სოფიო მაღლაკელიძის შემოქმედება
* * *
წვიმის წვეთების ხმა, ნაცრისფერი ცა, ქართლის დედა და გაცრეცილი თოვლის ნაკვალევი მთებზე.
თითქოს ამინდის ბრალია ჩემი სევდით შეპყრობილობა, თუმცა უსაფუძვლოდ ვდებ ამინდს ბრალს - ამინდი ცვალებადია, ჩემში არსებული სევდა კი მარადიული და მე მართლაც შეპყრობილი ვხდები ...
ჩემი ფიქრები ისეთი არეულია გამიჭირდება გადმოცემა, კონკრეტულად რაიმეს თქმა არაა საჭირო არ მინდა შევეხო იმ ადამიანთა გრძნობებს რომელთაც ისევე ტკივათ როგორც მე, ეს განცდა კიდევ მეტად მაუცხოებს ამ სამყაროსგან. წარმოდგენაც კი არ მქონია იმის შესახებ თუ რა სასტიკი და მოულოდნელია ცხოვრება, არ ვიცი კიდევ რამდენჯერ ან რა ფორმით შევიცნობ სიკვდილის სიძლიერეს და ბატონობას ადამიანებზე (თუმცა რას ვამბობ განა ადამიანებს სიკვდილის შიში სიცოცხლეშივე არ კლავთ?!)
სიკვდილი თითქოს ჩემი ფიქრის სათავეა (იქნებ თქვენიც ?) არ ვიცი ვის რა წარმოდგენა აქვს სიკვდილზე უბრალოდ მე იმის თქმა შემიძლია მეტი იფიქროთ მასზე, რათა გააცნობიეროთ რომ სიკვდილი ეს არაა ტრაგედია - და მეტიც სიტყვა სიკვდილი იგივეა რაც გარდაცვალება - გარდაცვალება კი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებასთან ასოცირდება... არ იფიქროთ რომ თქვენთვის ჭკუის დარიგებას ვცდილობ არც ის მინდა რომ თქვენი წარმოდგენა შევცვალო შიშზე რომელასც სიკვდილის გაფიქრებაზე განიცდით, ყველა ნორმალურს უნდა ეშნოდეს სიკვდილის
- რატომ?? იმედია გაქვთ პასუხი ამ კითხვაზე, ხოლი ისინი ვინც არ არიან მზად პასუხის გასაცემად ვეტყვი: სიკვდილის წინაშე უნდა ვძრწოდეთ მხოლოდ იმიტომ რომ... შევძელით კი სწორად ცხოვრება?! იმედია ამ კითხვას თავად გასცემთ პასუხს, სხვა ამას ვერავინ შეძლებს...
ფიქრები ისევ შორს მიმაქანებს და ისევ სიკვდილის სარტყელითაა მოცული, ერთგვარი ლაბირინთია რომელშიც ავიხლართე. ებრაელი ხალხი მახსენდება (ებრაელებიც ხომ სიკვდილის შარავანდედით არიან ნათელმოსილნი) არ ვიცი რა იყო ჰიტლერში ებრაელი ხალხის საწინააღმდეგო, ესე მონდომებით რომ სცადა მათი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ თუკი მე ქართველობას ოდესმე დავთმობდი ჩემი სურვილი იქნებოდა სწორედ იმ ებრაელთა რიგებს შევერთებოდი რომელებიც ესე უმოწყალოდ და არაადამიანურად ჩახოცეს,
რატომ მათ რიგებში?
- თითქოს იქ სარდაფში მეც ვეწამე ანესთან ერთად, ჩემი ერთადერთი მეგობარიც ხომ "კიწი"-არის?!
იქნებ ეს სამყარო სწორედ ამ უდანაშაულო ხალხთან ერთად იხრწნება.
მე ვახსენებ ჰიტლერი მაგრამ ებრაელთა "ჰოლოკაუსტი" მარტო ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის ქვეშაა? განა მთელი მსოფლიოს დანაშაული არაა რომ მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში ?!
რა ხდება დღეს - 21-ე საუკუნეში ? კაცობრიობა მესამე მსოფილიო ომის დასაწყისის ზღვარზეა მისული. რა მოიტანა საუკუნეების ცვლილებამ - მეტი ცივილიზაცია ?? თუ მხოლოდ ომის დახვეწილი მანევრები ?
გიფიქრიათ ?
იქნებ ომი არც არასდროს დასრულებულა? ან კი ვიცით როდის დაიწყო? იქნებ მაშინ როდესაც კაენმა მოკლა აბელი?
თუკი მესამე მსოფლიო ომის დაწყება გარდაუვალია, მე ვისურვებდი ვყოფილიყავი უბრალოდ "წითურთმიანი ქალიშვილი" რომელმაც შეუძლებელი შეძლო. მე მაქვს ძალა და მე მაქვს რწმენა, მსურს ადამიანობა და არააქვს მნიშვნელობა დროს, საუკუნეს, სივრცეს ან გარემოს. გზა ადამიანობისაკენ ჯერ კიდევ შორია და იმედია შევძლებთ ამ მწვერვალზე ასვლას. როგორ შეიძლება თავს ვუწოდოთ ადამიანები მაშინ როდესაც ვხედავთ რა ხდება სომალში, ეს სამოქალაქო ომი ნამდვილი ტრაგებიაა 21-ე საუკუნეში არსებული. - და ფაქტი სამყაროს გადაგვარებისა. რას ვაკეთებთ ჩვენ ადამიანები მის შესაჩერებლად განა ჩვეული რიტმით, ბედნიერად არ განვაგრძობთ ცხოვრებას? მაშინ როდესაც იქ სომალში მყოფ ადამიანებს გადარჩენის თეორიული შანსიც კი არააქვთ. თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება?
თქვენ ცდებით მხოლოდ გააზრება იმისა რომ ეს არა მარტო მათი არამედ ჩვენი პრობლემაცაა უკვე გამარჯვებაა, სწორედ ესაა გზა ადამიანობისაკენ, რისთვის იბრძოდა მაჰათმა განდი? (დიახ იბრძოდა - ბრძოლა მხოლოდ სისხლისღვრას არ გულისხმობს)
ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიხსნათ 21 - ე საუკუნის სამყარო ამ გახრწნილობისაგან, განა ვერ გრძნობთ სუნს? განა შემზარავი არაა ეს ხმები:
სომალი
სუდანი
ერაყი
ავღანეთი
გვინეა
იემენი
პაკისტანი
ბანგლადეში
და კიდევ
და კიდევ
და კიდევ ... ყველა ეს ჯოჯოხეთი არაა დედამიწაზე?. დაფიქრდით!
სოფიო მაღლაკელძე

ხშირად მომისმენია თითქოს ყველანი მარტონი ვართ საკუთარი ტკივილის წინაშე, რომ ტკივილს სხვა ვერავინ ატარებს ჩვენს ნაცვლად და ვერც ვერავინ გაიგებს ზუსტად იმავეს თუ რას გრძნობს და განიცდის მეორე ადამიანი.
არასდროს ისე მძაფრად არ დამინახავს და განმიცდია შინაგანი ტკივილი, როდესაც მაშინ ფრიდას ნახატებს რომ ვუყურებ, ის არ გამოხატავს ხორცის ტკივილს ეს ბევრად მეტია ეს სულის ტკივილია , მისი ცხოვრება მოცული ტრაგედიებით ბადებს ამ ტკივილს და მის თითოეულ სურათში აცოცხლებს მათ, თითქოს ის თავის სიმძიმეებს ამ გზით იშორებს. - და მაინც ესოდენ მძაფრი ტრაგედიებისა მისი ცხოვრება სრულყოფილი იყო "მას უყვარდა და ის უყვარდათ" ...
მე ვფიქრობ ეხლა მის სამყაროში მოვხვდი , ფიქრებით ვწვდები მას და ეს ფიქრები გონებას მიმღვრევს. თითქოს შევიკუმშე - პატარა წითელ გამჭვირვალე ბურთში მოვხვდი სადაც უამრავი სახეები ჩასახლებულან-ეს ბურთი და მასში მყოფი არსებები არ განსხვავდებიან ადამიანებისაგან მხოლოდ დაპატარავდნენ, -და აქ ისეთივე ცხოვრებაა როგორიც რეალურში. გამჭირვალე ბურთი თანდათან იბურება , იკუმშება და რაც უფრო ხშირად ხდება ეს მით მეტად პატარავდებიან ადამიანები, სახები კი თანდათან მრავლდებიან.
გარჩევა ჭირს რაა რეალობა და არარეალობა ...
ცხადს გამოგონილი შეერია და ამ ორმა ირიალიზმი წარმოშვა ...იქნებ ეს სრულყოფილებაა ??! - იქნებ არასრულყოფილებაშია სრულყოფილება ??!
წითელი ბურთი თანდათან მეწამური ხდება გარშემო ათასობით ასეთი ბურთი ლოვლივებს ამ უკიდეგანო სივრცეში, ეს მოლივლივე ბურთები ერთი ადამიანის პატარა სამყაროსავითაა- დედამიწა აჭრელებულია , სივრცეში კი სიჩუმის გამყინავი ხმა არის გამეფებული.
წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ რა შემაძრწუნებლად კივის ეს სიჩუმე
...ოთახის ბნელ მხარეს გოგონას ვხედავ, რომელიც ხავსმოდებულ სავარძელში ჩასვენებულა და მშვიდი სახით ოთახის სიღრმეებს აშტერდება, თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ელოდება, ოთახს კარიც კი არ აქვს...
გინახავთ თქვენ წყალში ჩაძირული თევზი ?! მე მინახავს! და თუ თქვენც გინახავთ მაშინ ამ გოგონას გამომეტყველებას ამოიცნობდით მასში.
გოგონა თევზის თვალებით, რომელიც დაუსრულებელი იმედით ელოდება არარსებული კარის შეღებას, ეს ოთახი შავ ბურთშია მოთავსებული და ყველა სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით არც კი ირხევა . . .
გოგონა... გაქვავებული ოთახის ბნელ მხარეს
მოქანავე ბურთები
რყევა...ნგრევა
ცვლილებები
გარშემო ქაოსი
მიტოვებული სახლები...დავიწყებული სახეები ...მოგონებები ...
წარმავალობა და უკვდავება ასახული ნახატებში
მომავალი წარსულიდან –ისევ ფრიდა– ისევ ტკივილი
წითელი ბურთულა და იმედი სიცოცხლისა გაფერადებული თავგანწირვით –გარდაცვალებით
კარი–მოლოდინი
ოცნება ...
თევზები – უმეტყველო სახეები
დასასრული
გამოფხიზლება
ძიება სიცოცხლისა...
და –სული ადამიანისა ...
სოფიო მაღლაკელიძე

ღამე
მარტო დარჩენლის ყოველთვის ფიქრები მიპყრობს და მათი სიმუქე ზოგჯერ თავადაც მაკვირვებს
ჩემი ცხოვრება უდაბნოში ჩაკარგული მოხეტიალის ცხოვრებას მაგონებს. ვფიქრობ რომ შემიძლია შევეჭიდო ამ უდაბნოს ქარს - მივყვე მას, მასთან ერთად ვირწეოდე , ისე რომ არ წავიქცე , ცხელი ქვიშა ჩემში მოგონებებს აღვიძებს, ეს მოგონებები ისევე ჩნდებიან როგორც რაღაც მირაჟი, მაგრამ მირაჟისგან განსხვავებით ეს მოგონებები არაა ნანატრი ნეტარება როგორც უდაბნოს ოაზისები ...
არ ვიცი რომელიმე თქვენთაგანი შეხვედრია თუ არა საკუთარ წარსულს, იცით ეს რა განცდაა ?! ეს ის განცდაა რომელიც ჩვენ გვასაზრდოებს აწმყოს გვაჯაჭვებს და მომავლისკენ მიგვაქროლებს. წარსულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, მაგრამ
წარსულს არ უნდა ჩვეჯაჭვოთ, წარსული თან გვზდევს მაგრამ ცხოვრებას წარსულიდან არ უნდა შევცქეროდეთ. მე შევხვედრილვარ საკუთარ წარსულს და თან
არაერთხელ - მისაუბრია კიდეც მასთნ. მე არ ვკიცხავ მას ჩადენილი შეცდომების გამო,
-რომ არა ის მე ვერ ვისწავლიდი სიარულს ცხოვრების მძიმე გზაზე... და არ ვიქნებოდი ის ვინც ეხლა ვარ ...
წარსული ყველაფერია , რომელიც უბრალოდ ვერ იარსებებს აწმყოსა და მომავლის გარეშე , მინდა რომ ეს ყველა თქვენთაგანმა გაითავისოს, ნუ ცდილობთ წარსულის გარეშე ცხოვროებას,მიიღეთ ის დაშვებული შეცდომებიანად,მან უნდა გაქციოთ თქვენ
ადამიანად ...
ღამის სამი საათია და ჩემში ქაოსის მოახლოებას ვგრძნობ , ვფიქრობ რომ ამ ქაოსს შეუძლია წამლეკოს და სამუდამოდ ამ უდაბნოში ჩამკარგოს - საინტერესოდ მეჩვენება,
იქნებ რისიც ესოდენ გვეშინია ადამიანებს ძალიან კარგია, ყველა სინათლისაკენ მიისწრაფვის მაგრამ სინათლე ხომ ყველასთვის პირობითია, ზოგჯერ შესაძლოა სინათლემ თვალი მოსჭრას ადამიანს და ვეღარც კი შეძლოს ფერების სწორად გარჩევა, შესაძლოა თეთრი შავად მოეჩვენოს, ამიტომ ნუ დაიწყებთ ფერების დახარისხებას ...
თქვენ ალბათ ფიქრობთ ან უკვე გაიფიქრეთ ვინაა ეს ან რა უფლებით მიგვმართავს ეს
ხმამაღლაო, იცით მე არ მოგმართავთ თქვენ მე საკუთარ თავს მივართავ და გთხოვთ, უფროსწორად მოვითხოვ მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას ,დაე შეძელით რომ უბრალოდ კი არ იარსებოთ არამედ - იცხოვროთ, არსებობას ყველაზე უმწეო მწერიც კი ახერხებს და თუ თქვენ გაქვთ ამბიცია იმისა რომ აზროვნებთ და განსხვავდებით მწერებისაგან მაშინ ი ც ხ ო ვ რ ე თ როგორც ადამიანებმა და იაზროვნეთ როგორც ჩამოყალიბებულმა პიროვნებებმა.
იცით მე სამყაროს შეცვლა კი არ მინდა -მე მინდა მოვშორდე ამ სამყაროს ... თუ რატომ ამ კითხვას თქვენ გიტოვებთ პასუხგასაცემად, და სასაიხარულო იქნება ერთი ადამიანი მაინც თუ შეძლებს გარკვევას და სამწუხარო თუ ესეთები ათასობით აღმოჩნდებიან.
იფიქრეთ ადამიანებო
ჰო ჰო მე მხოლოდ ადამიანებს მივმართავ ...

ლუციფერსტალახში ასვრილი ჩქარი ნაბიჯით
შინისკენ გავრბივარ მე თავგანწირვით ჭადრებს ჩავუვლი ველურ ბავშვივით თოვლიან მთებზე ვეშვები მარხილით შუშის ნამსხვრევზე ხელებს დავიჭრი გადმოღვრილ სისხლს მე ღვინოდ გავიხდი თავბრუს დავიხვევ როკვას დავიწყებ ცხოვრებას ხელახლა მე აღარ დავიწყებ დამფრთხალ დემონებს ვინღა დაიჭერს მარტო დარჩენილს ვინღა გამიგებს ... ლუციფერს მოვუხმობ იქნებ გავგიჟდე მასთან თამაშში თუნდაც გავბრიყვდე მოგება არ მსურს - მე გავიმარჯვე ლუციფერი მყავს თვივთ მოთამაშედ ... ქარისგან აშლილ თმებს მე გავიშლი მეგზურად ისევ ღამეს გავიხდი ტალახში ასვრილი ჩქარი ნაბიჯით შინისკენ გავრბივარ კვლავ თავგანწირვით სოფიო მაღლაკელიძე |
ცაზე ცისარტყელა
ეხლა ღამეა
ვუცქრი ბნელში ჩაძირულ ეზოს
მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევს ღამის იდუმალებას
ჩემი ფიქრები ქარისგან მოტაცებული ფოთლების მზგავსად ხელიდან მეცლებიან და მხოლოდ სიმარტოვე ისადგურებს.
სიმარტოვე და სიბნელე ...
უკვე შუაღამეა ფიქრების დევნაში დრო შეუმჩნევლად გადის
მინდა დაველოდო განთიადს არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად მსურს კიდევ ერთი ღამის გატეხვა , ის ადგილი მენატრება სადაც ჩემი სული მცირე ხნით თავისუფლად დანავარდობს მე ისე ახლოს ვარ მათთან ... ვგრძნობ მათ ჩრდილებს და მათ უკვდავებას, არ მიფიქრია რა მაკლდა ესე ძალიან და ეხლა ერთ წამში აღმოვაჩინე მიზეზი ჩემი სიმარტოვისა ... კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა დაველოდო განთიადს ...
მიყვარს ის ადგილი სადაც ტერენტი განისვენებს, სადაც ლადო ასათიანის საფლავს მზის სხივები ათბობს, ტაძრიდან კი ზარების რეკვა და მლოცველთა ხმა გამოკრთის.
ფიქრები თავში პეპლებივით მეხვევიან და წარსულში მაბრუნებენ ხან კი მომავალში და ესე უსასრულოდ მივექანები ხან წინ და ხან უკან ... ან ზევით ან ქვევით ... დრო ჩერდება თითქოს და გათენებას აღარც აპირებს ესე მგონია , ან კი როდისაა
ნათელი?ადამიანებს არ გვიფიქრია ამ სიტყვის რაობაზე. მე ვეძებ ამ ნათლეს უკუნ სიბნელეში იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხვდე, იქნებ შევხვდი კიდეც მაგრამ გვერდი ავუარე ისე რომ ვერ შევნიშნე, ესეც შეიძლება, უკვე ძალიან ჭირს გარჩევა, თეთრი შეიძლება შავად მოგვეჩვენოს და პირიქით ...
წვიმის წვეთები შეერია ქარს თითქოს ზეცა დასტირის თავის ობოლ შვილს
დედამიწაზე ხომ მხოლოდ ბორეტება ზეიმობს სადაც სიკეთეს ადგილი აღარ
დარჩენია და ისიც სადღაც ბნელში მიმალულა .
კატას ვხედავ რომელიც სიცივისგან დაკლაკნილა, მისი დასველებული ბეწვი კი პრიალებს ამ უტყვ სიჩუმეში, თვალები კი საზარლად გამოკრთიან ღამის სიბნელეში ...
ალან პოს "შავი კატა" მახსენდება და შიში მიპყრობს ვგრძნობ რომ კიდევ მეტად ცივა
საზარელი სურათები იხატებიან ჩემს გონებაში, ღამე იმდენად მიყვარს რამდენადაც მეშინია მისი... მზგავსი ზმანებები მხოლოდ ღამით შეიძლება გაჩნდეს
სწორედ ასეთი ღამის შემგდომ მეტდ დავაფასებთ ყოველ ახალ განთიადს და მივხვდებით რომ ყოველი ახალი დღის დადგომა ღვთის წყალობაა ჩვენთვის მოვლენილი.
მე კი მარად დაველოდები გამოავდრების შემდეგ ცაზე ცისარტყელას ...

შეშლილი ქალი
შუადღის მიწურულს ერთ სადა და უბრალო კაფეში ჩემთვის მშვიდად ვიჯექი
ოქტომბრის ცა-მეტი იყო ...
მზე თითქოს ძალიან შორიდან გვიგზავნიდა სუსტ სხივებს
ცას გაცრეცილი ფერი დასდებოდა
ცივი დღე იყო
თითებს ჩაის ორთქლი მითბობდა
კაფეში სადაც მე ვიყავი უბრალო ადამიანების ნავსაყუდელივითაა , სადაც ვერ შეხვდებით გადაპარნჭულ სახეებს
აქ შეგიძლიათ ფიქრი ცხოვრების ამაოებაზე
მახსოვს კაფეში ქალი შემოვიდა უბრალოდ ჩაცმული მაგრამ საოცარი გამომეტყველებით, მისი სახის ყველა ნაკვთი ყვიროდა
მოულოდნელად საუბარი დაიწყო თითქოს იქ მყოფთ მოგვმართავდა, ისიც მომეჩვენა რომ ვერ გვამჩნევდა და სულ სხვას მიმართავდა , დანამდვილებით თქმა არ შემიძლია ...
მისი საუბარი დაულაგებელი იყო, წინადაებები აზრს არ შეიცავდა
მე ვუსმენდი მას და მშურდა მისი თვისუფლების
დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა მეც მასსავით მესაუბრა არარსებულთან
გამომეთქვა ის რაც მინდოდა და არ დავლოდებოდი მსმენელს რომელიც ტაშს დამიკრავდა .
ზოგჯერ მსმენელი არც კი არის საჭირო ...
მე შევეცდები აღვწერო ქალი, რომელიც ჩემს გონებაში ღრმად აღიბეჭდა ...
მუქი ოდანავ ტალღოვანი გრძლი თმები ჰქონდა თითქმის წელამდე სწვდებოდა, სახის ნაკვთები თხელი , გიჟივით მოწრიალე თაფლისფერი თვალები , თეთრი ჭორფლიანი სახის კანი, ტუჩები კი ლამაზი და მომღიმარი, გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა და ოდნავ მოუჩანდა საზაფხულო ფეხსაცმელი (დროის შეუსაბამო) , ნაქსოვი მოსაცმელი და შავი კაშნე ჰქონდა მოხვეული. ხელში კი რაღაც პარკი ეკავა ,გრძელი და თხელი თითები სიცივისგან ოდნავ შეწითლებოდა .
ასაკით ორმოცი წლის თუ იქნებოდა ძველი არისტოკრატი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და თავიც ძალზე ამაყად და სადად ეჭირა .
მე მართლა დიდხანს ვაკვირდებოდი ”საოცარ ქალს” ...
შემხვედრიან ნამდვილი გიჟები მაგრამ მე რაღაც სხვას ვგრძნობდი ამ ქალის მიმართ, ის სხვებს არ გავდა ... მისი სახე მისი ჩაცმულობა მისი ხმის ტემბრი მხოლოდ დადებით ენერგიას ასხივებდა, რომელიც ნდობით მავსებდა და მიზიდავდა.
სხვა დროს ამ კაფეში ყოველთვის მასთან ხელახალი შეხვედრის მოლოდინით აღსავსე წავსულვარ მაგრამ მეტჯერ არ შემხვედრია ...
და თითქოს ეჭვიც კი მეპარება მის არსებობაში რომ არა მთელი ეს სურათი ჩემს გონებაში .
მე და კაფეში მსხდომნი ჩვეულებრივი დადგენილი ცხოვრების წესიდან ამოვვარდით, არ ვიცი მათზე რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქალმა იქნებ გონებაში გიჟიც კი უწოდეს მაგრამ საკითხავია გიჟი ვინ უფროა ის ვინც თავისუფალია თუ ის ვინც წესებს ემორჩილება და განსაზღვრულ ჩარჩოებში ჯდება. თქვენ ნორმალური ადამიანები ხომ შიშით კანკალებთ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი - საზოგადოება (ჩემთვის კი მხოლოდ ბრბო) თქვენს მიერ ჩადენილ საქციელზე,გაშინებთ საკუთარი ლანდიც კი ...
მე ვისურვებდი ერთ დღეს მეც ისეთივე თვისუფალ ვყოფილიყავი, რომ შესძლებოდათ ჩემთვის გიჟი ეწოდებინათ. თქვენ იკითხავთ განა ეგეთი რა ფასი აქვს თავისუფლებასო ? მე არ ვიცი მე შემიძლია ვივარაუდო, თვისუფლებას სწორედ მაშინ დავკარგავთ როდესაც დავიჯერებთ რომ სრულიად თავისუფალნი ვართ... მე იმ პაწაწინა თავისუფლების დაკარგვაც კი მაშინებს რომელის მოპოვებაც შევძელი და როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა მისი დაკარგვის საშიშროება პანიკამ შემიპყრო ...
მე დღეს თავისუფალი ვარ და მე ეს მახარებს მაგრამ მე ვგრძნობ ეს ის არაა რაც მე მჭირდება ...
მე ბევრად მეტი მინდა
მე არ მინდა უბრალოდ ვიცხოვრო, უბრალოება ყველაფერს უხდება გარდა ცხოვრებისა ადამიანმა შინაარსიანად უნდა იცხოვროს, თავისუფლებით უნდა დასტკბეს რომელიც ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს უბოძა და გამუდმებით უნდა ვეძიებდეთ მას.
ქალი კი რომელიც მე შემხვდა ჩემთვის ყოველთვის უბრალო გიჟზე მეტი იქნება,
იქნებ იმიტომ რომ მასში ჩემი სურვილები დავინახე ფრთაშესხმული ...

* * *წარმავალი ცხოვრების ჭიდილში ვართ ჩართულნი
ჩვენი ყოფა ცხოვრება გახდა გაუსაძლისი ცხოვრების ბორკილების დამსხვრევაა ადვილი მაგრამ თავისუფლება ჩვენთვის არის საშიში გვიჭირს გაკონტროლება თუ რა არის ნამდვილი თეთრს შავისგან ვერ ვარჩევთ ქვეყანაა გარყვნილი ახალგაზრდებს აღარ აქვთ სირცხვილი და ნამუსი მორევია სიცრუის, თამაშში ვართ ჩრთულნი ქალი კაცს ემსგავსება კაცს კი არ აქვს ადგილი ეს დრო - ეს საუკუნე ... წამებაა ნამდვილი მანკიერი ის არის ვინც არ არის გახდილი ჩვენში პატიოსნება სანთლით გახდა საძებნი ხორციელი სურვილის რბოლა არის ნამდვილი სულიერი სამყარო ჩვენში არის ჩაშლილი უდრტვინელი ცხოვრება თვალის ასახვევია სიკეთე-ბოროტებას მსგავსი ფერი ატყვია ნოე ვეღარ გვიშველის ტალახში ვართ ასვრილნი კიდობანსაც ჩავძირავთ ცოდვითავართ აღვსილნი ტყვია ჩვენ არ გვეყოფა რომ დავხოცოთ გარყვნილნი ქვეყანაზე დარჩება ბოროტების აჩრდილი წარმავალი ცხოვრების ჭიდილში ვართ ჩართულნი ჩვენი ყოფა ცხოვრება გახდა გაუსაძლისი ... სოფიო მაღლაკელიძე |
ტერენტი გრანელსღამის და ქარის ტრფიალი გახლდათ სულის კაეშანს სიჩუმით კლავდა ფარული დარდის ის მძაფრი განცდა მის ყველა ლექსში თამამად ჩანდა და როცა ეხლა საფლავთან ვდგავარ მე მახსენდება მისი აზრთასვლა მან შეძლო გასვლა მიწიდან სწრაფად და დანავარდობს ცაში თამამად სულის წვალება ლექსებად აქცია სიტყვას დაატყო მან ტრაგედია მისი ლექსები გულს რომ აკლია სულში ეძებენ მათ ფანტაზიას სიტყვა მახვილზე მეტად ბასრია ყოველი ლექსი განძთა განძია . . . სოფიო მაღლაკელიძე |
დიალოგი
გაურკვევლობა ... საუბარი ... მე კი თითქოს უბრალოდ მსმენელი ვარ ...
მე1- რატომ ხდება ესე??
მე2- როგორ ესე?
მე1- აი ისევ მარტოობა ისევ არეული ფიქრები
მე2- შენ ეგრე ხარ ?
მე1- ჰო, განა შენ არ იცი რომ მე ესე ვარ
მე2- მე რატომ?
მე1- აჰა, განა შენც უარს ამბობ ჩემს ნაცნობობაზე და გამირბიხარ?
მე2- შენ იცი რომ მე ვერ გავიქცევი
მე1- ვიცი, და მე ამას ბოროტად ვიყენებ, თანდათან განადგურებ შენ და ამით საკუთარ თავს!
მე2- შეიძლება მართალი ხარ მაგრამ მე ჯერ ისევ შემრჩა ძალა
მე1- ძალა? რისთვის?
მე2- ბრძოლისთვის...
რატომ ჩაფიქრდი ??
მე1- ბრძოლა?? გვინდა კი ჩვენ ამ სამყაროს დავუპირისპირდეთ, შენ ხომ იცი
ჩვენ არ გვაქვს ძალა რომ შევცვალოთ იგი
მე2- ეგ არაა სწორი, შენ არ ხარ სუსტი და თუკი შეცვლა არ შეგვიძლია,
საპირისპიროდ სვლა რომ განვაგრძოთ ხომ შიძლება, ისევე როგორც
უწინ!
ისევ დუმხარ...
მე1- ჰო შეგვიძლია, ....მაგრამ მე დავიღალე და უკვე აღარც ვიცი სწორია თუ
არა გზა რომელიც ავირჩიეთ, იქნებ ცოტა გავამარტივოთ და სხვებთან
ერთად გავაგრძეოლოთ დარჩენილი გზის გავლა?!
რად იცინი ?? შენ ფიქრობ რომ მე ეგ უფრო მეტად გამიჭირდება ვიდრე
ესე მარტოს?
მე2- არა მე ეგრე არ ვფიქრობ და მეტიც თუ შენ არჩეული კურსიდან გადაუხვევ
შენ გარდაუვალი დაღუპვა გელის, ჩვენ ერთად უნდა ვიაროთ ცხოვრების
საპირისპიროდ შენ იცი რომ აზრი არაფერშია...
იცი ?
მე1- ჰო ჰო ვიცი რათქმაუნდა, მაგრამ იქნებ მაინც შეგვეცვალა რაიმე?
მე3- აი უკვე ძალიან დავიღალე თქვენი საუბრის მოსმენით რომელიც
უკვე სასაცილოდაც აღარ მყოფნის, და მეტიც იქნებ ჩვენც მოგვცეთ
ფიქრის დრო
მე1- თქვენ?
მე3- დიახ ჩვენ
მე1 - და ვინახართ თქვენ ?
მე3- შენ იცი პასუხი
მე1- არა არ ვიცი
მე3- ჰა ჰა ჰა, მაშინ აუცილებლად გაგაცნობთ თავს დაელოდე და გეშინოდეს...
ჩვენ იმაზე მეტი ვართ ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო,
აბა მოგვისმინე...
მე1- შეწყვიტეთ! მე არ მინდა თქვენი მოსმენა, აღარ მსურს თქვენთან
ერთად ამ თამაშში ყოფნა და სულელები ხართ თუ ფიქრობთ რომ
ვერ განგდევნით, მე დამოუკიდებლადაც მოვუსმენ სამყაროს
მე2-მ-3-მე10000- ჰა ჰა უჩვენოდ?! შენ ხარ ჩვენი ნაწილი და
მთლიანობას ყველანი ერთად ვქმნით!
ამის შემდგომ თითქოს საუბარი შეწყდა, გამეფებულ წყვდიადში მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმოდა...
სოფიო მაღლაკელიძე
* * *სიყვარული ძალა არის, მადლი რაღაც სხვაო
მზე ჩადის და მზე ამოდის, დედამიწა დგასო ასაკს არვის ეკითხება, ტრფობის ალი გწვავსო სულში ყვავილს ასაზრდოებს მძაფრი სუნი აქვსო დღე მაისობს, გული ხარობს, თავში პეპელები გყავსო ქარი არწევს და ატოკებს წითელ ნეკერჩხალსო წვიმა მოდის, ბავშვი ტირის, ბედნიერი ხარო სულის ცეკვა, შენში რაღაც გიჟურ როკვას გავსო ბრძენს სიშლეგეს გადაკიდებს, ეჭიდება მთასო ბოროტს აკეთილშობილებს სიყვარულის გზაო სიყვარული ძალა არის, მადლი რაღაც სხვაო ქარი არწევს და ატოკებს წითელ ნეკერჩხალსო სოფიო მაღლაკელიძე |
თოვლი
მახსოვს ქუჩაში მივდიოდი... ზამთრის ცივი და სუსხიანი საღამო იყო, დღის აჩრდილები ღამის მოჩვენებებს უნდა შეეცვალათ, ცა უხვად იმეტებდა თოვლის ფიფქებს...
ლამპიონების სინათლეზე თოვლი უცნაური შეფერილობის იყო და როდესაც ფეხით ვეხებოდი კი არ ჭრიჭინებდა არამედ შესაბრალისად წივწივებდა, თითქოს სურდა გამოეხატა პროტესტი ასე უმოწყალოდ, რომ ვსრესდით ჩვენ - ადამიანები. მინდოდა გავქცეოდი ამ ხმას და ნაბიჯს ვუმატებდი, ხმა კი კიდევ უფრო გამძაფრებით მომყვებოდა უკან. ფრენა, რომ შემძლებოდა ალბათ მიწას არც კი შევეხებოდი ისე, მტანჯველად იჭრებოდა ეს ხმა ჩემში. გიფიქრიათ რა მარტივად შეგვიძლია ადამიანებს გავთელოთ ირგვლივ ყოველივე, რაც ასეთი უმწეო, სპეტაკი, წმინდა და შეურყვნელია?! იცით რა არის მიზეზი ამისა? "ჩვენი" მანკიერებანი:
-ევამ აცდუნა ადამი
-კაენმა მოკლა აბელი
-იყო ნოე
-იყო წარღვნა
-იყო კიდობანი
-და იყო ხელახალი დაბადება...
თოვლის ფიფქები, რომლებიც სახეზე მადნებოდა ცრემლებად იღვრებოდნენ, თითქოს ჩემს მიერ გათელილ თოვლს თავადვე დასტიროდნენ...
უმოძრაობას ვგრძნობდი, არ ვიცი ამ მდგომარეობაში და ფიქრში რა დრო გავიდა, მესმოდა მოსიარულეთა ფეხის ხმა, რომელსაც თოვლის წივწივი უერთდებოდა (სწორედ ამ ხმამ გამაშეშა და ფიქრებით ძალიან შორს გამაქანა) ეს შერწყმული ხმა თითქოს ქვეყნის ავ-კარგზე მესაუბრებოდა.
ერთ პატარა ქალაქში აღმოვჩნდი (სადაც გავიზარდე), ნახევრად დანგრეული შენობის წინ, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ (თუკი შეიძლება მათ ყოფას ცხოვრება ვუწოდოთ), გარშემო მიწას თოვლი შერეოდა და ფეხით მოსიარულენიც არსად ჩანდნენ, შენობაც კი საშინელი უკაცრიელი იყო, თითქოს ყველა და ყველაფერი გაყინულიყო. საცხოვრებელი შენობიდან უიმედობა და სისასტიკე მოედინებოდა, ეს გრძნობა, ეს სისასტიკე, მაშინებდა. მაფიქრებდა ამ შენობაში არსებული სიცოცხლის უსიცოცხლობა და სევდა ერეოდა ჩემს შიშს.
როცა ფიქრიდან გამოვერკვიე აღმოვაჩინე, რომ არაფერი შეცლილიყო, ისევ ნახევრად დანგრეული შენობის წინ ვიდექი, მხოლოდ ქალაქი იყო სხვა (ქალაქი სადაც ვცხოვრობ). გარშემო ისევ სისასტიკე და უიმედობა ზეიმობს, თოვლი კი კვლავ მესვენება სახეზე, რომელიც არ ვიცი ვის ან, რას დასტირის... ადამიანების სისასტიკეს?! ან, იქნებ თავის უმწეობას?! ერთია, რომ ის ცრემლად იღვრება ჩემში და კვლავ მესაუბრება ქვეყნის ავკარგიანობაზე.
მე კი ამ ფიქრებში ჩაკარგული, კვლავ ვაგრძელებ ცხოვრებას ქალაქში, სადაც ნახევრად დანგრეული შენობები დგანან...