მიწიდან ცამდე
ტკივილი ყოველთვის არის რაღაცის დასაწყისი ან დასასრული... წარმოუდგენელი მომავალი უფროა ვიდრე აწმყოს გააზრება. ნათქვამია რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო, მართალიცაა... უფრო წარმოუდგენელი საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრებაა. იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურ დღესასწაულად აქციონ. გვანებივრებენ თანადგომითა და სიყვარულით სავსე დღეებით. არ ერიდებიან ჩვენს გამხნევებას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, უნდათ გამუდმებით ღიმილიანი და ნათელი მზერით შევხედოთ მათ. საოცარია, როგორ შეუძლიათ მათ ჩვენი დარდით დამძიმებულ გულში ტკივილი შეამსუბუქონ და ჩვენს სულს მოეფერონ მთელი სინაზით. ვიღაც გამოცდილს ისიც კი უთქვამს, რომ ყველაფერი დაკარგვის შემდეგ ფასდება. ასეა, რადგან ვერავის ვაფასებთ მაშინ, როცა ჩვენს გვერდით არიან, როცა ყველანაირად ცდილობენ დაგვანახვონ სიყვარული და გულწრფელობა, როცა ყოველგვარ ნიღაბს იხსნიან და საოცარი გულწრფელობით გვთავაზობენ ერთგულებას, გვჩუქნიან სიყვარულს, ვერ ვამჩნევთ მათ უბოროტობას მათი არსებობის პერიოდში, ხოლო როცა ვხედავთ ან ვხვდებით, რომ ისინი დავკარგეთ სწორედ მაშინ იღვიძებს ჩვენში სინანულის გრძნობა და მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი ყოფილან ისინი ჩვენთვის.
* * *
ღრუბლებს შუბლი შეეკრათ, ცაც თითქოს ტირილს აპირებდა, მზე კარგა ხანია აღარც კი გამოჩენილა. ქარიშხლის გმინვა ფანჯრის მიღმა ოთახში გატრუნულ მეგობრებს მყუდრო გარემოს ურღვევდა. ცამ თითქოს ჩანაფიქრი განახორციელაო, რამდენიმე წამში ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთები ახმაურდნენ. წვიმა ხშირად ცვლის განწყობას, გამონაკლისი არც ახლა დაუშვია, მეგობრები უფრო მძაფრად დათრგუნა და ისედაც სევდანარევი საუბარი მეტად დარდიან ნოტაზე განაგრძეს.
– არ მეგონა ჩემს წასვლამდე თუ გაწვიმდებოდა... – თინა წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
– მაგრამ გაწვიმდა... – მართას გამუდმებით დაბნეული მზერა გაურკვეველ სივრცეს ავსებდა.
ალბათ სიჩუმე ორივეს სიამოვნებდა. თინა ფანჯარას არ შორდებოდა, მინებზე წვიმის წვეთების ვნებიან ცურვას ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხმაურით ეხეთქებოდნენ წვეთები ფანჯრის მინებს და როგორი სინაზით მიემართებოდნენ დაღმით.
– როგორ სწრაფად იქცა ყველაფერი ტკბილ მოგონებად... – მართას ხმაში სინანული შეეპარა. – ცუდია რომ საყვარელი ადამიანის არსებობის პერიოდში ვერ ვაფასებთ მის სიყვარულსა და თანადგომას. თვალი მხოლოდ იმაზე გვიჭირავს იქნებ რამე შეეშალოს ან დააშავოს, რომ მერე ვუსაყვედუროთ. თუ რამეს გვაწყენინებენ მაშინვე სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობთ ნებისმიერი გზით. საოცარი ის კი არა არის ვის როდის რა დაემართება მოულოდნელად, საოცარი ის უფროა ვინ როდის მიხვდება საკუთარ შეცდომებს და ექნება თუ არა აზრი მათ გამოსასწორებლად ზრუნვას. – მართამ წამოდგომა და თინასთან მისვლა სცადა, მაგრამ როგორცკი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა საწოლის კიდეს გაჰკრა ფეხი და საწოლზე დაყრდნობით გადაურჩა წაქცევას.
– რატომ არ მითხარი თუ ადგომა გინდოდა, მოვიდოდი და დაგეხმარებოდი. – მზრუნველობის სითბოთი უთხრა თინამ მეგობარს.
– არაფერია, უბრალოდ რამდენიმე წამით ვიფიქრე, რომ მეც შემეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება, მეგონა ეს ოთახი უკვე ზეპირად ვიცოდი, არაუშავს. – მართას ჩაეღიმა და დამნაშავესავით ისევ მის ადგილას დაჯდა.
– მართა ნუ იდანაშაულებ თავს ყველაფერში, უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ რაც შენს თავს ხდება შეიძლება დროებითი იყოს და მხედველობა მალე დაგიბრუნდეს. – თითქოს დამშვიდება სცადა, მაგრამ...
– თინა ნუ ცდილობ სხვანაირად დამანახვო ყველაფერი, მირჩევნია რეალობას შევეგუო და გავითავისო, რომ არასოდეს დამიბრუნდება თვალის ჩინი, ეს არის მკა იმ მოსავლისა, რომელიც წარსულში დავთესე...
თინამ ხმა ვერ ამოიღო, ვერ მოძებნა საპასუხო სიტყვები და ყველაფრის თავიდან ბოლომდე მოყოლა შესთავაზა, იფიქრა, რომ იქნებ ამით მაინც შეუმსუბუქდებოდა ის დიდი ტკივილი, რაც მას ასე ძლიერ აწუხებდა.
– რატომ ამბობ ამას? – გაუკვირდა თინას. – რატომ ფიქრობ, რომ წარსულის შეცდომებზე აწმყო გაგებინებს პასუხს? – დაინტერესდა თინა.
– ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ დღეს არა. – თითქოს მძიმე და სერიოზულ თემაზე საუბარს თვი აარიდა მართამ.
– კარგი, მაშინ იმაზე ვისაუბროთ ყველაფერი როგორ დაიწყო. – თინა მიხვდა რომ ამ თემაზე საუბარს შეიძლება მართა ცოტათი მაინც გაემხიარულებინა. – გახსოვს ის დღე როცა ილია პირველად ნახე? – ღიმილით ჰკითხა თინამ.
– არასოდეს, არასოდეს გაქრება ჩემი მეხსიერებიდან ის ლამაზი, ემოციებით სავსე დღე.
– გინდა ყველაფერი მომიყვე? – პატარა ბავშვივით ექცეოდა თინა მეგობარს, თითქოს მართას ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ცდილობდა.
– ჩემს მამიდაშვილს დიტოს, დაბადების დღე ჰქონდა, არ ვიცი საიდან მაგრამ ილიაც მანდ იყო, ვნახე თუ არა მაშინვე ვიფიქრე, რომ სწორედ ესეთ ბიჭს ვინატრებდი ჩემს გვერდით. მერე ყველაფერი თავისით აეწყო, ხშირად მიწევდა მისი ნახვა, თურმე ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, ის იურიდიულ ფაკულტეტზე იყო მე კი – ეკონომიურზე.
– კი მაგრამ შენ ხომ იურისტი ხარ? – გაიკვირვა თინამ.
– ვარ, მაგრამ მე ილიას გაცნობამდე ვსწავლობდი ეკონომიურზე, მერე როცა დავახლოვდით და მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა შემომთავაზა, რომ მეც იურისტი გამოვსულიყავი, რადგან მერე სადმე ერთად დაგვეწყო მუშაობა. – აუხსნა მართამ. – ,,ჩვენ სულ ერთად უნდა ვიყოთ“– ო მეუბნებოდა. – მართას ცრემლებით აევსო თვალები.
– მერე? უნივერსიტეტი რომ დაამთავრეთ აიხდინეთ ოცნება? – თითქოს ამ კითხვით სევდიანი აურის განმუხტვა სცადა თინამ.
– ვერა, ილია ჯარში გაიწვიეს...გაიწვიეს და აღარ დამიბრუნეს... – ვეღარ მოითმინა და ატირდა, ქვითინებდა და თან თინას სთხოვა მისი ბალიშის ქვემოდან ილიას სურათი გამოეტანა. – ამას ახლა ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ. ეს მაშინ გამომიგზავნა, როცა ჯარში ახალი წასული იყო და ჯარის ფორმით პირველად გადაიღო სურათი, ნახე უკან წარწერაც უნდა ჰქონდეს: ,,ჩემს დიდ სიყვარულს, მართას“ – მაშინ, როცა ვხედავდი მეხსიერებაში ამ სურათზე გამოსახული ილია კარგად ჩამებეჭდა, ისე, რომ იმ წამიდან ვიცოდი არასოდეს ამოვარდებოდა გონებიდან. როცა ჯარიდან პირველად დაბრუნდა სახლში 2 დღით, მაშინვე ჩემს სანახავად გამოქცეულა, მაგრამ მე იმდენად ნაწყენი ვიყავი მის მშობლებზე, რომ ილიაზე ვიყრიდი ჯავრს. რაც ილია ჯარში წავიდა მისი მშობლები გამუდმებით მაკვირდებოდნენ აბა სად წავიდოდი, ვინ მოვიდოდა ჩემთან და ვის დაველაპარაკებოდი ან მივესალმებოდი ქუჩაში. ერთხელაც ჩემი მამიდაშვილი მოვიდა ჩემთან და დიდი ხანი იყო, მერე თავის ძმაკაცს დაურეკა და უთხრა: ,,მართა და მე კინოში ვაპირებთ წასვლას და წამოხვალ?“ – ო. ისიც დათანხმდა და სამივე წავედით. მერე დიტოს დაურეკეს და წავიდა, მე და ვაკომ ფილმის ყურება განვაგრძეთ და როგორცკი ფილმი დასრულდა სახლში წასვლა დავაპირე, ვაკომ გაცილება შემომთავაზა, მითხრა: ,,გვიანია, ღამე მარტო სიარული კი საშიშია და სახლში მიგაცილებ თუ ნებას დამრთავ.“ – ო. საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, ილიასაც კარგად იცნობდა ვაკო და ვიფიქრე: ,,დიტოს და ილიას მეგობარია და არამგონია ვინმემ სხვანაირად გაიგოს თუ სახლამდე მიმაცილებს“ – თქო. რას ვიფიქრებდი თუ ეს ამბავი ილიას მშობლების ყურამდე მიაღწევდა და ისინიც სხვანაირად იფიქრებდნენ.
– კი მაგრამ ვინ ეუბნებოდა ამ ყველაფერს ილიას მშობლებს? – ცნობისმოყვარედ იკითხა თინამ.
– არ გაუჭირდებოდათ ყველაფრის დაწვრილებით გაგება. – თითქოს ირონიანარევი პასუხი გასცა მართამ მეგობარს. – ილიას ძმას თურმე ჩემი მეზობელი ჰყოლია ცოლად, მეხუთე სართულზე რომ გაგნიძეები ცხოვრობენ გეცოდინება, იმ ოჯახის შვილი. მეც მაშინ გავიგე, როცა ილია ჯარიდან 2 დღით გამოუშვეს და მისაყვედურა ვაკოს ზედმეტი ყურადღება. – მართას ეტყობოდა წყენა ჯერაც არ გადასვლოდა. – საყვედურსაც გააჩნია, ჩემს სიყვარულში და ერთგულებაშიც ეჭვი შეიტანა. მეწყინა, თან ძალიან. ისედაც ვკამათობდით და როცა მისი ეჭვები დაემატა ჩვენს საუბარს ვიჩხუბეთ კიდევაც, ხომ იცი როგორც ხდება, როცა არცერთი მხარე არ თმობს, როცა ორივე თავის პრინციპს ჯიუტად იცავს. წავიდა, გაბრაზებული იყო. მეც არანაკლებ. ის იმაზე ბრაზობდა, ვაკოსთან ერთად კინოში რომ წავედი და მერე სახლში მომაცილა. მე კიდევ იმაზე გავუბრაზდი, რომ მისი მშობლები ასე უნდობლად იყვნენ ჩემს მიმართ განწყობილნი და თან ჩემს სიმართლეში ეჭვი ეპარებოდა და თითოეულ სიტყვას ისე უსმენდა თითქოს ჩემს საუბარს აზრი არ ჰქონდა. წავიდა და მითხრა, რომ როცა რამდენიმე თვის შემდეგ სახლში მეორედ გამოუშვებდნენ ჩემი ნახვის სურვილი არ ექნებოდა. მეც არვიცი სიამაყემ მძლია თუ რა, მაგრამ მეც ვუთხარი: ,,არ მადარდებს იმ ადამიანს, რომელიც სიყვარულს მეფიცება და თან ჩემში ეჭვი ეპარება მოუნდება თუ არა ჩემი ნახვა. უბრალოდ იცოდე, რომ როცა გაარკვევ რა მოხდა სინამდვილეში და პატიების სათხოვნელად დაბრუნდები ჩემთან, მე აღარ მიგიღებ, რადგან არ მინდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან გავატარო, რომელსაც შეიძლება პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩემში ეჭვი შეეპაროს, ახლა კი კარგად!“ – თქო. გაშეშდა, ვერაფერი მითხრა, მინდოდა მაგ დროს ჩემი სიტყვები უკან წამეღო, მაგრამ ვიფიქრე: ,,ახლა თუ დავთმობ, მომავალშიც ექნება მსგავს სიტუაციებში ჩემი უკან დახევის იმედი.“ – მეთქი და არაფერი მითქვამს მისთვის, ისე წამოვედი არც გამოვმშვიდობებივარ.
– მას მერე არ გინახავს? – თინას უნდოდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე გაეგო. – ამ ყველაფერს რომ ვისმენ მგონია ფილმს ვუყურებ. – თინას ჩაეღიმა.
– ცხოვრებაც ხომ ერთი საინტერესო ფილმის ნახვაა... – მართამ ისევ რაღაცაზე გააშეშა თვალი და წამწამებზე სისველე შეამჩნია თინამ.
თინამ შეამჩნია მეგობრის თითქოს შეუმჩნეველი ტირილი. ასე ხდება როცა წარსულზე საუბრობ, მითუმეტეს თუ ეს წარსული ამდენ სევდასა და დარდს ინახავს. თინა ხმას არ იღებდა, რადგან არ უნდოდა მართას მისი ტირილისგან ხმაგაბზარული საუბარი მოესმინა. ასე ჩუმად ისხდნენ რამდენიმე წამი, შემდეგ თინა წამოდგა და მეგობარს გამოემშიდობა.
– უკვე აღარ წვიმს, მე წავალ.
– ალბათ ჩემი ტკივილიანი საუბრით დაგღალე... – ღრმად ამოისუნთქა მართამ.
– ეგ მეორედ აღარც კი გაიფიქრო, რამდენი საათია ვსაუბრობთ, სულ გადამავიწყდა, რომ სახლში უნდა წავიდე, მელოდებიან, ინერვიულებენ... – აუხსნა თინამ.
– ჰო, მართალი ხარ... – მართამ თითქოს მეგობრის ნათქვამი დაიჯერა... (არადა თინა მართალს ეუბნებოდა). – არ დაიკარგო როგორც გჩვევია ხოლმე, ხშირად მოდი...
– რამდენიმე დღეში გამოგივლი ისევ... – დააიმედა თინამ – ხშირად დაგირეკავ და ვისაუბროთ ხოლმე.
– კარგი, მაშინ დროებით... – გაუხარდა მართას...
თინამ მართა გადაკოცნა და კიდევ ერთხელ გამოემშვიდობა. დარჩა მართა საკუთარ თავთან მარტო, ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მთელმა სამყარომ ზურგი აქცია, თითქოს დინების საწინააღმდეგოდ უწევდა ცურვა. ცდილობდა არ ეფიქრა წარსულზე, მაგრამ საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს ვერ ერეოდა, არ შეეძლო სხვა რამეზე ფიქრი... სანამ დაწვებოდა მაგიდაზე მომვლელი ექთნის დატოვებული შუშიდან 2–3 აბი დამამშვიდებელი უნდა დაელია, თუმცა რამდენიმე აბის ნაცვლად შუშა გამოცალა და დარჩენილი ტაბლეტები სრულად გადაყლაპა, შემდეგ დაწვა... გაუნძრევლად იწვა და თავქვეშ ამოწყობილი ხელებით სასთუმალს იმაღლებდა. გაფართოებული თვალები კი ჭერისკენ მიეპყრო, ალბათ რაღაცის დანახვას ცდილობდა, თუმცა მისი მზერა მხოლოდ გაურკვეველ სივრცეში იკარგებოდა... შემთხვევიდან 7 თვე იქნებოდა გასული, მზერით აღქმული ბოლო წამები კი ხშირად გაურბენდნე გონებაში კადრებად, თითქოს რაღაც სიუჟეტის აწყობას ცდილობდა მეხსიერება:
,,ღრმა ძილიდან მაღვიძარით დაბრუნება რეალურ სამყაროში... ოთახში შემოჭრილი მზის სხივები, თბილი და ნათელი სხივები... ზანტი და გამოუღვიძებელი ადგომა ლოგინიდან და სააბაზანომდე ზოზინით მისვლა... მალევე ტელეფონის წკრიალი, გაბმული და გამაყრუებელი ხმა... ხრინწიანი, ახალგამოღვიძებული ახალგაზრდა რაღაცაზე გაურკვევლად საუბრობდა... მიუხედავად ამისა ის მაინც გაიგონა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ ილია საავადმყოფოში წაიყვანა... მზერაამღვრეული და ნაუცბათევად ჩაცმული მალევე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებასთან...ტაქსიც გამოჩნდა, მძღოლის უკან ნაჩქარევად მოკალათებული ფეხებს ნერვულად აცანცარებდა და კისრისწაგრძელებით ითვლიდა ასფალტზე თეთრ წყვეტილ ზოლებს... ზოგჯერ, როცა შუბლს სარკიდან არეკლილი მზერა აუწვავდა სარკეს შეხედავდა ხოლმე და ქუთუთოდაბერილი, კუპრივით შავი თვალები ცნობისმოყვარედ აკვირდებოდნენ... ხრინწიანი, თამბაქოს წევისგან დაბოხებული ხმა გაიგონა: ,,მოვედით“... მანქანიდან ფეთით გადმოსულ მართას გაბმული სირენის ხმა არც გაუგონია… გრძნობადაკარგული მართა საკაცით რეანიმაიულ განყოფილებაში გადაიყვანეს... ორთვიანი კომის შემდეგ გონს მოსულმა გოგონამ იკითხა დღე იყო თუ ღამე, რადგან ბნელოდა და ხმაური მაინც ესმოდა, ხმაური ექიმებისა და ექთნების ერთობლივი საუბრისგან გამომდინარე... მართას ხმის გაგონებაზე ყველა გაისუსა. პაციენტი გონს მოვიდა და სანამ ხმა არ ამოიღო ყურადღება არცერთს არ მიუქცევია. მთავარი ექიმი პალატაში იმყოფებოდა როცა მართამ ერთი შეხედვით ადვილი, მაგრამ ძალზედ დამაბნეველი შეკითხვა დასვა.
– ახლახან გათენდა, რატომ? – გაიკვირვა ექთანმა.
მართამ ხმა ვერ ამოიღო, მიხვდა რაც ხდებოდა მის თავს, ხოშკაკალისოდენა ცრემლები საფეთქლების გავლით თმის ძირებში შეუცურდა, ელდანაცემმა თავიც ვერ ასწია რომ წამომდგარიყო და ღონემიხდილივით ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. სიმწრით მიმიკები ეცვლებოდა, თვალმოჭუტული განაგრძობდა ქვითინს, თან საბანზე ორივე ხელი მოეჭირა და მუხლებზე გადაჭიმვოდა. ერთ–ერთი ექთანი მივარდა და დამშვიდება სცადა, რათა გააეგო რა ხდებოდა მართას თავს.
– გოგონა მითხარით რატომ ტირით? – მშვიდად და ცნობისმოყვარედ ჰკითხა ექთანმა. სხვები კი პასუხის მოლოდინში გაჩუმებულიყვნენ.
– ღმერთო რატომ, ასე რატომ დამსაჯე!.. – მოსთქვამდა მართა და თან უფალს საყვედურობდა. ექთნის შეკითხვა კი თითქოს არ გაუგონიაო პასუხიც კი არ გასცა.
– თუ არ იტყვით რა მოხდა თქვენს დახმარებას ვერ შევძლებთ. – თითქოს პირობების წაყენება სცადა ექიმმა.
– უფალმა დამსაჯა, დამსახურებულად დამსაჯა. – თითქოს ხვდებოდა რის სანაცვლოდ რა ერგო. – ვიმსახურებდი ალბათ, რადგან თვალის ჩინი წამართვა. – ახლა უკვე ხმამაღლა, მოთქმით ტიროდა მართა.
ექიმების რამდენიმე გაოგნებული მზერა შეეფეთა ერთმანეთს.
– წარმოუდგენელია... – თითქოს აღმოხდა ერთ–ერთ ექთანს.
ოთხივე მართას მივარდნენ და დამშვიდება დაუწყეს, ეუბნებოდნენ, რომ ჯერ ყველაფერი წინაა და წინასწარი ფიქრებითა და დასკვნებით თავს ნუ იტანჯავდა. მართას კი ყველა იმედი გადასწურვოდა, თან არც ილიას მდგომარეობა იცოდა.
რამდენიმესაათიანი ძილიდან გამორკვეული მართა გაფართოებული თვალებით ცდილობდა რამე ლანდის მსგავსი ენახა ოთახში, თუნდაც ვინმეს აჩრდილისთვის მოეკრა თვალი. მხოლოდ უკუნითი სიბნელე და სხვა არაფერი, ეს ის რეალობა იყო რომელზეც წარმოდგენაც არ შეეძლო. მართალია მართა ვერ ხედავდა, მაგრამ სმენა და მგრძნობელობა უფრო გამძაფრებული ჰქონდა. ოთახის ბოლოდან მომავალი ექთნის მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა და როგორცკი მოახლოება იგრძნო მაშინვე რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა აიწია და სასაუბროდ მოემზადა.
– ეს ის საავადმყოფოა რომლის წინაც შემთხვევა მოხდა? – უსუსური, ნაზი და ამავდროულად სევდიანი ხმით იკითხა.
– დიახ სწორედ ის საავადმყოფოა. – თბილად უპასუხა ექთანმა.
– რამდენი ხანია რაც აქ ვარ?
– მალე სამი თვე იქნება. რატომ მეკითხებით? – ცნობისმოყვარედ იკითხა ექთანმა.
– როცა შემთხვევა მოხდა აქ ერთი პაციენტის სანახავად მომეჩქარებოდა, ილია მეფიშვილი, ჯარისკაცი. – დაწვრილებით აუხსნა მართამ.
– მეფიშვილი, მეფიშვილი... – თვალებმოჭუტული ექთანი იხსენებდა რამდენიმეთვისუკანდელი პაციენტს. – ჰო გამახსენდა, მეფიშვილი ილია, დიახ ეგ ჩემი პაციენტი იყო. რატომ მეკითხებით? – დაინტერესდა ექთანი.
– როგორ არის, გაწერეს?
– გოგონა თქვენ იმ ჯარისკაცზე საუბრობთ, რომელიც რამდენიმე თვის უკან მიმღებში ისე შემოიყვანეს, რომ ექიმებს გადარჩენის იმედიც არ ჰქონდათ?
– რას ამბობთ ქალბატონო, მე ახალგაზრდა ჯარისკაცზე ვსაუბრობ, რომელიც სულ რაღაც 24 წლისაა. – თითქოს გაურკვევლობას ნათელი მოჰფინა მართამ.
– ილია მეფიშვილი 24 წლის ჯარისკაცი, რომელიც ბაზაზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მრავლობით დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადმოიყვანა, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად მეშვიდე დღეს გარდაიცვალა. – დაწვრილებით და კონკრეტული ფაქტებით აუხსნა ექთანმა.
მართას ხელ–ფეხი გაეყინა, თითქოს ძარღვებში სისხლი გაჩერდა, გულმა კი იმდენად სწრაფად დაიწყო ფეთქვა თითქოს ამოხეთქვას ლამობსო. მართას გაშეშებული თვალებიდან კი ცრემლები ღაპაღუპით ეშვებოდნენ ღაწვებზე. მზერაამღვრეული სახე კი ცივ ოფლს დაეფარა. მართას სული სრულ ვაკუუმში მოექცა. ექთნის ხმა შორიდან ესმოდა, თითქოს სადღაც ორმოში სიღრმით იჯდა და მაღლიდან რამდენიმე ხმის ექო ჩაესმოდა. ისედაც ღონემიხდილი სხეული უფრო დაუმძიმდა და განძრევასაც კი ვერ ახერხებდა.
ექთანმა მთავარი ექიმის ბრძანებით მართას დამამშვიდებელი გაუკეთა, რომელიც რამდენიმე საათს დააძინებდა.
ქუთუთოდამძიმებული თვალები ნელა გაახილა მართამ, მობეზრდა სიბნელე, რომლის მიღმა არც მოსიარულე ლანდები ჩანდა და არც გაშეშებული სილუეტები. ვიღაცის ძალიან ნაცნობ ხმას ჩუმად მოუსმინა და როცა მიხვდა, რომ მისი გამოღვიძება შეუმჩნეველი იყო ნაცნობ ხმასთან გასაუბრებას შეეცადა.
– ვინ არის აქ? – ზოგადად იკითხა მართმ.
– დიტო ვარ, როგორ ხარ? – მართამ მამიდაშვილის მხიარული და ომახიანი ხმა სევდიანი, დაღონებული ბიჭის ხმას მიამსგავსა.
– დიტო... – ცრემლები ვერ დამალა მართამ. – ილიას ვერ მოვუსწარი, მისი ბოლო ამოსუნთქვით გაჟღენთილი ჰაერი ვერ ჩავისუნთქე... – მართა თითქოს მოთქვამდა და ტკივილს დიტოს უზიარებდა.
– არ ვიცი რა ვთქვა, ყველაზე ნაკლებად ილიას სიკვდილს და შენს ამ მდგომარეობაში ნახვას ველოდი. – ხმადაბლა და გაურკვევლად ჩაილაპარაკა დიტომ, თითქოს არ უნდოდა მართას გაეგო მისი ნათქვამი.
– საშინელებაა დიტო, ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ილია ჩემზე ნაწყენი წავიდა ამქვეყნიდან. – მართა სლუკუნებდა და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ტიროდა.
– კარგი დამშვიდდი, შენთვის ნერვიულობა და ასეთი დაძაბვა არ შეიძლება. ტირილითა და ნერვიულობით რამე რო ეშველებოდეს ამ ყველაფერს, დავჯდებოდი და მთელი დღე ვიტირებდი, მაგრამ მომხდარს არაფერი ეშველება. ახლა უნდა გაძლიერდე და რწმენა არ დაკარგო, რომ მხედველობა დაგიბრუნდება. – გაამხნევა დიტომ.
– ამ მდგომარეობაში რწმენის შენარჩუნება მიჭირს... თურმე ყველაფერი დაკარგვის შემდეგ ფასდება, მე კი მხოლოდ ახლა დავრწმუნდი ამ სიტყვების სისწორეში. – მართას სევდიან ხმაში სინანული შეეპარა.
დიტო ჩუმად იჯდა და უსმენდა თუ როგორ ინანიებდა მართა მის შეცდომებს და როგორ ოცნებობდა ერთ შანსზე, რომელსაც ილიასა და მხედველობის დაბრუნებაში გამოიყენებდა. ოცნებობდა დროის უკან დაბრუნებაზე, რათა უახლოესი წარსული შეეცვალა და აწმყო რადიკალურად განსხვავებული ჰქონოდა. ისმენდა მის საყვედურებს უფლისადმი, რომლითაც მართა ,,გულს იფხანდა.“ აკვირდებოდა მართას გაფართოებულ თვალებს, რომელიც გაურკვეველ სივრცეს გაშტერებული მზერით ავსებდა.“
მართა მშვიდ, მარადიულ ძილს მიეცა... როგორც ჩანს დამამშვიდებელმა აბებმა არცისე სწრაფად იმოქმედა რადგან ამდენი რამის გახსენება მოახერხა. წარსულმა ტკივილიანი კვალი დატოვა მართას სულში და მომავალზე ფიქრის საშუალებაც კი არ მისცა. ეგონა, რომ გარდაცვალების წინ ოცნებადქცეულ სურვილებს აისრულებდა, მაგრამ სევდიანმა ამინდმა ამის საშუალება არ მისცა, უნდოდა ილიას საფლავზე წასულიყო და სიცოცხლის ბოლო წამი მარმარილოზე გაყინულ ილიას ღიმილიან მზერასთან ერთად დასრულებულიყო. უნდოდა მისი ბოლო ამოსუნთქვა ილიას საფლავისთვის ეჩუქებინა. წარმოუდგენელი ტკივილი აახლოებდა მის დიდ სიყვარულთან. სიყვარულით გატაცება კი ადამიანს ჩიხში ამწყვდევს, ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებს. მართას ყოველთვის ეგონა, რომ ვერავინ წაართმევდა ვერც წარსულს და ვერც მომავალს, რადგან აცნობიერებდა, რომ ვერავის შეეძლო იმის წართმევა რაც არ გააჩნდა. წარსული მისი საკუთრება იყო, სევდითა და ტკივილით სავსე საკუთრება, რომლის შეცვლაზეც მთელი შვიდი თვე ოცნებობდა, ხოლო მომავალს ისედაც ვერავინ წაართმევდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მისი მომავალი ცივი სამარე იყო ილიას საფლავის გვერდზე, რომელიც მან ასე დაჟინებით მოითხოვა. მართასთვის ილიას სიკვდილის შემდგომ უფრო ახლო და მეგობრული გახდა ფიქრი სიკვდილზე, მისთვის სიკვდილი მარადისობა იყო, არამგონია ვინმესთვის ასეთი ბედნიერება ყოფილიყო სიკვდილი, როგორიც მართას წარმოედგინა, მართა რაც უფრო მეტს ფიქრობდა სიკვდილზე, მით უფრო სიახლოვეს გრძნობდა ილიასთან, მას მეტი არც არა უნდოდა რა. ბოლო დღეების განმავლობაში მართა გონებაში ხშირად იმეორებდა გოდერძი ჩოხელის სიტყვებს მოთხრობიდან ,,ადამიანთა სევდა“: ,,რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა; რა არის სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.“ სწორედ ამ არყოფნის სევდამ გაიტაცა მართა და მობეზრებული ,,ტკბილი სევდა“ ჩაანაცვლა ,,არყოფნის სევდით...“ სწორედ სიკვდილზე ხშირმა ფიქრმა გადააწყვეტინა ილიასთან უფრო დაახლოება, უნდოდა მარადიული სიმშვიდისთვის დაეთმო ტკივილიანი არსებობა, რომელსაც ყველა სიცოცხლეს ეძახდა, მართა კი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანად ყოფნის ,,ტკბილი სევდა“ სიცოცხლე კი არა სიკვდილი იყო, რადგან სხეულს შეფარებული სული მხოლოდ მიწიერი გრძნობებით მაღლდებოდა სასუფევლამდე...
ჩვენი სულის ქოხი ჩვენი სხეულია... როცა სული გაეყრება ხორცს მისთვის მიწიერ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ზეციურ სასუფეველში მოხვედრაა...
მზეკო ჟვანია