მარადიული მონატრება
|
დედის ,,ნანა“ეს საამო თბილი ,,ნანა“
უფლის ჩუმი სევდა, თან დამყვება ლოცვის დარად საყვარელო დედა. მონატრება აგულმზევებს, შენს უშორეს თვალებს, ღამეები დარდის წილად მირაზავენ კარებს... ,,ნანა“ სულის ტკივილია და ცრემლების განცდა, აღარ ამცდა უშენობა, მართლაც აღარ ამცდა. ხსოვნის კადრებს ფირებივით თან მისდევენ გზები, ძილთაშორის ბლანდაობენ უსასრულოდ ხმები. იმ მარადი სიყვარულის ფიცივით, რომ მსდევდა, მენატრები, მეთბილები ოცნებებად დედა! |
რვა
|
დამრჩები ხატადისეთს რას დავეძებ ყველას, რომ ვკარგავ?!
ალბათ მოგონება დამრჩება მარად. შენი სიყვარული მიმყვება კარად, ისეთს რას დავეძებ ამდენს, რომ ვკარგავ?! მხოლოდ შენ დაგეძებ და შენვე გკარგავ, შენი სურათები დამრჩება ხატად, შენზე მოგონებებს მოვყვები სადღაც, შენი მონატრებით დავდივარ ახლაც, შენი სიყვარული ჩემშია მარად, ისეთს რას დავეძებ ყველას, რომ ვკარგავ?! |
შენთვის ვტირი დედ
იცი, რატომ ვტირი?
შენ, რომ არ ხარ, დედა იცი, რატომ ვტირი? შენ, რომ ვეღარ გხედავ, იცი, რატომ ვტირი? გნატრობ! სად ხარ ნეტავ? მომენატრა დედა შენი ტბილი ცქერა. ჩემს ცრემლიან თვალებს ვინ გაუგებს ნეტავ? შენს სიყვარულს დედა გულში ვიტევ ეხლაც. მომენატრა დედა შენი თბილი მზერა, როცა მოვალ შენთან არ დაგტოვებ! გჯერა? მომენატრა მე კვლავ დედის ტკბილი მღერა, შენზე კარგი დედა არვინ არ მყავს ქვეყნად, მე იმიტიმ ვტირი, შენ, რომ ვეღარ გხედავ... |
დაგელოდები დედაკვლავ გელოდები ვარდებით ხელში
და გელოდები ფიქრების თქეშით, ნიავმა ისევ იმღერა მთებში, გაიზუზუნა შენს ლამაზ ყელში... მე გელოდები თუნდსაც ტიტებით, სისხლისფერ ცვრად, რომ მადნება ხელში, დაგელოდები ისევ იმედით სადაც ნიავი გაგივლის თმებში... ისევ მარტო ვარ, ნუთუ დამშორდი, დაუმეგობრდი იმ მიწას, ბნელში, შებინდებისას ნუთუ გამოჩნდი, ისევ დაგხვდები ვარდებით ხელში... მომლანდებია შენი ხატება ბნელში, ცივ ქვაზე გამოსახული, ნუთუ ოცნება ჩემი ახდება და ისევ გნახავ გამოპრანჭული... ვდგავარ საფლავთან, იქ, სადღაც ბნელში, ტიტები ისევ მადნება ხელში, დაგეჩოქები ყვავილით მკერდში, დაგელოდები დედა იმ მთებში... |
შენზე დარდებიცხარე ცრემლებით დავხატავ წარსულს
და მოგონებებს გადავშლი ქარში, ეს მარტოობაც დატანჯავს ნაზ სულს, ეულად ყოფნა, რომ გიწევს ცაში... დედა, უშენოდ მაკლია ლოცვა, სულს დავიფიცებ სანატრელს შენსას, ვეღარ გავბედე საფლავზე მოსვლა და დარდიანი დავდივარ დღესაც... ცივ წყალს დაგასხამ გულზე არაგვის, ფოთლებს ამღერებს ქარში ჭადარი, შენით სიბრალულს არ ვთხოვ არავის, რომ შენი მსგავსი არსად არ არის... |
მიქელანჯელო, გალაკტიონი, გრანელი. . .
|
გრძნობები წამომცდა
უშენოდ მომიწევს ისევ ბოდიალი,
წარსულის დღეებმა დაღმით ჩაიარა,
ჩემს სულში გრძნობებმა იწყეს ძრომიალი,
შენმა სიყვარულმა აღარ გამიარა...
ჩემში ისევ მოკვდა შენი ამბიცია,
ოცნების ღრუბლიდან ერთად დავეშვებით,
დიდი სიყვარული უკვე განმიცდია,
ცრემლებს ვაგროვებდი თბილ მუჭში პეშვებით...
მე ვერ მივატოვე ლექსად ბოდიალი,
რადგან ჩავაბარე ჩემს გულთან გამოცდა,
მინდა მომიტევო შენში ძრომიალი,
რომ მე შენ მიყვარხარ და ლექსად წამომცდა...
წარსულის დღეებმა დაღმით ჩაიარა,
ჩემს სულში გრძნობებმა იწყეს ძრომიალი,
შენმა სიყვარულმა აღარ გამიარა...
ჩემში ისევ მოკვდა შენი ამბიცია,
ოცნების ღრუბლიდან ერთად დავეშვებით,
დიდი სიყვარული უკვე განმიცდია,
ცრემლებს ვაგროვებდი თბილ მუჭში პეშვებით...
მე ვერ მივატოვე ლექსად ბოდიალი,
რადგან ჩავაბარე ჩემს გულთან გამოცდა,
მინდა მომიტევო შენში ძრომიალი,
რომ მე შენ მიყვარხარ და ლექსად წამომცდა...
ვიცი ინანებ!
გთხოვ დღეს გრძნობისგან ნუ დაიცლები,
ეს გულგრილობა რა ცივად მათოვს,
ერთხელ გაფანტე შავი ნისლები,
წარსული კარგი, რომ იყო მახსოვს...
მალე მოხვალ და მთხოვ პატიებას
და გაიხსენებ ჩვენს დიდ სიყვარულს,
ნუ შეეცდები ნურც ატირებას,
დროც გაუვიდა უკვე სინანულს...
როგორ უეცრად ჩამოწვა სევდა,
რომ მაწერინებს ცრემლებით სტრიქონს,
უსასრულო დროს წამება ერქვა
და დამამგვანა მე პოეტს თითქოს...
ეს გულგრილობა რა ცივად მათოვს,
ერთხელ გაფანტე შავი ნისლები,
წარსული კარგი, რომ იყო მახსოვს...
მალე მოხვალ და მთხოვ პატიებას
და გაიხსენებ ჩვენს დიდ სიყვარულს,
ნუ შეეცდები ნურც ატირებას,
დროც გაუვიდა უკვე სინანულს...
როგორ უეცრად ჩამოწვა სევდა,
რომ მაწერინებს ცრემლებით სტრიქონს,
უსასრულო დროს წამება ერქვა
და დამამგვანა მე პოეტს თითქოს...
* * *
ამაღამ ცას, რომ ვარსკვლავი მოსწყდეს
და შეამჩნიო შენ ის ჩემს ნაცვლად,
აღარ იფიქრო მე, რომ დღეს მომკლეს,
შენ ჩემი დარდი აღარც გაქვს ალბათ...
წვიმის წვეთები მეხება ცივად,
სიბნელეს მთვარე ანათებს მხოლოდ,
ბუნებას ახლა ღრმა ძილით სძინავს
და ჩამოვჯდები ბილიკის ბოლოს...
წამით განათდა და ვნახე წყარო,
თავს არ მივეცი დალევის ნება,
ჩემს სულში ახლა დარდები ხარობს
და შენი ჩრდილი არის ოცნება...
ამაღამ თვალს, რომ ცრემლები მოსწყდეს
ვიფიქრებ, რომ შენ ჩემთან ხარ ვითომ,
თუ გამიხსენებ იცოდე მომკლეს,
დაგესიზმრები ამაღამ თვითონ!...
და შეამჩნიო შენ ის ჩემს ნაცვლად,
აღარ იფიქრო მე, რომ დღეს მომკლეს,
შენ ჩემი დარდი აღარც გაქვს ალბათ...
წვიმის წვეთები მეხება ცივად,
სიბნელეს მთვარე ანათებს მხოლოდ,
ბუნებას ახლა ღრმა ძილით სძინავს
და ჩამოვჯდები ბილიკის ბოლოს...
წამით განათდა და ვნახე წყარო,
თავს არ მივეცი დალევის ნება,
ჩემს სულში ახლა დარდები ხარობს
და შენი ჩრდილი არის ოცნება...
ამაღამ თვალს, რომ ცრემლები მოსწყდეს
ვიფიქრებ, რომ შენ ჩემთან ხარ ვითომ,
თუ გამიხსენებ იცოდე მომკლეს,
დაგესიზმრები ამაღამ თვითონ!...
მაპატიე
მაპატიე დარდიანი სტრიქონები,
ჩემი გრძნობა თბილ სიტყვებად დავაბნიე,
შენს სიყვარულს მე ცრემლებად ვიგონებდი,
ჩემი დიდი ოცნებები მაპატიე...
მაპატიე თბილი სიტყვა თუ გითხარი
მაგრამ გრძნობა გულში ვეღარ დავატიე,
მე თვალებში ცრემლის მორევს არ შევხარი,
წარმოთქმული სადღეგრძელო მაპატიე...
მაპატიე დარდიანი სათქმელი და
შენზე ფიქრში ღამე თეთრად გავათიე,
მაპატიე დღევანდელი წამები და
ჩემი დიდი სიყვარული მაპატიე...
ჩემი გრძნობა თბილ სიტყვებად დავაბნიე,
შენს სიყვარულს მე ცრემლებად ვიგონებდი,
ჩემი დიდი ოცნებები მაპატიე...
მაპატიე თბილი სიტყვა თუ გითხარი
მაგრამ გრძნობა გულში ვეღარ დავატიე,
მე თვალებში ცრემლის მორევს არ შევხარი,
წარმოთქმული სადღეგრძელო მაპატიე...
მაპატიე დარდიანი სათქმელი და
შენზე ფიქრში ღამე თეთრად გავათიე,
მაპატიე დღევანდელი წამები და
ჩემი დიდი სიყვარული მაპატიე...
ნუღარ დამიწყებ ახსნას ყურმილით!...
მებლანდებოდნენ შენზე ფიქრები,
მელანდებოდი, როგორც სამყარო,
სხვებზე საბრალო მაშინ ვიქნები,
ღმერთმა ერთმანეთს, რომ არ გაგვყაროს...
დარდმა შეცვალა თეთრი ფერები,
ბედნიერება გვერქვა ჩვენ ერთ დროს,
არც მოვდივარ და არც გეფერები,
როგორ გგონია, მოვალ? - არასდროს!...
გულს მიმძიმებენ ცივი ლოდები,
დღეს უსასრულოდ ვარ დაბნეული,
არ დავბრუნდები, ნუ მელოდები,
შორ გზას გავყურებ სულით ეული...
ცას შეაწმინდე ისევ ხელები,
ჩემთან მოხვედი და ითხოვ სითბოს,
დამიდარაჯდნენ შენი ცრემლები
და გაგიწვიმდა თვალებში თითქოს...
თუკი ამ დრომდე ფრთხილად მოვედით,
დღეს რად პასუხობ კითხვებს დუმილით,
ტკივილს ჩემს გულში ვიხშობ იმედით,
ნუღარ დამიწყებ ახსნას ყურმილით!...
მელანდებოდი, როგორც სამყარო,
სხვებზე საბრალო მაშინ ვიქნები,
ღმერთმა ერთმანეთს, რომ არ გაგვყაროს...
დარდმა შეცვალა თეთრი ფერები,
ბედნიერება გვერქვა ჩვენ ერთ დროს,
არც მოვდივარ და არც გეფერები,
როგორ გგონია, მოვალ? - არასდროს!...
გულს მიმძიმებენ ცივი ლოდები,
დღეს უსასრულოდ ვარ დაბნეული,
არ დავბრუნდები, ნუ მელოდები,
შორ გზას გავყურებ სულით ეული...
ცას შეაწმინდე ისევ ხელები,
ჩემთან მოხვედი და ითხოვ სითბოს,
დამიდარაჯდნენ შენი ცრემლები
და გაგიწვიმდა თვალებში თითქოს...
თუკი ამ დრომდე ფრთხილად მოვედით,
დღეს რად პასუხობ კითხვებს დუმილით,
ტკივილს ჩემს გულში ვიხშობ იმედით,
ნუღარ დამიწყებ ახსნას ყურმილით!...
კოშმარი
თავბრუს დაგახვევ ისევ ძილივით,
დაგიმძიმდება ქუთუთოები,
სიზმარში მნახავ კარგო ღიმილით,
რომ დაგესევა მუხლუხოები...
გაგეღვიძება აქოშინებულს,
სუნთქვას გიხშირებს, ეს კოშმარია,
ცივ ოფლს დაგასხამს და შეშინებულს,
ვერ დაგამშვიდებს ღამის არია...
ლურჯად შეღებავს ცას ალიონი,
დასთმე როგორმე შენი სიყალბე,
აზრებს გაფანტავს მღვრიე რიონი,
სხვას არაფერს გთხოვ, მხოლოდ გიყვარდე...
ზღვას გაექეცი, რიონს მდინარეს,
ტბასთან მიხვედი, როგორც სტუმარი,
ვერ გაექცევი ვერსად სიმართლეს,
ნუღარ იდგები ასე მდუმარი...
დაგიმძიმდება ქუთუთოები,
სიზმარში მნახავ კარგო ღიმილით,
რომ დაგესევა მუხლუხოები...
გაგეღვიძება აქოშინებულს,
სუნთქვას გიხშირებს, ეს კოშმარია,
ცივ ოფლს დაგასხამს და შეშინებულს,
ვერ დაგამშვიდებს ღამის არია...
ლურჯად შეღებავს ცას ალიონი,
დასთმე როგორმე შენი სიყალბე,
აზრებს გაფანტავს მღვრიე რიონი,
სხვას არაფერს გთხოვ, მხოლოდ გიყვარდე...
ზღვას გაექეცი, რიონს მდინარეს,
ტბასთან მიხვედი, როგორც სტუმარი,
ვერ გაექცევი ვერსად სიმართლეს,
ნუღარ იდგები ასე მდუმარი...
ვცდილობ დაგივიწყო
ისევ სიჩუმე გამიფანტავს ლამაზ ოცნებას,
და მთვარის შუქი ოთახის ჩრდილს თეთრად შეღებავს,
მე სიმარტოვე არ მახარებს, არ მაძლევს ნებას,
შენზე ვფიქრობ და დარდიანი ფიქრები მტანჯავს...
არ გათენდება, ჩემთვის, ღამე არ გაფითრდება,
არ დაამშვენებს დღეს ლაჟვარდი, ცას ალიონი,
თავს დავირწმუნებ, რომ ამაღამ არ გათენედება,
ნუთუ წალეკავს ჩვენს სიყვარულს ტალღა რიონის...
ფანჯრის მინაზე მთვარის შუქი კვლავ ირეკლება,
სევდას ვერ ვუძლებ, ვგრძნობ აღარ ვარ უკვე ძლიერი,
ვეცადე, მაგრამ ჩემი გრძნობა აღარ ნელდება,
ვერ მოგატყუებ, ვერ ვიქნები შენთან ცბიერი...
და მთვარის შუქი ოთახის ჩრდილს თეთრად შეღებავს,
მე სიმარტოვე არ მახარებს, არ მაძლევს ნებას,
შენზე ვფიქრობ და დარდიანი ფიქრები მტანჯავს...
არ გათენდება, ჩემთვის, ღამე არ გაფითრდება,
არ დაამშვენებს დღეს ლაჟვარდი, ცას ალიონი,
თავს დავირწმუნებ, რომ ამაღამ არ გათენედება,
ნუთუ წალეკავს ჩვენს სიყვარულს ტალღა რიონის...
ფანჯრის მინაზე მთვარის შუქი კვლავ ირეკლება,
სევდას ვერ ვუძლებ, ვგრძნობ აღარ ვარ უკვე ძლიერი,
ვეცადე, მაგრამ ჩემი გრძნობა აღარ ნელდება,
ვერ მოგატყუებ, ვერ ვიქნები შენთან ცბიერი...
გათენდება
მალე ალბათ დილა სხივებს დააფრქვევს და
სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,
განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და
რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...
ვხედავ სულში რა უეცრად გამიწვიმდა
სევდამ მძლია და გრძნობები გამიღვივდა,
დრო მოვიდა და ფოთლებიც ჩამოცვივდა
სუსხი ნელა შემეპარა და აცივდა...
ბებერი ჭადრები ისევ ფიქრდებიან
დარდით დახუნძლული აღმართს ავუყვები,
თან ვხედავ ღრუბლები ისევ იყრებიან
მეც დაფიქრებული ჩემს გაზას გავუყვები...
გრძნობას მეფიცება, ეს შენი გულია,
მარწმუნებ ჩემს სულში დღემუდამ მზეაო,
თვალს ცრემლი ედება, ეს სიყვარულია,
შენ სულ სხვას მიმტკიცებ, ეს სიბერეაო...
ცისკენ ისევ აიზიდავს დილა მტრედებს,
და იმღერებს სიკვდილის წინ თეთრი გედი
ვარდი ისევ ამიმხედრებს წყენით ეკლებს
რა ვქნა ალბათ ასეთია ჩემი ბედი...
მალე ალბათ დილა სხივებს დააფრქვევს და
სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,
განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და
რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...
სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,
განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და
რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...
ვხედავ სულში რა უეცრად გამიწვიმდა
სევდამ მძლია და გრძნობები გამიღვივდა,
დრო მოვიდა და ფოთლებიც ჩამოცვივდა
სუსხი ნელა შემეპარა და აცივდა...
ბებერი ჭადრები ისევ ფიქრდებიან
დარდით დახუნძლული აღმართს ავუყვები,
თან ვხედავ ღრუბლები ისევ იყრებიან
მეც დაფიქრებული ჩემს გაზას გავუყვები...
გრძნობას მეფიცება, ეს შენი გულია,
მარწმუნებ ჩემს სულში დღემუდამ მზეაო,
თვალს ცრემლი ედება, ეს სიყვარულია,
შენ სულ სხვას მიმტკიცებ, ეს სიბერეაო...
ცისკენ ისევ აიზიდავს დილა მტრედებს,
და იმღერებს სიკვდილის წინ თეთრი გედი
ვარდი ისევ ამიმხედრებს წყენით ეკლებს
რა ვქნა ალბათ ასეთია ჩემი ბედი...
მალე ალბათ დილა სხივებს დააფრქვევს და
სიყვარული დროს ხანმოკლედ გააჩერებს,
განთიადი გრძნობას სახელს დაარქმევს და
რად დავდუმდი?-შენზე ფიქრი გამაჩერებს...
ნუთუ შენში მხოლოდ ქალია!
ზღვას მოევლინე ურჩხულივით და ხარ ქალღმერთი,
რა შეუპოვრად ერთდებიან შენთან ტალღები,
თან მედიდურად იწყვეტ ალერსს, ხარ ერთადერთი,
ტალღებს მიაპობ, გესალმება ჭაღარა მთები...
დგახარ გზაზე და კანკალებენ შიშით ტრასები,
აწყვეტილ ალერსს გადათელვის ჟინით მოიკლავ,
შენ ხარ უკვდავი და მარადჟამს ასე დარჩები,
ჯერ არც მთავრდება, არც კი იცი დრო რას მოიტანს...
ბოლო იმედი არასოდეს მოგიკლავს გულში,
შენი ცხოვრების თანამგზავრი ალბათ ქარია,
ლამპარი მუდამ იციმციმებს შენს ლამაზ სულში,
ვერ დავიჯერებ, ნუთუ შენში მხოლოდ ქალია!
რა შეუპოვრად ერთდებიან შენთან ტალღები,
თან მედიდურად იწყვეტ ალერსს, ხარ ერთადერთი,
ტალღებს მიაპობ, გესალმება ჭაღარა მთები...
დგახარ გზაზე და კანკალებენ შიშით ტრასები,
აწყვეტილ ალერსს გადათელვის ჟინით მოიკლავ,
შენ ხარ უკვდავი და მარადჟამს ასე დარჩები,
ჯერ არც მთავრდება, არც კი იცი დრო რას მოიტანს...
ბოლო იმედი არასოდეს მოგიკლავს გულში,
შენი ცხოვრების თანამგზავრი ალბათ ქარია,
ლამპარი მუდამ იციმციმებს შენს ლამაზ სულში,
ვერ დავიჯერებ, ნუთუ შენში მხოლოდ ქალია!