სიკვდილისფერი სიყვარული
ვიღაც როიალზე აცოცხლებდა არიას და ნოტებიც სინქრონულად ერწყმოდნენ ერთმანეთს. ბარმენი დაღლილობის მიუხედავად მაინც ღიმილიანად ხვდებოდა ყველა კლიენტს და ღიმილიანი გამომეტყველებით ემსახურებოდა მათ.
მეექვსე მაგიდა ფანჯარასთან ახლოს იდგა. მას მუდმივად ერთი და იგივე ადამიანი იკავებდა და საათობით ჯდებოდა. ხან ყავას უკვეთავდა და ხან ვისკის. განწყობას გააჩნდა. იმ შემთხვევაში, თუ ხატავდა, აუცილებლად ვისკი უნდა შეეკვეთა, რათა ფუნჯებს ალერსი აეწყვიტათ ტილოზე და მხატვარიც ლოთიან მზერას ურთავდა ფერთა პალიტრას. ხოლო თუ წერდა, ჩაის ან ყავას მიირთმევდა, ალბათ ფიქრისთვის მეტი დრო, რომ დარჩენოდა. მაგრამ ორივე შემთხვევაში თამბაქოს ენიჭებოდა უპირატესობა.
ვერ გეტყვით, რომ დილა განსხვავებულად დაიწყო, მამაკაცი დღესაც ჩვეული სიმშვიდით, აუჩქარებლად და დინჯად უახლოვდებოდა ბარმენს. როგორც წესი, მისალმების შემდეგ შეკვეთას აძლევდა ხოლმე. ბარმენმა როგორცკი ტილოები და გულის ჯიბიდან ამოშვერილი ფუნჯები დაინახა, მიხვდა, რომ დღეს ვისკის უკვეთავდა და სანამ მხატვარი ბარს მოუახლოვდებოდა ბარმნემა ანიშნა, რომ შეკვეთას მალე მიუტანდნენ. მამაკაცი მის ადგილას დაჯდა და შეკვეთას დაელოდა, თან აკვირდებოდა, როგორ მიაწოდა ბარმენმა მიმტან გოგონას ვისკი, როგორ უახლოვდებოდა მიმტანი მის მაგიდას და თვალი მანამ არ მოუშორებია, სანამ ვისკის ბოთლი ჭიქასთან ერთად მაგიდაზე არ დადო.
მეთერთმეტე მაგიდასთან ორი ახალგაზრდა იჯდა. რაღაცნაირად მიაშტერდა მხატვარი მათ. გოგონა 20–22 წლის თუ იქნებოდა; არც მამაკაცი იყო ასაკოვანი, ასე 30 წლამდე ალბათ. გოგონას კეფა ეწვოდა, თითქოს მის უკან ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა. შეუმჩნევლად სცადა უკან გახედვა. არც შემცდარა, მეექვსე მაგიდიდან უცნაურად ჩაცმული უცნობი მამაკაცი თვალს არ აშორებდა მათ. გოგონასთან მჯდარმა ახალგაზრდამ მკაცრი სახით გადაულაპარაკა პარტნიორს, თითქოს კამათობდნენ კიდეც. შელაპარაკების მიზეზად მხატვარმა საკუთარი თავი ჩათვალა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბიჭმა ანგარიში გაასწორა და ბარიდან ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
მხატვარი თვალს არ აშორებდა მაგიდასთან მარტო მჯდარ გოგონას, რომელმაც მამაკაცის წასვლის შემდეგ რამდენჯერმე გააპარა თვალი მხატვრისკენ. ერთ-ერთი ფუნჯის აქნევით მხატვარმა მიმტანი მოიხმო და გოგონასთან კოქტეილი და ერთი წითელი ვარდი გაგზავნა. გოგონამ ამანათის მიღებისთანავე მხატვარს გახედა და თავის დაკვრით მადლობა გადაუხადა, თან ვარდს ყნოსავდა. მხატვარი წამოდგა, მარცხენა ხელით შლიაპა მოიხსნა, მარჯვენა ხელი კი ზურგს უკან მიმალა, წელში მოიხარა და ამ ჟესტით გოგონა მაგიდასთან მოიხმო. გოგონას გაეღიმა და საათზე საჩვენებელი თითის რამდენჯერმე დაკაკუნებით მიანიშნა, რომ ეჩქარებოდა, თუმცა მხატვრის დაჟინებული თხოვნით მაგიდასთან მაინც მივიდა. მამაკაცი გოგონას შეეგება და ხელი მანამ არ გაუშვა, სანამ მის მაგიდასთან არ დასვა.
–მე ლეონარდ მიულერი გახლავართ. - თავი წარმოუდგინა გოგონას - შეგიძლიათ ლეო დამიძახოთ - თითქოს გაშინაურებას ცდილობდა.
–სასიამოვნოა. - მე მარია მქვია, მარია შინკელი. – პასუხი არ დააყოვნა გოგონამ.
–რა ლამაზი სახელია მარია.... - თითქოს აღფრთოვანდა კიდეც მხატვარი - ღვთიურია...
მარიას ჩაეღიმა და გამომშვიდობება დააპირა, მაგრამ მხატვარმა ამაზე ფიქრის საშუალებაც კი არ მისცა.
–მარია, თუ ნებას მომცემთ უნდა დაგხატოთ. - ლეონარდის შეკითხვა შეთავაზებაზე მეტად გადაწყვეტილებას უფრო ჰგავდა.
გოგონა დაიბნა, თავის დასაღწევად პასუხიც კი ვერ მოიფიქრა, შეყოვნდა. შემდეგ ძლივსღა ამოილუღლუღა:
–იცით მე ძალიან მეჩქარება, დიდი მადლობა, მაგრამ...
–არავითარი მაგრამ – თითქოს სიმკაცრეც გაურია მის თავაზიან ხმას მიულერმა – სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. დიდხანს არ შეგაყოვნებთ.
მარიამ ხმა ვერ ამოიღო და მისთვის გამზადებულ ფანჯარასთან მდგარ ბარის სკამზე შემოჯდა.
–საოცრად ნათელი შუქი მოდის თქვენგან...
ხანდახან კომპლიმენტებს ურთავდა მიულერი. თითქოს აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გოგონას უზიარებდა მის მოსაზრებებს. მარიაც მშვიდად უსმენდა, სულ გადაავიწყდა, რომ უნდა წასულიყო. რამდენიმე წუთი კი არა ერთ საათზე მეტი იჯდა გაუნძრევლად და ლეონარდის მარცხენას აკვირდებოდა, თუ როგორ ჰარმონიულად და მთელი გრძნობით ეხებოდა ფუნჯი ტილოს.
–ესეც ასე, გენიალურია, სრულყოფილიც კი...
–შეიძლება ვნახო? – მორიდებით იკითხა მარიამ.
–რა თქმა უნდა.
მარიამ ნახატს შეხედა და თვითონაც გაკვირვებული დარჩა, ტილოზე მისი ნამდვილი ,,მე“ იყო, რომელსაც ხშირად თვითონაც კი გაურბოდა. ,,მართლაც მთელი ნიჭი აქვს მხატვარს გამოყენებული ჩემი სულის ტილოზე გადმოსატანად, აი თურმე რა შუქზე საუბრობდა ლეონარდი.“ თავისთვის, გონებაში გაიფიქრა მარიამ და მხატვარს შეხედა.
–საოცარია... - მხატვარს გაუღიმა მარიამ.
–არა, ეს თქვენ ხართ საოცრება. – სიტყვა გააწყვეტინა ლეონარდმა.
განცდებიდან ფეთით გამორკვეულმა გოგონამ, ახლა შეამჩნია, რომ ღამდებოდა, გვიანი იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო სახლში.
–ყველაფრისთვის დიდი მადლობა, მაგრამ მე აუცილებლად უნდა წავიდე, სასწრაფო საქმე მაქვს. – გადაჭრით უთხრა მარიამ და კარისკენ წავიდა.
–სად შეიძლება თქვენი ხელმეორედ ნახვა? – სიტყვა დაადევნა მხატვარმა.
–აქ...მაგრამ არ ვიცი როდის... – სანამ გავიდოდა მოაძახა მარიამ.
რამდენიმე წამში მარია ავტობუსის გაჩერებასთან გაჩნდა, ზუსტად 10 წუთი ელოდა მისი სახლისკენ მიმავალ ავტობუსში. იჯდა და ფიქრობდა იმ ლამაზ წუთებზე. საკუთარი თავი ეუცხოვა, უცებ გამოერკვა ფიქრებიდან და გაახსენდა, რომ სახლში გვიან მიდიოდა, მეუღლე ელოდა მის სამი წლის შვილთან ერთად. ახლა მარია სულ სხვა ადამიანის ნიღაბს ირგებდა, ის ხომ სახლში მიდიოდა, სადაც ოჯახის ქალის როლი უნდა მოერგო.
–მეგონა დღეს არც აპირებდი მოსვლას. – კარის გაღებისთანავე საყვედური შეაგება მარიას მეუღლემ.
–მაგრამ მოვედი... – ირონიულად მიუგო ქმარს, თან არ უნდოდა კამათით განწყობა გაეფუჭებინა.
მარია 5 წლის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე ახალგაზრდა იურისტი, 29 წლის მარტინ პლანკი გახლდათ. 3 წლის წინ მათ ქორწინებას აზრი მიეცა და ემანუელი დაიბადა, რომელსაც მერცხალს ეძახდნენ. მერცხალს იმიტომ, რომ ადრე გაზაფხულზე დაიბადა, როცა მერცხლები გადმოფრენას იწყებენ. მარიას ქმარი ისე არ უყვარდა, როგორც მარტინს მარია. მათი თანაცხოვრება სიყვარულზე კი არა მშობლების ახირებებსა და ოჯახურ მოვალეუბებზე იყო აგებული. მარია იმდენად იმედგაცრუებული იყო მშობლების გადაწყვეტილებით, რომ როგორცკი მარტინზე დაქორწინდა მაშინვე ბერლინიდან ვიურცბურგში გადავიდა საცხოვრებლად. გამუდმებით ცდილობდა მარტინთან საერთო ენა გამოენახა, რადგან დაქორწინების დღეს თუ არ ჩავთვლით სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი. ის ნელ–ნელა ეგუებოდა ოჯახს და დიასახლისის როლსაც მშვენივრად ასრულებდა. ბავშვური ოცნებებსაც მის ნამდვილ „მე“-სთან ერთად ნელ-ნელა ატანდა ქარს და შვილის დაბადების შემდეგ სულმთლად გადაიკარგა მისი სულიდან...
მარია ცდილობდა ხშირად ევლო იმ ბარში სადაც მხატვარმა მისი სული ტილოზე გადაიტანა. მარტინი, როგორც მზრუნველი და ამასთანავე ეჭვიანი ქმარი, მარტო არ უშვებდა და თან დაყვებოდა ხოლმე. მარია ხედავდა, როგორ წერდა და ხატავდა ლეონარდი მის მაგიდასთან, რომელიც ყველა სხვა მაგიდებისგან მოშორებით, ფანჯარასთან იდგა.
ერთ დღესაც მარიამ ბარში წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როცა მარტინს გაზაფხულის დარიან ამინდში ემანუელი გასასეირნებლად ჰყავდა წაყვანილი. ბარში შესვლისთანავე ფანჯარას გახედა და დაინახა თუ როგორ ხატავდა ლეონარდი ვარდების თაიგულს, რომელიც ბარის კართან მდგარ მეყვავილესგან ითხოვა რამდენიმე წუთით. მარია ბართან ჩამოჯდა და ფინჯანი ყავა შეუკვეთა, თან თვალს არ აშორებდა ფუნჯს, რომელიც ტილოზე ვნებიანად მოძრაობდა, ყვავილები კი ნახატზე მეტად ცოცხალ ვარდებს ჰგავდნენ. მიულერმა ხატვა დაასრულა, ყვავილები მევარდეს დაუბრუნა და ბარში შემობრუნებულმა მარია, რომ დაინახა თვალები გაუნათდა და ჟრუანტელმაც კი დაუარა მთელს ტანში. როცა მიხვდა, რომ მარტო იყო, სიხარულმა თითქოს ზეცამდე აიტაცა და ბედნიერებამ გული გაუთბო.
–მისი უდიდებულესობა მოსულა და ახალი ესკიზის შესაქმნელად მუზებს მიღვიძებს. – მხატვრულად და ქედის მოხრით მიესალმა ლეონარდი მარიას.
–ლეონარდ, მართლაც სასიამოვნოა გადაღლილი განწყობის გამოკეთება შენი ხილვით. – არანაკლებ ემოციურად მიესალმა მარიაც.
–თქვენი მეგობარი მამაკაცი სად ჩამოგრჩენიათ ახალგაზრდა ქალბატონო?–ღიმილით იკითხა მხატვარმა.
–ალბათ ჩემს მეუღლეს გულისხმობთ, - დაზუსტების მიზნით მარიამ ლეონარდს გადახედა და განაგრძო - ბავშვი წაიყვანა სასეირნოდ და მეც განმარტოებისთვის ნახელთი დროის გამოყენებას ვცილობ.
ლეონარდმა ჯერ მეუღლის და შემდეგ ბავშვის გაგონებაზე გაკვირვება ვერ დამალა, მარიაც მიხვდა, რომ მხატვარმა პირველად გაიგონა, მისი ოჯახის შესახებ. ლეონარდი ბართან, მარიას გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ბარმენს ვისკი შეუკვეთა და მარიასთან საუბარი განაგრძო.
–არ ვიცოდი თქვენ და ის ახალგაზრდა დაქორწინებულები თუ იყავით და არც ის, თუ შვილიც გყავდათ. – იმედგაცრუება ვერ დამალა ლეონარდმა.
–ხუთი წლის წინ დავქორწინდით, ემანუელი კი სამი წლისაა. - აუხსნა მარიამ.
–მეც მინდა რაღაც გითხრათ, თუ ვერ გადმოგეცით როგორც საჭიროა, მიგახვედრებთ მაინც რას ვგრძნობ თქვენს მიმართ. – თამამად განუცხადა მხატვარმა, თითქოს მარიას ოჯახურ მდგომარეობას ბარიერადაც არ თვლიდა.
– კი, მაგრამ...
– თქვენ მე დაგხატეთ - სიტყვა გააწყვეტინა ლეონარდმა, არ უნდოდა ახლა რამეს შეეშალა ხელი - მაგრამ ის ნახატი თქვენთვის არ მიჩუქნია, არადა სულ ვჩუქნი ხოლმე მათ, ვისაც ვხატავ. ეს პირველი შემთხვევა იყო. პირველი საბედისწერო შემთხვევა ჩემს არსებობაში. – ლეონარდმა ვისკი მოსვა და საუბარი განაგრძო. – თქვენი პორტრეტი ჭერზე მაქვს მიკრული და გამუდმებით თქვენი მშვენიერება მიდგას თვალწინ. ღამე სიზმრებს მილამაზებს და დილას იმედიანად მოვყავარ ამ ბარში, რადგან თქვენი ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ აქ თუ მაქვს. მარია, ვხვდებოდი, რომ ის მამაკაცი თქვენთვის მეგობარზე მეტი იყო, მაგრამ მეუღლედ ვერ წარმომედგინა. არ დაგიმალავთ და შვილის არსებობამაც გამაკვირვა, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა გითხრათ, რომ მე თქვენ მიყვარხართ... – სწორედ ამ ფრაზაზე შეწყვიტა ლეონარდმა საუბარი და დაელოდა თუ რა რეაქცია ექნებოდა მარიას ამ ყველაფერზე, მანამდე კი ვისკის წრუპავდა თან ჭიქის ზემოდან მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა მარიას, თითქოს სილის გაწნას ან უკეთეს შემთხვევაში გალანძღვას ელოდა.
–თქვენ, მე? გიყვარვართ? კი მაგრამ როდის, როდის მოახერხეთ ჩემი შეყვარება? არ ვიცი რა ვთქვა... – მარიამ გაფართოებული თვალები გაუსწორა მხატვრის ღრმა ზღვისფერ თვალებს და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დიდი ხნის ცოლქმრულ ცხოვრებას განიხილავდნენ ერთად.
– დიახ, მე თქვენ მიყვარხართ. სწორედ იმ დღიდან, როცა თქვენი სული გადმოვიტანე ტილოზე. – მთელი აღფრთოვანებით წარმოსთქვა ლეონარდმა.
–ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვიცი რა ვთქვა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მე პირველად ვარ მსგავს სიტუაციაში. – გულწრფელად წამოსცდა მარიას.
–პირველად? რატომ? – ეუცხოვა მხატვარს. მას ხომ მეუღლე ჰყავდა.
–ჩემი დაქორწინების ამბავი ერთი დიდი ტრაგიკული ისტორიაა... – ღრმად ამოისუნთქა მარიამ.
–გინდათ ამაზე ვისაუბროთ? – თითქოს სევდისგან განთავისუფლება შესთავაზა ლეონარდმა მარიას.
–ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სკოლა დავამთავრე. მარტინი მდიდარი ოჯახის ერთადერთი შვილია, რომლის მემკვიდრეობამ ჩემი მშობლების ყურადღება მიიპყრო და ჩემი დაქორწინება აკვიატებად ექცათ. პლანკების ოჯახს მაშინ შევუერთდი, როცა სულ რაღაც 17 წლის ვიყავი. 19 წელი არც მქონდა შესრულებული, ემანუელი რომ დაიბადა. ჩემი და მარტინის მშობლები ბერლინში ცხოვრობენ, მე კი მშობლებზე იმდენად გავნაწყენდი, რომ დაქორწინებისთანავე მათგან შორს, ვიურცბურგში გადმოვედი საცხოვრებლად. ეს იყო და ეს, დღეს კი თქვენთან ერთად ვზივარ და ჩემს დარდებს გიზიარებთ. – მარიას თითქოს სევდიან თვალებში გაუწვიმდა და სახლში დააპირა წასვლა.
მიულერმა მარიას მდგომარეობა გაითვალისწინა და მისი შეჩერება არც უცდია.
–გინდათ სახლამდე მიგაცილებთ? – შესთავაზა ლეონარდმა.
–არა, არა გმადლობთ, მირჩევნია მარტო ვიყო, როცა სახლში მივალ.
ამის თქმა და მარიას ბარიდან გასვლა ერთი იყო. ლეონარდი მანამ უყურებდა მარიას სანამ თვალს არ მოეფარა. შემდეგ მის მაგიდასთან დაბრუნდა, აალაგა ფუნჯები და იღლიაში ტილოამოჩრილმა ბარი მანაც დატოვა. საპირისპირო მხარეს წავიდა, რადგან იფიქრა, რომ გოგონა ჯერ წასული არ იქნებოდა და არ უნდოდა თვალში ამოსვლოდა.
მარია მთელი გზა მხატვრის გამხელილ გრძნობაზე ფიქრობდა და თვალწინ გამუდმებით მისი ზღვისფერი თვალები უტრიალებდა. ღამდებოდა, როცა სახლში მივიდა, კარი ჩაკეტილი დახვდა, თავისი გასაღებით გააღო. შესვლისთანავე გასაღები ტელეფონის მაგიდაზე დადო. თელეფონის ქვეშ კონვერტი დახვდა, რომელსაც მისი სახელი ეწერა.
,,ძვირფასო მარია, ბედნიერებას გასაქანი მიეცი და იბრძოლე მისი განვითარებისთვის. მე ვიცი შენი გულცივობა ვისი ბრალიცაა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ გსაყვედურობ, რომ ძალიან მიყვარხარ და მხოლოდ ის შემიძლია დიდი ბედნიერება გისურვო. მხატვარი ბარიდან. გაიხსენე ყველა დღე როცა ჩვენ ერთად ვიყავით ბარში, როცა მეექვსე მაგიდის სტუმარი მუდმივად ერთი და იგივე ადამიანი იყო. იმ მხატვარს შენ უყვარხარ და არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი. ჰოდა იზეიმე ჩვენი განცალკევება მის სიყვარულთან ერთად. მხოლოდ ერთი რამით დაგსჯი, ემანუელი ჩემთან გაიზრდება და მას შენ ვერასოდეს ნახავ“.
მარტინ პლანკი.
მარიას თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ტკივილმა უფრო ღრმად გაიდგა ფესვები მის სულში. აწრიალებული სინანული ახლა უკვე ცხელი ცრემლების მიზეზი გახდა. თავს იდანაშაულებდა იმისათვის, რომ საკუთარ თავს ბედნიერებაზე ფიქრის უფლება მისცა. სიყვარული რად უნდოდა თუ მისი ყველაზე დიდი ბედნიერება სასჯელი გახდებოდა მისთვის. რად უნდოდა სიყვარული თუ ეს მისი ერთადერთი შვილის ფასად დაუჯდებოდა. მარია გრძნობდა, რომ იმაზე მეტადაც კი უყვარდა ლეონარდი ვიდრე თვითონ მხატვარი უხსნიდა მას, თუმცა შვილის მოწყვეტის ტკივილმა მარიას ყველა გრძნობა შავ ნისლში გახვია. ის იმდენად არაადეკვატური იყო, რომ დაუფიქრებელად და გაუაზრებლად იქცეოდა. ნელი ნაბიჯითა და გაშტერებული თვალებით უახლოვდებოდა აივანს. გადაიხედა და სიმაღლემ თავბრუ დაახვია. მთელი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ, ცნობიერება გააღვიძა, რომელიც ჩქარ კადრებად მოძრაობდა მის გონებაში და ფილმის მსგავსად დაწვრილებით ხედავდა განვლილ გზას. ემანუელის ღიმილიანი და უმანკო სახე არ შორდებოდა თვალთახედვიდან. სურათი გულზე მიიკრა და მოაჯირზე ჩამოჯდა. ამღვრეული მზერა, აჩქარებული გულისცემა, ცრემლიანი თვალები, სულის ტკივილი და თან დიდ სიყვარულზე ფიქრი... მარიამ ამ ყველაფერთან გამკლავება ვერ შეძლო. ცხოვრების ამ გადაულახავ ბარიერს თვალი ვერ გაუსწორა და წამიერმა სისუსტემ მისი არსებობა ტრაგიკულად დაასრულა. მარია ერთ ამოსუნთქვაში გადაეშვა მერვე სართულიდან.
მხატვარი ბართან იჯდა, ვისკის სვამდა და თან ფიქრობდა, თუ რატომ არ გამოჩნდა გოგონა ბარში მთელი კვირის განმავლობაში, „ნუთუ ჩემმა გულწრფელობამ შეაშინა?“ ლეონარდს ათასი კითხვიდან ეს ერთი განსაკუთრებული სიხშირით უტრიალებდა გონებაში. ბარმენი აკვირდებოდა მის ყოველ მიხვრა–მოხვრასა თუ გამოხედვას. შემდეგ მიუახლოვდა და ჰკითხა:
–რატომ ხართ ასეთი დათრგუნული? რა ხანია თქვენს ცხოვრების წესს ასცდით...
ლეონარდი არ ელოდა ბარმენის ყურადღებას და მისი ხმის გაგონებაზე სევდიანი თვალებით ახედა ბარმენს.
–თუ არ გინდათ ნუ მიპასუხებთ, მაგრამ იქნებ შევძლო თქვენი დახმარება, მითხარით რა ხდება? – ბარმენი თითქოს ხვდებოდა მხატვრის დათრგუნვის მიზეზს.
მიულერი ახლა ბარმენის გულზე მიმაგრებულ ლითონის ნაჭერს მიაჩერდა და მისი სახელი ამოიკითხა.
–ადოლფ... თქვენ იცით რა არის სიყვარული? – ისე ჰკითხა ლეონარდმა ბიჭს, ალუმინის ნაჭრისთვის თვალიც არ მოუცილებია, შემდეგ ახედა და მის პასუხს დაელოდა.
–არავინ იცის თუ რა არის ჭეშმარიტი სიყვარული... ან თუ იციან ვერ გადმოსცემენ და ამიტომაცაა სიტყვით ძნელად ასახსნელი. – თავისებურად განუმარტა ადოლფმა.
–შეიძლება ჭეშმარიტი სიყვარული თქვენთვისაა უცნობი და ამოუხსნელი, მაგრამ მე გამიჯნურებული ვარ მარიაზე და ვხვდები ყველაფერზე ვარ წამსვლელი, რომ მარადიული იყოს ეს სიყვარული ჩვენთვის, რომ ვიყოთ ერთად სანამ სიკვდილს არ გავუყრივართ...
–აქ უნდა შეგაწყვეტინოთ. – მართლაც მოურიდებლად შეაწყვეტინა ადოლფმა საუბარი მხატვარს. – მე ვიცი თქვენი გრძნობის შესახებ, რომელიც მარიას მიმართ გაგაჩნიათ, ისიც ვიცი, რომ მთელი ცხოვრების ტანჯვად გადაგექცევათ ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, მაგრამ უიმედოდ ლოდინს აზრი არა აქვს. – თითქოს რაღაცის მინიშნებას ცდილობდა ბარმენი.
–უიმედო? სულაც არ მგონია, რომ სიყვარული უიმედოა, არ ვფიქრობ, რომ მარიას ლოდინს სიტყვა უიმედო შეეფერება. – ვერაფერს მიხვდა ლეონარდი.
–უბრალოდ მიძნელდება აგიხსნათ თუ რა მოხდა სინამდვილეში. – ბარმენი საუბრის გაგრძელებისგან თავს იკავებდა, რადგან ცდილობდა მიულერისთვის ტკივილი არ მიეყენებინა. მან იცოდა თუ რა ძლიერ უყვარდა მხატვარს მარია.
–ვერაფერი გავიგე, იქნებ პირდაპირ მითხრათ სათქმელი... – დაიბნა ლეონარდი და მთელი ყურადღება ბარმენზე გადაიტანა, რადგან ხვდებოდა, რომ ადოლფს მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი რამის თქმა უნდოდა.
ადოლფი ერთხანს ჩუმად იყო და ფიქრობდა საიდან ან, როგორ დაეწყო ამ ყველაფერზე საუბარი. არ უნდოდა მხატვარს რამე სისულელე ჩაედინა მის წინ.
–ერთი კვირის წინანდელი ამბის მოყოლას ვაპირებ. – დროის გაყვანის მიზნით უმნიშვნელო დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას ადოლფი – სახლში ახალი მისული ვიყავი, როცა დედაჩემი ტელევიზორს უყურებდა და თან წუხდა. მეც მივუჯექი, რათა ამის მიზეზი გამეგო, ტელევიზორში ახალგაზრდა ქალის ტრაგედიას გადმოსცემდნენ. მარიას ფოტო დავინახე, თურმე მერვე სართულიდან გადმოვარდა და... ვწუხვარ... - ხმა გაებზარა ადოლფს.
ამის გაგონებაზე ლეონარდს თავზარი დაეცა, თითქოს რაღაც ძალა ქვესკნელში ექაჩებოდა. ყველაფერს წარმოიდგენდა გარდა მარიას გარდაცვალებისა. ბარმენი საუბარს განაგრძობდა, მაგრამ მხატვარს მისი ხმა შორიდან ესმოდა.
ადოლფს ეგონა თუ ამას მიულერს მოუყვებოდა ამით მას დაეხმარებოდა რეალობის აღქმაში. ხვდებოდა, რომ მხატვარმა არაფერი იცოდა. მან გააცნობიერა, რომ მიულერი ამ გაგონილმა შოკში ჩააგდო და ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერზე დაეფიქრებინა, არსებობის სურვილიც კი დაუკარგა მას.
მიუხედავად ყველაფრისა ლეონარდს ერთი წამითაც არ უფიქრია სიკვდილზე. ის დადიოდა ბარში და დილიდან საღამომდე, ან მეორე დილამდე გაუთავებლად სვამდა.
ადოლფი ხედავდა, როგორ იუბედურებდა თავს მხატვარი და ვერაფრით ეხმარებოდა მას. ასე გავიდა რამდენიმე თვე და ლეონარდი მისმა გაუთავებელმა ლოთობამ შეშალა, გააგიჟა.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განთავსებული მიულერი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ, როცა ამ დაწყევლილი დაწესებულებიდან გამოვიდოდა და ჯოჯოხეთს თავს დააღწევდა, მაშინვე მოინახულებდა მარიას საფლავს და მის ქმარს ანგარიშს გაუსწორებდა იმისთვის, რომ მარიას დიდი ტკივილი მიაყენა ბავშვის წართმევით, რამაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა მისი ერთადერთი სიყვარული...
სამ წელზე მეტი გავიდა და ლეონარდის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდებოდა. სულ მთლად შეიშალა და ბოლოს მეტყველების უნარიც კი დაკარგა. ლეონარდი სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა, როცა პირველად დახატა მარია…
მზეკო ჟვანია