–ერთმა ექიმმა აიღო და ელენეს ამბავი მითხრა, გარდაცვლილი არ იყო როცა ექიმს ველაპარაკებოდი. სანამ მე საავადმყოფოში მივედი მანამ გარდაიცვალა. ოჯახის წევრებსაც მე გავაგებინე ელენეს ამბავი. – გვანცამ ცრემლები ვერ შეიკავა.
– არის თუ არა იმის ალბათობა, რომ შეიძლება მეორე ეჭვმიტანილიც გამოჩნდეს საქმეში? – სიმონიშვილი ახლა უკვე გამომძიებელს მიუბრუნდა და მისგან დაელოდა პასუხს.
– პროტესტს ვაცხადებ ბატონო მოსამართლე! – პროკურორი წამოდგა და ჯერ ნაფიცმსაჯულებს გახედა, შემდეგ მოსამართლეს. – ბატონი სიმონიშვილი არგუმენტის გარეშე, სრულიად უსამართლოდ ცდილობს გამომძიებელი მეორე ეჭვმიტანილის არსებობაში დაარწმუნოს.
-- პროტესტი მიღებულია! – მოსამართლე ადვოკატს მიუბრუნდა – ადვოკატო თუ მეტი შეკითხვა არ გაქვთ შეგიძლიათ თქვენს ადგილს დაუბრუნდეთ, რის შემდეგაც გამომძიებელი განაგრძობს საუბარს.
ადვოკატს ხმა არ ამოუღია ისე დაიკავა კუთვნილი ადგილი მისი კლიენტის გვერდით.
გამომძიებელი წამოდგა და ბარამიძის გასტუმრების შემდეგ საუბარი განაგრძო.
– როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილველი, რომელმაც სასამართლოზე ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, რადგან სიბნელის გამო მის მიერ ნანახის სიზუსტეში არ არის დარწმუნებული, თუმცა ის ესწრება სხდომას. ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტიც რომ კერესელიძე დაკავებამდე მიმალვას ცდილობდა, რაც ეჭვს იწვევს მის უშუალო მონაწილეობას ჯაფარიძის მკვლელობაში.
– ბატონო გამომძიებელო თუ შეიძლება მტკიცებულებები წარმოგვიდგინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული მიმალვას ცდილობდა. – ადვოკატმა გამომძიებელს საუბარი შეაწყვეტინა.
რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ გამომძიებელმა ადვოკატს არადამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა.
– ვინც ეს ინფორმაცია მომაწოდა დარბაზში არ იმყოფება ბატონო ადვოკატო, მაგრამ თუ საჭირო გახდა რამდენიმე საათში მას სასამართლო დარბაზში მოიყვანენ.
– ბატონო მოსამართლე, ვფიქრომ გამომძიებლის ბრალდება ეჭვმიტანილის მიმალვის მცდელობის შესახებ სრულყოფილად გამოძიებული არ არის და ბატონ ალადაშვილს არააქვს უფლება დასაბუთების გარეშე ბრალდებულს მდგომარეობა დაუმძიმოს. – ადვოკატმა კმაყოფილებით განუმარტა მოსამართლეს მისი მოსაზრება.
– ბატონო მოსამართლე ვიმეორებ, რომ თუ აუცილებელი გახდა ის ადამიანი რამდენიმე საათში გამოცხადდება სხდომაზე ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. – გამომძიებელმა ისე წარმოსთქვა ეს სიტყვები ადვოკატისთვის თვალიც არ მოუშორებია.
მოსამართლემ დარბაზში ატეხილი აურზაური მაგიდაზე ჩაქუჩის რამდენჯერმე დარტყმით ჩაახშო და გამომძიებელს საუბრის გაგრძელება სთხოვა, ადვოკატი კი იმით დაამშვიდა, რომ ამ ფაქტს განაჩენის გამოტანისას გაითვალისწინებდა.
– გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ გარდაცვლილი ელენე ჯაფარიძე ეჭმიტანილ სანდრო კერესელიძესგან იყო ფეხმძიმედ. ამ ფაქტს გარდაცვლილის და ემა კერესელიძე ადასტურებს. მის იერ მოცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ როცა კერესელიძემ გაიგო, რომ გარდაცვლილი ჯაფარიძე მისგან ბავშვს ელოდებოდა, ის აიძულებდა ჯაფარიძეს ბავშვი მოეცილებინა, რაც მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ორმაგად მძიმეს ხდის. გარდაცვლილის და ემა ჯაფარიძე კი ეჭვობს, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი მისი დის ელენე ჯაფარიძის მკვლელობისა.
პროკურორმა გარდაცვლილის და ემა ჯაფარიძე გამოიძახა დასაკითხად.
– თქვენ მიერ მოცემულ ჩვენებაში წერია თქვენი ეჭვის შესახებ, რომ თქვენი დის მკვლელობის მიზეზი მისი ორსულობა იყო...
– დიახ, ჩემი და უკვე ორი თვის ორსული იყო როცა მე მითხრა. მას ეშინოდა, რადგან სანდრო ამ ბავშვის მოშორებას აიძულებდა, ეს კი მის სურვილს ეწინააღმდეგებოდა. იმ ღამეს მითხრა სანდრომ დამირეკა და უნდა გავიდე, სალაპარაკო გვაქვსო, მითხრა მალე დავბრუნდები აქვე, უბანში ვიქნებითო. როცა დაიგვიანა დავურეკე და არ მპასუხობდა უკვე თორმეტი ხდებოდა და ელენე არ ჩანდა. რამდენჯერმე ვცადე დაკავშირება თუმცა უშედეგოდ, არავინ იღებდა ყურმილს, შემდეგ კი ელენეს მეგობარმა, გვანცამ შეგვატყობინა, რომ ელენე საავადმყოფოში იყო. ის ჩვენს მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გარდაიცვალა.
– ჩვენებაში ამბობთ რომ თქვენი და სანდრო კერესელიძემ მოკლა, თუმცა მან იცოდა, რომ გარდაცვლილი ელენე ჯაფარიძე მისგან ბავშვს ელოდებოდა...
– დიახ! დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ჩემი დის სხეული ვნახე და ნანახმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა, მას ორი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში, ერთიც გულმკერდის არეში. განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა ჩემს დას და მოვითხოვ უმკაცრესად დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
– ბატონო მოსამართლე გარდაცვლილის დის, ემა ჯაფარიძის ჩვენება ყველამ მოისმინა. როგორც ირკვევა ბატონი სანდრო კერესელიძე ეჭვმიტანილად აღარ ითვლება, ის დამნაშავეა. მე შეკითხვები აღარ მაქვს.
– ბრალდებულის ადვოკატს ხომ არ სურს გარდაცვლილის დასთან საუბარი? – მოსამართლე ამ შეკითხვით ადვოკატს მიმართავდა.
ადვოკატი წამოდგა და გარდაცვლილის დას მიუახლოვდა. შემდეგ მოსამართლეს ახედა და განუცხადა, რომ რამდენიმე კითხვა მასაც ჰქონდა.
– თუ გახსოვთ პირველად რომელ საათზე დაურეკეთ თქვენს დას?
– ზუსტად არ მახსოვს ასე ათი–თერთმეტის ნახევარი იქნებოდა.
– მკვლელობა ცხრიდან ათ საათამდე მოხდა. თქვენმა დამ გითხრათ რომ მალევე ამოვიდოდა, თან ახლოს იყო, იქნებ მაშინ მოხდა მკვლელობა, როცა მასთან ბატონი კერესელიძე არ იმყოფებოდა. ვგულისხმობ დროს, როცა მათი შეხვედრა უკვე დასრულებული იყო.
– არამგონია. რადგან მკვლელობის მოტივი სწორედ კერესელიძეს ჰქონდა და ჩემი დაც ბოლოს სწორედ კერესელიძესთან იყო! – მტკიცედ და მკაცრად განუცხადა ემამ ადვოკატს.
– ბატონო მოსამართლე მე მეტი შეკითხვა არ მაქვს. ვფიქრობ დროა ეჭვმიტანილს მოვუსმინოთ.
– დიახ, რა თქმა უნდა. თუ შეიძლება ბატონი კერესელიძე მობრძანდეს ჩვენების მისაცემად. – გამოაცხადა მოსამართლემ.
კერესელიძე წამოდგა და მძიმედ, ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდა იმ ადგილს სადაც უნდა დამჯდარიყო და ჩვენება მიეცა. ბოლო შანსი ჰქონდა, ან თავს გაიმართლებდა და მის სიტყვებს დაამტკიცებდა, ან ბრალი დაუმტკიცდებოდა და დიდი ხნით მოუწევდა პატიმრობაში ყოფნა.
პროკურორი წამოდგა და ბრალდებულის დასაკითხად მოემზადა.
– სად იმყოფებოდით 21:00–დან 22:00 საათამდე? – პროკურორი ფიქრობდა, რომ ფორმალურად უსვამდა კერესელიძეს შეკითხვას, რადგან დარწმუნებული იყო რომ ჯაფარიძე კერესელიძის მიერ იყო მოკლული. – გაითვალისწინეთ, რომ ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სასჯელი დაგიმძიმდებათ.
– სახლში. – მოკლედ უპასუხა სანდრომ.
– თუ გახსოვთ რომელ საათზე დასრულდა თქვენი და გარდაცვლილი ჯაფარიძის შეხვედრა?
– ზუსტად არ მახსოვს, მემგონი ცხრის ნახევარი იყო. – ეჭვით თქვა სანდრომ.
– სად მიმდინარეობდა საუბარი?
– მანქანაში ვსაუბრობდით.
– გარდაცვლილის და ამბობს, რომ ელენე ჯაფარიძე თქვენგან ბავშვს ელოდებოდა.
– დიახ, ვადასტურებ.
– და თქვენ მის მოშორებას აიძულებდით, რაც მის სურვილს ეწინააღმდეგებოდა.
– მე დაოჯახებული ვარ და არ მინდაოდა ამ ამბავს ჩემი ცოლის ყურამდე მიეღწია და ოჯახი დამნგრეოდა. – თითქოს თავის გამართლებას ცდილობდა სანდრო.
– ანუ აღიარებთ, რომ გარდაცვლილს აბორტის გაკეთებას აიძულებდით?
– ბატონო მოსამართლე პროტესტს ვაცხადებ, პროკურორი ცდილობს ჩემს კლიენტზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს და გამოძიებისთვის სასურველი პასუხი ათქმევინოს.
– პროტესტი არ არის მიღებული. განაგრძეთ ბატონო პროკურორო.
– მადლობთ. თუ შეიძლება პასუხი გამეცით დასმულ შეკითხვაზე ბატონო კერესელიძე.
– არ ვაიძულებდი, უბრალოდ ვურჩიე, რადგან ეს ორივესთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
– და როცა არ დაგემორჩილათ მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეთ?..
– მე დანას არ ვატარებ, შესაბამისად მე მას ვერ მოვკლავდი.
– შეგიძლიათ დაამტკიცოთ რომ დანას არ ატარებდით და იმ ღამესაც არ გქონდათ?
– მოწმეები არ არსებობენ და მე არ მიჯერებთ, როგორ უნდა დაგიმტკიცოთ?
სანდრომ შეკითხვას დუმილით უპასუხა.
– გარდაცვლილი ელენე ჯაფარიძე სახლამდე მიაცილეთ? – პროკურორმა ბრალდებულის დუმილს ყურადღება არ მიაქცია და ახლა მისგან ახალი შეკითხვის პასუხს დაელოდა.
– არა, მან მითხრა, რომ მარტო ყოფნა და ფიქრი უნდოდა. თქვა, რომ თავისით წავიდოდა სახლში.
– და თქვენც მაშინვე დათანხმდით... – პროკურორმა ახლა უკვე ირონიულად დაიწყო საუბარი.
– ვიკამათეთ და როცა სახლში მოინდომა წასვლა გაცილება შევთავაზე, მაგრამ მითხრა მარტო ყოფნა მინდა ყველაფერზე უნდა დავფიქდეო. მეც დავთანხმდი და წამოვედი.
– შელაპარაკება რა მიზეზით მოხდა?
– პირად საკითხზე ვიკამათეთ. – თითქოს თავი აარიდა პასუხს სანდრომ.
– კონკრეტულად? – არ ეშვებოდა პროკურორი.
– დუმილის უფლებას გამოვიყენებ ამ შემთხვევაშიც.
– ბატონო მოსამართლე მე შეკითხვები არ მაქვს.
– ბრალდებული თავის ადგილს დაუბრუნდეს!.. – გამოაცხადა მოსამართლემ.
დარბაზში მსხდომთაგან ერთ–ერთი წამოდგა და სიტყვის წარმოთქმის უფლება მოითხოვა. მოსამართლე დათანხმდა. ქალბატონმა მოსამართლის მაგიდასთან გადმოინაცვლა და ხალხისკენ შემობრუნდა.
– მე ლიკა მათიაშვილი ვარ. ბიზნესცენტრის თანამშრომელი. მინდა გაცნობოთ, რომ სანამ ბატონი სანდრო სამსახურიდან გავიდოდა მასთან მისი მეუღლე ქალბატონი ნათია ქვრივიშვილი იყო მოსული, რომელმაც ბატონი სანდროს კაბინეტის კარი დაუკითხავად, კაკუნის გარეშეც გააღო. რამდენიმე წუთში კი კაბინეტიდან გამოვიდნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ. ისინი თითქოს კამათობდნენ, ხმადაბლა, თუმცა შესამჩნევად. მათი საუბარი სერიოზული ჩხუბით დასრულდა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა ბატონ სანდროს მეუღლისთვის არ მიუყენებია. შემდეგ ბატონმა სანდრომ დატოვა ქალბატონი ნათია ეზოში. როგორცკი ბატონი სანდრო გავიდა ეზოდან ქალბატონი ნათია მას უკან გაჰყვა თავისი მანქანით, შემდეგ რა მოხდა არ ვიცი. ვფიქრობ ეს ფაქტი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. – განაცხადა სხდომაზე მათიაშვილმა.
გამომძიებელმა და პროკურორმა ერთმანეთს გადახედეს. ნარიმანიძე წამოდგა და მოსამართლეს ქვრივიშვილის დაკითხვა შესთავაზა, რაზეც მოსამართლემ თანხმობა განაცხადა. ნათია ქვრივიშვილი კი დასაკითხად გამოიძახეს.
– ქალბატონო ნათია თუ შეიძლება გამობრძანდით ჩვენების მისაცემად. – პროკურორმა ახლა უკვე ეჭვმიტანილის მეუღლეს, ნათია ქვრივიშვილს მიმართა.
ქვრივიშვილი დაბნეულობისგან გონს ვერ მოეგო რა ხდებოდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა, რატომღაც არ უნდოდა გამოსვლა და პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემა, მოსამართლის დაჟინებული მზერა თითქოს საფრთხეს უქმნიდა მის თავისუფლებას. დამნაშავე არ იყო მაგრამ თავი უნდა ემართლებინა პროკურორის წინაშე, თუ რატომ გაჰყვა მეუღლეს უკან. ადგა და იმ ადგილისკენ წავიდა სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ ეჭვმითანილი, მისი მეუღლე სანდრო კერესელიძე იჯდა. სწრაფად დაჯდა და დაელოდა პროკურორის დამაბნეველ დაკითხვას.
– რა შეგიძლიათ მითხრათ იმ დღის შესახებ, როცა შემთხვევა მოხდა?
– ბევრს ვერაფერს გეტყვით. როცა გავიგე რომ გარდაცვლილს და მის მდივანს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და თან გარდაცვლილი მისგან ორსულადაც იყო ამ ინფორმაციამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, ჩემს მეუღლეს სამსახურში განაწყენებულმა მივაკითხე. ჯერ კაბინეტში, შემდეგ ეზოში ვსაუბრობდით, ვიკამათეთ და ის წავიდა. მაინტერესებდა სად წავიდოდა და რამდენიმე წამში უკან გავყევი, ვეჭვობდი, რომ მისი საყვარლის სანახავად წავიდა, სწორედაც ვეჭვობდი. სანდრო მის საყვარელს შეხვდა და როცა მანქანაში ჩასხდნენ მე იქაურობას გავეცალე.
– დანაშაულის ადგილას შეხვდნენ ისინი ერთმანეთს?
– დიახ, სწორედ იმ ადგილას. – ნათია ანერვიულდა. სწრაფად პასუხობდა პროკურორის კითხვებს, თითქოს დაკითხვის დასრულებას ჩქარობდა.
– ქალბატონო ნათია ხომ არ გახსოვთ რომელი საათი იქნებოდა, როცა თქვენი მეუღლე და გარდაცვლილი ერთად ნახეთ? – პროკურორი თითქოს ნათიას სიტყვებს ეჭვით უსმენდა და შესაბამის კითხვებს უსვამდა.
– არა, დრო არ შემიმოწმებია. – მოკლე და კონკრეტული პასუხი გასცა ნათიამ პროკურორს.
– საინტერესო ის ფაქტი უფროა, რომ გამოძიებისთვის ეს ინფორმაცია დღემდე ცნობილი არ გამხდარა. – ახლა უკვე მოსამართლეს შეხედა ნარიმანიძემ და ნათიას შემდეგი კითხვა დაუსვა.
– სად იყავით დროის იმ მონაკვეთში, როცა დანაშაული მოხდა?
– სახლში.
– შეუძლია ამ ფაქტის დამოწმება ვინმეს?
– არა.
– როგორც ვიცი თქვენთან ბრალდებულის და სალომე კერესელიძეც და დედათქვენი ქალბატონი ლია გოგოლაძე ცხოვრობს. როცა სახლში მიხვედით არცერთი არ დაგხვედრიათ? – ნარიმანიძემ თვალები მოჭუტა და სათვალის ზემოდან ისევ ეჭვით შეხედა ქვრივიშვილს.
– არა, სალომე როგორც ვიცი მეგობარს უნდა შეხვედროდა და სახლში არ დამხვედრია. დედაჩემი კი ქალაქში საერთოდ არ იო იმ დღეს.
– ანუ როცა სახლში მიხვედით არავინ იყო?
– ხომ გითხარით სახლში როცა მივედი არავინ დამხვედრია.
– მე კითხვები აღარ მაქვს.
პროკურორი მის ადგილს დაუბრუნდა და მოსამართლემ დამნაშავის ადვოკატს მიმართა.
– დაცვის მხარეს ხომ არ აქვს კითხვები ქვრივიშვილთან?
– არა ბატონო მოსამართლე.
პროკურორი წამოდგა, ჯერ ნაფიც მსაჯულებს შეხედა, შემდეგ მოსამართლეს და ბოლოს გამომძიებელს მოუბრუნდა.
– ბატონო გამომძიებელო თუ შეიძლება მოწმის ჩვენება მოვისმინოთ...
– მოწმე ჩვენების მიცემისგან თავს იკავებს, რადგან მის მიერ ნანახში არ არის დარწმუნებული.
– ბატონო მოსამართლე ვფიქრობ მოწმის ჩვენება აუცილებელია, მასთან კითხვები მაქვს, რამაც შეიძლება ბევრ რამეს მოჰფინოს ნათელი. – გამომძიებელთან უშედეგო მოთხოვნამ ნარიმანიძე მოსამართლისთვის ნების დართვის თხოვნამდე მიიყვანა.
– თუ შეიძლება მოწმე გამოცხადდეს დასაკითხად. – რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ გამოაცხადა მოსამართლემ.
– ჩვენების მისაცემად ხათუნა ამირეჯიბს ვიძახებთ. – გამომძიებელი წამოდგა და დარბაზში მსხდომთ მოუბრუნდა.
მარცხენა მხარის შუა რიგიდან ქალბატონი გამოვიდა იქნებოდა 40–45 წლის. პროკურორსა და ადვოკატს ჩაუარა და განკუთვნილ ადგილას დაჯდა.
პროკურორმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მოწმისკენ და პერანგის საყელო შეისწორა, თითქოს რაღაც დიდი მოვლენისთვის შეემზადა.
– ქალბატონო ხათუნა როგორ აღმოჩნდით დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე?
– იმ ბაღის წინ სადაც დანაშაული მოხდა ჩემი მაღაზიაა. თანამშრომლებმა ანგარიში ჩამაბარეს და წავიდნენ. საღამოობით მე ვრჩები ხოლმე მაღაზიაში და დახურვისას ჩემი შვილი ჩამოდის. მაღაზია ჩემი სახლის ქვემოთაა. როგორც გითხარით მაღაზიაში ვიყავი და თანამშრომლებიც წასულები იყვნენ, კლიენტს მოვემსახურე, რაც რამდენიმე წამს გრძელდებოდა, შემდეგ მაღაზიის ფანჯარასთან მივედი და წინ გავიხედე, ჩამი ჩუმი არ ისმოდა, ციოდა და ჯერ ბაღში აღარავინ იყო, მხოლოდ შავი ჯიპი იდგა, მარკა არ მახსოვს, დიდად ვერ ვერკვევი მანქანებში. კარგად ჩანდა ქალი და მამაკაცი როგორ კამათობდნენ, დავინტერესდი და თვალი არ მომიშორებია, შემდეგ კლიენტი შემოვიდა და როცა მორიგი მყიდველიც გავისტუმრე ისევ გავიხედე იმ მხარეს, თუმცა მანდ მხოლოდ გოგო იდგა, იქვე მდგარ ბაღის სკამზე ჩამოჯდა, ლამპიონი არ ენთო იმ სკამთან. მაშინვე ვიღაც მიუახლოვდა, მე კარგად ვერ დავინახე ქალი იყო თუ კაცი, მაგრამ რამდენჯერმე რომ დაარტყა ვნახე, შემდეგ როცა ეს გოგონა წაიქცა ის პიროვნება გაიქცა, თვალი გავაყოლე და ვნახე რომ მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად წავიდა იმ ადგილიდან, თუმცა ეს ის მანქანა არ იყო, რომლშიც ეს გოგო ვიღაც კაცთან კამათობდა. მე მაღაზიის კარს მივვარდი, გარეთ ვერ გავდიოდი რადგან მაღაზიას ვერ დავტოვებდი და თან არ მეგონა გოგონაზე თავდასხმა მისი სიკვდილის მიზეზი თუ იქნებოდა, ეს მხოლოდ მაშინ გავიგე როცა სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა. პატრული უკვე დანაშაულის ადგილზე იყო და ყვითელი ლენტით შემოღობა ის ადგილი. ჩემი შვილიც მალევე მოვიდა და მკითხა თუ რა ხდებოდა, მე როგორცკი ის დავინახე მაშინვე გზა გადავკვეთე და მივედი იმ ადგილას თუმცა გოგონა უკვე წაყვანილი იყო, პატრულის თანამშრომელი კი არავის უშვებდა ლენტს იქეთ.
– საკმაოდ საინტერესო ინფორმაციაა. როგორც ჩანს ან დამნაშავემ მანქანა გამოცვალა დაბრუნებისას, რაც არამგონია, რადგან ამისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა, ან საქმეში ახალი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც შესაძლოა ქალი იყოს. – პროკურორმა ნათიას გახედა და მალევე გადაინაცვლა მისმა მზერამ მოსამართლეზე.
– ბატონო მოსამართლე როგორც ჩანს საქმეში ახალი გარემოებები იქმნება. – პროკურმა პერანგის საყელო შეისწორა. – როგორც ქალბატონი ხათუნა ამირეჯიბი ამბობს მან გაურკვევლად, თუმცა სილუეტის სახით მაინც დაინახა როგორ მიუახლოვდა ქალი გარდაცვლილ ელენე ჯაფარიძეს და რამდენიმე დარტყმა მიაყენა, როგორც ვიცით ეს დარტყმა ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით მოხდა. ჩნდება კითხვა: – ჰყავდა თუ არა მტერი გარდაცვლილს და კონკრეტულად რა მიზნით უნდა გაემეტებინა სასიკვდილოდ 23 წლის ახალგაზრდა? თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერავინ გაგვცა. რადგან ახალმა ვითარებამ თავდაყირა დააყენა გამოძიებული ფაქტებით ჩამოყალიბებული საქმე, რომლის ეჭვმიტანილიც სანდრო კერესელიძე გვეგონა, ახლა უკვე ხელახალი გამოძიების ჩატარება ხდება საჭირო, თუმცა თუ ნამდვილი დამნაშავე დარბაზში იმყოფება და დანაშაულს აღიარებს მას აუცილებლად შეუმსუბუქდება დანაშაული. ხოლო თუ ამ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ ის კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. – პროკურორმა ხმას სიმკაცრე გაურია და თვალი გააპარა ეჭვმიტანილ სანდრო კერესელიძესა და მის უკან მჯდომ მის მეუღლისკენ.
ნათია დაიბნა, აფორიაქდა და ეს დაეტყო კიდევაც, რამაც პროკურორი კიდევ უფრო დააეჭვა.
– თუ ვინმეს სურს აღიარებითი ჩვენების მოცემა ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ და პირობას ვიძლევით რომ მას გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის აღიარებისთვის სასჯელი შეუმსუბუქდება. – ახლა უკვე ქვრივიშვილის გასაგონად თქვა პროკურორმა, რადგან დიდი ეჭვი ჰქონდა, რომ დამნაშავე სანდრო კერესელიძის მეუღლე, ნათია ქვრივიშვილი იყო, თუმცა მის გამოსააშკარავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.
ნათია უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს ადგილს ვერ პოულობდა, რაც პროკურორისთვის შეუმჩნეველი არ ყოფილა. ნარიმანიძე კი დაჟინებით აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, თითქოს სუნთქვასაც კი უკონტროლებდა სათვალის მაღლიდან მოჭუტული თვალებით ცქერისას. ნათიას უკვე პროკურორი იმდენად აღიზიანებდა, რომ ზიზღის მთელი გრძნობით უყურებდა მას. მოსამართლე კი ყურადღებით აკვირდებოდა პროკურორისა და ქვრივიშვილის „მზერათა თამაშს“.
– ღირსი იყო, ზუსტადაც დამსახურებულად მიიღო, რა ეგონა, რომ ჩემს ქმარს თუ შვილს გაუჩენდა სანდრო მე მიმატოვებდა და მაგ აღვირახსნილ ქუჩის ქალს მოიყვანდა ცოლად?! – ნათიასთვის პროკურორის მზერის გავლენამ იმდენად იმოქმედა, რომ ქვრივიშვილს ნერვებმა უმტყუნეს და ყველაფერი წამოსცდა რაც გულში ჰქონდა, ხოლო მის აღიარებას რომ მიხვდა იმდენად გვიანი იყო გონს მოსული ქვრივიშვილი უკვე განსასჯელის სკამზე იჯდა.
ინსტიქტურად იმ ადგილს გახედა სადაც სანდრო იმყოფებოდა და ელდა ეცა გისოსებს მიღმა სანდრო რომ არ იჯდა, ის ზუსტად იმ ადგილას დამჯდარიყო სადაც აღიარებამდე ნათია.
– 24 წლის ნათია ქვრივიშვილი მისი აღიარების საფუძველზე დამნაშავედ ითვლება 2013 წლის 17 თებერვალს მომხდარ მკვლელობაში. – ახლა უკვე სიამაყით გამოაცხადა პროკურორმა. სიამაყით იმიტომ, რომ თითქმის შეუძლებელ სიტუაციაში მან ქვრივიშვილი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ყველაფერი რაც სინამდვილეში მოხდა მისივე აღიარებით ჩვენებაში ეთქვა, რომ სინამდვილეში ახალგაზრდა ქალბატონის ელენე ჯაფარიძის მკვლელი მისი მეუღლე სანდრო კერესელიძე კი არა თვითონ იყო.
ნათია დაიბნა, „ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?!“ თავისთვის გამუდმებით იმეორებდა და ნერვულად ირწეოდა სკამზე წინ და უკან.
თუ შეიძლება ხელახალი ჩვენების მისაცემად ბატონი სანდრო კერესელიძე მობრძანდეს.
– ბატონო სანდრო დაწვრილებით მოგვიყევით რა მოხდა იმ ღამეს, როცა თქვენთან თქვენი მეუღლე მოვიდა?
– უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი, რომ ნათია შემოვიდა კაბინეტში. რაღაც ძალიან აფორიაქებული და განრისხებული იყო, დავამშვიდე დალაპარაკება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, იმდენად იყო ჩემდამი აგრესიული, რომ რაც არ უნდა მეთქვა მთელს აგრესიას ჩემზე ანთხევდა. მერე ვუთხარი რომ სახლში ერთად წავსულიყავით, არ დამანება და კამათ–კამათით ეზომდე ჩავედით. იქაც რამდენიმე წუთი ვსაუბრობდით და მერე, როცა მე წავედი ელენეს სანახავად არც შემიმჩნევია როგორ ამედევნა უკან. ელენეს მის სახლთან ახლოს მდებარე ბაღთან შევხვდი, როცა ვსაუბრობდით რაღაცაზე ვერ შევთანხმდით და ვიჩხუბეთ. არ მინდოდა რამე სერიოზულში გადაზრდილიყო ჩვენი კამათი, ამიტომაც ვთხოვე, რომ სახლში წასულიყო და დავპირდი რომ მეორე დღეს შევხვდებოდი და ყველა კითხვაზე გავცემდი პასუხს. ელენე მანქანიდან გადავიდა და მეც წამოვედი. შემდეგ რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი, ეს მერამდენედ ვთქვი, თუმცა ამ სიტყვებს თქვენი ყურადგება არ ექცეოდა ბატონო პროკურორო. – თითქოს უსაყვედურა სანდრომ.
– თუ შეიძლება გვითხარით თქვენი და გარდაცვლილის კამათისა და ჩხუბის მიზეზი რა გახდა?
– ეს იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მითუმეტეს ჩემი მეუღლის წინაშე.
– თქვენ ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ პირად ურთიერთობებზე იზრუნოთ. – სათვალის ზემოდან გამოხედა პროკურორმა. – გამოძიება ყველა დეტალში უნდა იყოს გარკვეული, რათა ნაფიცმა მსაჯულებმა და მოსამართლემ სამართლიანი ვერდიქტი მიიღონ. – გაარკვია პროკურორმა. – გიმეორებთ, რა გახდა თქვენი და გარდაცვლილის კამათის მიზეზი?
– ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლე! – ადვოკატი იმდენი ხანი იყო გაჩუმებული, რომ მოსამართლეს მისი დარბაზში ყოფნა არც ახსოვდა. – პროკურორი ჩემი კლიენტის პირადი ცხოვრების დეტალებზე ითხოვს საუბარს, რაც სასამართლოზე დაუშვებელია. პროკურორის მოთხოვნა და ჩემი კლიენტის სურვილი არ ემთხვევა ერთმანეთს ასე რომ პროტესტს ვაცხადებ! – ადვოკატს ისეთი სახე ქონდა, რომ მისი ამ გამოსვლით კმაყოფილი ჩანდა.
– პროტესტი მიღებულია. ბატონო პროკურორო თუ შეიძლება შემდეგი შეკითხვა დაუსვით ბატონ კერესელიძეს.
– მე კითხვები არ მაქვს. – თითქოს მოსამართლის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა პროკურორი.
სანდრო თავის ადგილს დაუბრუნდა და ახლა უკვე პროკურორმა დამნაშავე ნათია ქვრივიშვილი გამოიძახა დასაკითხად.
– ქალბატონო ნათია, ელენე ჯაფარიძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე რაზე იკამათეთ თქვენს მეუღლესთან?
ნათია ხმას არ იღებდა. გაფართოებული თვალებიდან მხოლოდ შიშს თუ ამოიკითხავდა ნებისმიერი. ახლაღა ფიქრობდა შედეგებზე. მის თითოეულ სიტყვას აანალიზებდა. ეგონა რომ რამით მაინც შეეძლო თავის დახსნა. პროკურორმა კითხვა გაუმეორა. ნათიამ პროკურორს შეხედა და მოკლე და კონკრეტული პასუხების გაცემა დაიწყო.
– ოჯახურ პრობლემაზე.
– კონკრეტულად? – ჩაეძია პროკურორი.
– ჩვენს შორის ჩამდგარ ქალზე. – ნათია პროკურორს ისე პასუხობდა სანდროსთვის თვალი არცერთი წამით არ მოუშორებია.
– ალბათ გარდაცვლილს გულისხმობთ...
– დიახ.
– იცოდით, რომ გარდაცვლილი ფეხმძიმედ იყო? – მარცხენა წარბის აწევით იკითხა პროკურორმა და შემდეგ სათვალის ზემოდან გამოხედა ნათიას.
– ვიცოდი.
– და მაინც მოკალით.
ნათია თითქოს გაშეშდა. არ ეჯერა მის თავს დამტყდარი უბედურება. ის ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში. სულ მთლად გაფითრდა მუხლების ნერვულად ცანცარი დაიწყო, ბოლოს ძლივსღა ამოღერღა.
– ნერვებმა მიმტყუნა. – აკანკალებული ხმით უპასუხა პროკურორს.
– დანაშაულს სხვას აბრალებდით, კონკრეტულად თქვენს მეუღლეს
ნათიამ ვითომ ვერ გაიგო პროკურორის ნათქვამი, ყურადღება არ მიუქცევია და მორიგ შეკითხვას დაელოდა.
– თქვენ ცდილობდით დამნაშავედ თქვენივე მეუღლე შეგერაცხათ და თან მისთვის დანაშაულის დამძიმებაც სცადეთ. გაათამაშეთ, რომ ვითომ კერესელიძე მიმალვას ცდილობდა, ამ დროს კი თქვენ სახლში მშვიდად იყავით და თურმე თქვენს მეუღლეს დედათქვენის მონახულება შესთავაზეთ და რამდენიმე დღით ქუთაისში წასვლა გადაწყვიტეთ. როგორ ახსნით ამ ფაქტს? – პროკურორმა საკუთარი თავით კმაყოფილმა შეხედა ქვრივიშვილს და მის პასუხს მოთმინებით დაელოდა.
– მე სათქმელი არაფერი მაქვს. – ნათიას თითქოს სინანული შეეპარა ხმაში. ნანობდა საკუთარ თავს, რომ ნელ–ნელა უახლოვდებოდა ბნელ და ცივ საკანს. თვალი კარისკენ გააპარა, სადაც ბადრაგები იდგნენ. პროკურორი არ ეშვებოდა, ნათიას ერთი სული ჰქონდა გასცლოდა იქაურობას, არ უნდოდა ამდენი ახლობლის წინაშე თავის მართლება, შერცხვა თითქოს.
– თქვენ რამდენიმე წუთის წინ აღიარეთ, რომ ელენე ჯაფარიძე მოკალით, თან იცოდით რომ ფეხმძიმედ იყო. ქალბატონო ნათია მკვლელობის მოტივი გარდაცვლილის ფეხმძიმობა იყო?
– ჰო იყო, დიახაც რომ მისი ფეხმძიმობა ჩემს ცხოვრებას რადიკალურად ცვლიდა და თან სანდროსთან სამუდამოდ მაშორებდა, შანსს არ მიტოვებდა რომ მეც მეცადა სანდროსთვის ბავშვის გაჩენა. – ნათიამ მოთმნება დაკარგა და მთელი განრისხებით უპასუხა პროკურორს.
– გასაგებიაა, მე კითხვები აღარ მაქვს.
ნარიმანიძე თითქოს შეცბა ნათიას ამ გამოსვლით, გაოგნდა. რომ ქვრივიშვილი თვითონვე ითხრიდა სამარეს. „როგორც მისი ქცევის, არც სიტყვების შედეგებზე არ ფიქრობს ეს ქალბატონი“ – გაიფიქრა პროკურორმა და მის ადგილას დაჯდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, ბრალდებულზე გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოეტანათ. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიციები და მოწმეების ჩვენებები მოისმინეს.
დანაშაული, რომელიც პროკურატურამ გამოიძია 2013 წლის 17 თებერვალს მოხდა. ახალგაზრდა ქალბატონი ელენე ჯაფარიძე ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით იქნა მოკლული ნათია ქვრივიშვილის მიერ, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაბრალებას მის მეუღლეზე სანდრო კერესელიძეზე ცდილობდა. თუმცა მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა და დამნაშავემ დანაშაული აღიარა რის შემდეგაც ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება.
მოსამართლე წამოდგა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დარბაზი დატოვა და სხდომას ოცი წუთის შემდეგ დაუბრუნდა.
„გამოძიება ნათია ქვრივიშვილს დამამძიმებელ ვითარებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც მან წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ქალბატონზე ელენე ჯაჭვაძეზე განახორციელა.
ნაფიცი მსაჯულების ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ეჭვმიტანილი სანდრო კერესელიძე სასამართლო დარბაზიდან იქნა გათავისუფლებული, ხოლო ქალბატონი ნათია ქვრივიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა დამნაშავედ ცნეს.
დამნაშავე ნათია ქვრივიშვილს მიესაჯა 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ და იმავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით.
დამნაშავის აღიარების საფუძველზე პროკურატურას გაუადვილდა საქმის დახურვა და სასამართლომ გადაწყვიტა მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენით მისჯილი წლები ორი წლით შემცირდეს.
სასამართლო გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას!..
მზეკო ჟვანია