უფრო მეტად შემიყვარდი !!!შენს საფლავზე მოვედი და დაგაყარე გულზე ვარდი,
მაპატიე საყვარელო ჩემთვის ჩუმად, რომ მიყვარდი, როგორ მახსოვს თეთრი ღამე ჩემთან სახლში, რომ მოვარდი, ნუთუ აქაც სამოთხიდან ჯოჯოხეთში გადმოვარდი. . . ღაწვებს ცრემლები ხოკავენ, როგორ მინდა, რომ მოგენდო, მთაწმინდიდან გადმოვხედე, სახურავებს თოვლი ედო, კვირაობით მონასტერში გვევლო იქნებ ღმერთს შეენდო, ჩემთან არ ხარ უმიზეზოდ, ბევრჯერ მითქვამს არვის ენდო. . . გვირაბი თუ გაიარე, დაინახე შენ სანთელი, გაგინათებს სამოთხის გზას მისი შუქი და ნათელი, მოგიყვები გულის ნადებს წინ, ხომ არის ღამე მთელი, ვიმედოვნებ, რომ დღეიდან გიმეგობრებს შენ ნათელი. . . მონატრება შემაწუხებს და მეგობრად გამიჩნდება, თეთრი სივრცე და კალამი, მუზაც თურმე ღამით ჩნდება, ტკივილი, რომ გადაგვხდება სევდა მაშინ იბადება, შენთვის ლოცვას წავიკითხავ, ღმერთთან საუბარი ხდება. . . ,,ქრისტე ღმერთო შეისმინე, გაიგონე ჩემი ლოცვა, გთხოვ უფალო არ დასჭირდეს ეკლის გზაზე მუხლით ცოცვა, მას შეუნდე ცოდვები და თუნდაც მე დღეს ძაძა მეცვას, აარიდე ჯოჯოხეთი, არ მინდა, რომ ჯვარზე ეცვას. . . ღმერთო დღეს, ხომ პირველია გთხოვო ვინმეს გადარჩენა, სანამ შენთან მოვიდოდა ვნახე რწმენის აღმოჩენა, ცხოვრების გზას აცდენილმა დღეს ინდომა თავის ჩენა, მითხრა: ძლიერ მერიდება მე ხატის წინ გამოჩენა. . . სიცოცხლის ჟამს სიკვდილამდე თავისუფლად ინავარდა, იმ დღეს ცა, რომ ხმაურობდა და ღრუბელი ჩამოვარდა, დაწყევლილი ფისტოლეტი მისი ხელით, რომ გავარდა, მშობლებს ძაძა ჩააცვა და საიქიოს გადავარდა. . . გთხოვ უფალო მიუტევე ცოდვა მისგან ჩადენილი, სიცოცხლე, რომ მოისწრაფა სამოთხისგან განდევნილი, თან წაიღო სიხარული და ოცნება ახდენილი, გთხოვ უფალო შეიფარე, მისი სულია დევნილი. . . მე თუ არა დედას მაინც შეუსმინე ლოცვა დიდი, ანგელოზი მიუჩინე სამოთხისკენ სულის გიდი, არ მიყვარდეს, ვალდებულად თავს არასდროს არ ჩავთვლიდი, მისი სულის სიკეთისთვის მონასტრებს არ მოვივლიდი. . . ქრისტე ღმერთო შემისმინე, მიუტევე მას ცოდვები, მის საფლავზე დავდივარ და მარმარილოს ვეფერები, მოთქმა–მოთქმით მოდის დედა, მისალმებას ვერიდები, გთხოვ უფალო შემისმინე გაუნათე შავი გზები. . . " ვარდებს გულზე დაგაყრი და ცრემლით სევდას ვეგებები, დილით ადრე ვიღვიძებ და ეკლესიის კართან ვდგები, სანთელს მისთვის ჩუმად ვანთებ, რომ გალობენ მონაზვნები, სანამ მის სულს არ ვუშველი მე იმ დღემდე აქ ვიდგები. . . მახსოვს ერთად, რომ მივედით ეკლესიის ღია კართან, გარდისახა პირჯვარი და ღმერთს შენდობა სთხოვა ხატთან, თავდახრილმა სანთლით ხელში, ყველა ცოდვა, რომ თქვა ჯვართან, ცრემლი ღაწვზე უგორავდა და მოვიდა ისევ ხატთან. . . მაშინ ჩემთვის გავიფიქრე: წარსულ ცოდვებს ინანიებს, რას ველოდი, რომ საფლავზე მივუტანდი ვარდს და იებს, ალბათ ისევ მეხუმრება, ან რაღაცას იხსენიებს, აი ასე ვცდებოდი და ახლა დარდებს ვატან ფიქრებს. . . ღმერთს შენდობას სთხოვდა თურმე მომავალი სასჯელისთვის, ეკლესიას მოაკითხა ვაი დარდის სათქმელისთვის, ტკივილს გულში ინახავდა იმ დღის წითლად შეღებვისთვის, მიტევებას სთხოვდა უფალს მომავალი ცოდვებისთვის. . . გამოვედით შემომხედა დავინახეთ უკვე არ თოვს, მადლობაო ჩუმად მითხრა, დღეს ის წამი როგორ მახსოვს, სინანულით გამიღიმა, რაც მე ასე ძლიერ მათრობს, მითხრა: გულით მიყვარხარო, მთხოვა: დარდი ნუ დაგათოვს. . . მაშინ მართლა ვეღარ მივხვდი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მიყვარხარო, როცა მითხრა არც მიკითხავს მე ფიქრები, თურმე ბოლო დღე ყოფილა, არც გვათოვდა ჩვენ ფიფქები, შეისუნთქა თებერვლის თვე, მითხრა: ასე მეც გავქრები. . . მის საფლავზე მივედი და დავაყარე გულზე ვარდი, ჩემთვის ჩუმად ვუჩურჩულე, ,,უფრო მეტად შემიყვარდი, ტკივილი ხარ და ღაწვებზე თბილ ცრემლებად ჩამოვარდი, დღეს უბრალოდ გაგიმხილე ისევ ისე, რომ მიყვარდი. . ." . . .2012 წელი. . .22 თებერვალი. . .05:48 სთ. . . |