გრძნობა და პროფესია
წვიმის წვეთები ფანჯრის მინებზე ცრემლთა არიას ასრულებენ. აწრიალებული დარდები სევდიან განცდებს ბადებენ თათას სულში. ამინდიც კი რაღაცაზე დარდობს, რაღაცას განიცდის, თითქოს ითავისებს თათას ტკივილს და მასთან ერთად ტირის.
თებერვლის რუხი ამინდია. წვიმამ სევდა უფრო გაუმძაფრა თათას და ბედნიერ წარსულზე ფიქრმა სინანულის ცრემლები მოჰგვარა. თათა ფანჯარას არ შორდებოდა, წვიმის წვეთების ხმაური და მათი ვნებიანი ცურვა მინებზე თითქოს ამშვიდებდა, სულში უძვრებოდა... იდგა ასე გაუნძრევლად და ყველაფერზე ფიქრობდა. წარსულის ბედნიერებამ აწმყოში ტკივილი დაბადა და მომავალზე ფიქრის სურვილიც კი დააკარგვინა.
ბუნება ავდრით როკავდა. თათას სულს კი ფიქრებმა მოსვენება დაუკარგეს. იხსენებდა იმ ტკივილიან დღეს, რომელმაც თათა ტკივილს დაუახლოვა და დაუმეგობრა.
...იმ დღეს თოვდა... ჰაეროვანი ფანტელები ნაზად ეშვებოდნენ თათს გათოშლ სახეზე და უკვალოდ ქრებოდნენ. აცახცახებული გოგონა ბაღში შეყვარებულს უნდა შეხვედროდა და როგორც აღმოჩნდა მასზე ადრე მივიდა. ყინვა სულ უფრო და უფრო იდგამდა ფესვებს და თებერვალს მარტისკენ გახედვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. თათას გულში კი სიყვარულის ცეცხლი ენთო და ზამთრის ყინვა ვერაფერს აკლებდა მის სულს... ოცი წუთი გავიდა, მაგმარ თომა არსად ჩანდა. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა დააპირა თუ არა თომაც მაშინვე გამოჩნდა. არ შეიმჩნია თათა მასზე ადრე რომ მივიდა. თომას უყურადღებობა თათას არ გაჰკვირვებია, თუმცა გული დაწყდა.
– როგორ ხარ? – მოვალეობის მოხდის მიზნით შეეკითხა თომა, მაგრამ თათას არც შეუმჩნევია.
– არამიშავს... შენ როგორ ხარ? – თბილი ღიმილი შეაგება შეყვარებულს.
– მეც ვარ რა... – აგდებულად უპასუხა თომამ. – სალაპარაკო გვაქვს – თითქოს გააფრთხილა.
– რა ხდება? რაღაც ცივად მელაპარაკე ამდილას ტელეფონზე. – უსაყვედურა თათამ და მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ იყო.
– აბა როდემდე გადამედო ეს საუბარი? თითქმის ერთი კვირაა ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და ჯობია ყველაფერი გავარკვიოთ ვიდრე გამუდმებით გაურკვევლობაში ვიყოთ. – ნაწილობრივ უთხრა სათქმელი თომამ, თათას შეხედა და საუბარი განაგრძო – თათა ურთიერთობის ხელოვნურად შენარჩუნებას აზრი არა აქვს. შეიძლება ორივეს ერთმანეთი იმაზე მეტადაც კი გვიყვარს ვიდრე გვგონია – აი აქ კი მოიტყუა თომამ, მას თათა უკვე არ უყვარდა – მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ერთად ყოფნას აზრი არა აქვს. – თათას სახის დანახვაზე ვითომ სევდიანად უთხრა.
თათასთვის დრო გაჩერდა და ასე ეგონა სამუდამოდ გაგრძელდა ეს წამი, წამი მოულოდნელად თავს დამტყდარი ტკივილისა, რომელიც მის არსებობას აზრს უკარგავდა და მის დიდ სიყვარულს სამუდამო სასუფეველს უმკვიდრებდა. გამომეტყველება აემღვრა, მოიქუფრა, თითქოს უნდა ეწვიმა მის აწ უკვე სევდიან თვალებში. თითქოს სიცოცხლის ბოლო წამი ტკივილმა დაასრულა.
– თათა კარგად ხარ? მითხარი რამე. – დაიბნა თომა, მიხვდა რომ დიდი ტკივილი მიაყენა მას და თავს დამნაშავედ თვლიდა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლა წამითაც არ უფიქრია, პირიქით უნდოდა რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო მათი საუბარი და გასცლოდა.
– რა უნდა ვთქვა? – ძლივს, ხმადაბლა ამოილუღლუღა თათამ.– შენ ყველაფერი დაანგრიე, ეს სამი წელი როგორ გაძელი ჩემთან უსიყვარულოდ? რა გინდოდა ჩემგან? თავი შემაყვარე, შემაჩვიე და ახლა მეუბნები, რომ ჩვენს ერთადყოფნას აზრი არააქვსო! ნეტავ როდის დაეკარგა აზრი ჩვენს სიყვარულს?! ნეტავ როდის მიხვდი, რომ ხელოვნურად ვინარჩუნებდით ურთიერთობას?! ახლა მთხოვ, რომ რამე ვთქვა?! შენ უკვე ყველაფერი თქვი და შეგიძლია წახვიდე!.. წადი!!! – ამ სიტყვებში თათას მთელი ემოცია იგრძნობოდა ტკივილისა. ყველა კითხვაზე ცდილობდა პასუხი გაეცა, მაგრამ უშედეგოდ...ვერ ახსნა რამ მიიყვანა თომა ამ გადაწყვეტილებამდე...
თომამ ვერაფერი უთხრა, თათა მსგავს სიტუაციაში არასოდეს ენახა, პირველად იხილა ის ასეთი გაცოფებული და გამწარებული. ყველაფრისტვის მადლობა გადაუხადა, მოუბოდიშა მისმა საქციელმა თათა ასეთ მდგომარეობამდე რომ მიიყვანა. ბარიდან ჩქარი ნაბიჯებით, უკანმოუხედავად გავიდა და ატირებული, თოვლში ჩამუხლული თათა ბედისანაბარა დატოვა.
ახლა კი თათა იჯდა მის ოთხში და მარტის ცრემლიანი დღე შეგუებულ ტკივილს უახლებდა. ერთთვიანი ფიქრის შემდეგ კი თათა მიხვდა, რომ არ ღირდა იმ ადამიანზე გლოვა და მითუმეტეს ფიქრი, რომელმაც მის გრძნობებში ტკივილი დაბადა.
თათამ იფიქრა და მიხვდა, რომ თუ არ ისწავლიდა მომავალს ვერ აიწყობდა და მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ვერ ექნებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა უნივერსიტეტში სიარული გაეგრძელებინა...
* * *
ცხოვრებამ ბევრ რამეზე დააფიქრა თომა... იცოდა და დაუდასტურა, რომ თათა არ უყვარდა. ხვდებოდა, რომ დიდი ტკივილი მიაყენა მას, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ის ერთ გოგონას ხვდებოდა და დარწმუნებული იყო, რომ უყვარდა. თათასთან საუბრიდან ორი წლის შემდეგ თომა მის ახალ სიყვარულზე დაქორწინდა. ნინის თომა ძალიან უყვარდა და არც თომა ამჟღავნებდა მეუღლის მიმართ გულგრილობას. ცდილობდნენ ბედნიერად ეცხოვრათ. მათი ქორწინება ბევრად საინტერესო და მჭიდრო პატარა ანასტასიას დაბადების შემდეგ გახდა. თომა და ნინი ბავშვს თავს ევლებოდნენ და შეიძლება ითქვას ცივ ნიავს არ აკარებდნენ.
ანასტასია ორი წლის იყო და სიარულს არ იწყებდა. შეშინდა თომა, რადგან ხედავდა, რომ ტასოს ტოლი ბავშვები უკვე დადიოდნენ და ზოგნი დარბოდნენ კიდევაც. ნინის დაჟონებული თხოვნაც იყო რომ პატარა ანასტასია ექიმთან წაეყვანათ და ყველაფერი გამოეკვლიათ, დაედგინათ თუ რა მიზეზით არ იწყებდა ბავშვი სიარულს.
არც დაუყოვნებიათ მეორე დილასვე წაიყვანეს ტასო საავადმყოფოში. პედიატრიულ განყოფილებას ახალგაზრდა ექიმი თათა ენუქიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესო ქირურგ–პედიატრი იყო მთელს კლინიკაში... მიმღებში სარეგისტრაციო მაგიდასთან მივიდნენ და ანასტასია დაარეგისტრირეს, როგორც მენჯ–ბარძაყის პრობლემის მქონე პაციენტი. თომა იქვე დერეფანში განთავსებულ ერთ–ერთ სკამზე ჩამოჯდა და იქ ელოდებოდა სანამ ნინი ბავშვს დაარეგისტრირებდა და ექიმთან კონსულტაციისათვის ნებართვას მიიღებდა.
– უკაცრავად ხომ ვერ მირჩევთ ვისთან შეიძლება მივიყვანო ბავშვი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით? – თავაზიანად ჰკითხა ნინიმ რეგისტრატორს.
– იცით კლინიკაში ყველაზე კარგი ქირურგ–პედიატრი თათა ენუქიძეა. ალბათ ქალბატონი თათა შეძლებს თქვენს დახმარებას.
– დიდი მადლობა. რომელ კაბინეტში შევძლებ თათა ექიმის ნახვას?
– დერეფნის ბოლოს მარჯვენა მხარეს მეთორმეტე ოთახში ქალბატონი თათას კაბინეტია, ახლავე გაგირკვევთ თუ თავისუფალია და შეუძლია თუ არა თქვენი მიღება. – რეგისტრატორმა შიდა ნომერი სწრაფად აკრიფა ტელეფონზე და მეთორმეტე კაბინეტის ექიმს გაესაუბრა. – შეგიძლიათ მიბრძანდეთ, ექიმი თავისუფალია და შეუძლია თქვენი მიღება. მხოლოდ თქვენ და ბავშვი სხვა არავინ შევიდეს კაბინეტში, ჩვენი შიდა განაწესის ერთ–ერთი პუნქტია ასეთი. – სწრაფად და გარკვევით გააცნო რეგისტრატორმა.
– გასაგებია, დიდი მადლობა. – თავაზიანი და ღიმილიანი გამომეტყველებით გამოემშვიდობა ნინი რეგისტრატორს.
თომა სკამიდან ამდგარიყო და ნერვიულობისგან დერეფანში ბოლთას სცემდა. ნინი მიუახლოვდა და ამცნო, რომ ბავშვს ერთ–ერთი უნდა გაჰყოლოდა.
– თომა მეთორმეტე ოთახში უნდა შევიდეთ და ალბათ აჯობებს თუ ტასოს მე შევიყვან ექიმთან, შენ გარეთ დაგველოდე.
– ჰო, რა თქმა უნდა. აქვე ვიქნები, აბა თქვენ იცით... – სევდიანად აკოცა ბავშვს შუბლზე და ნინის ხელი მოჰხვია მხარზე.
ნინის ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რამაც უფრო დააღონა და ცრემლებიც კი მოადგა თვალზე. ბავშვი გულზე მიიკრა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა მეთორმეტე ოთახისაკენ. კართან გაკრულ ოქროსფერ აბრაზე შავი ასოებით ეწერა: ,,ქირურგ–პედიატრი თათა ენუქიძე.“ ნინიმ ჩუმად დააკაკუნა და კარი შეაღო. ულამაზესი, სანდომიანი სახე შეეგება.
– მობრძანდით. – ღიმილით მიიღო მორიგი პაციენტი თათამ.
– თათა ენუქიძე თქვენ ბრძანდებით? – მორიდებით იკითხა ნინიმ სანამ შევიდოდა.
– დიახ, მობრძანდით.
ნინი ოთახში შევიდა და ექიმის მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
– აბა რას შეუწუხებია ეს ულამაზესი გოგონა? – თბილად გაუღიმა ექიმმა ანასტასიას.
– იცით? ორი წლისაა და ჯერაც არ დაუწყია სიარული, ტასოს ტოლი ბავშვები კი დადიან და ზოგი დარბის კიდევაც. – სევდიანად გააცნო საქმის ვითარება ნინიმ ექიმს.
თათას ამის გაგონებაზე განწყობა შეეცვალა, თუმცა ნინისთვის არაფერი უგრძნობინებია. ნინისთან მივიდა, ბავშვი გამოართვა და ფეხზე დააყენა. ანასტასიას უმალ მოეკვეთა ფეხები და სანამ დავარდებოდა თათამ ხელში აიყვანა.
– პირველ რიგში ქალბატონო ...
– ნინი... – შეაშველა სიტყვა ნინიმ.
– დიახ ნინი. პირველ რიგში აუცილებლად რენდგენი უნდა გადაუღოთ, რათა გავრკვეთ გვაქვს თუ არა პრობლემა ხერხემალთან. ასევე აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი.
– რა თქმა უნდა, ახლავე მივიყვან რენდგენოლოგთან და გადავუღებ რენდგენს. სისხლის საერთო ანალიზსაც ავუღებ და მერე თქვენთან შემოვალ.
– კარგით დროებით.
ნინი ფაცაფუცით გავიდა კაბინეტიდან და თომასთან მივიდა, აუხსნა კონსულტაციის შედეგები და ექიმის მითითებების შესასრულებლად თომას გაყოლა სთხოვა.
– ჯერ სისხლის საერთო ანალიზი ავუღოთ, პასუხებს დრო დასჭირდება და მერე ავიყვანოთ რენდგენის გადასაღებად. დროს მოვიგებთ, მინდა მალე გავიგო რა სჭირს ჩვენს ტასუნას. – ხმა გაებზარა ნინის.
– კარგი წინასწარ ნუ ვინერვიულებთ. – დაამშვიდა თომამ. – წამოდი გავაკეთოთ რაც ექიმმა გითხრა.
მართლაც, ჯერ სისხლის საერთო ანალიზი გაუკეთეს, შემდეგ რენდგენი გადაუგეს და სანამ რენდგენის ფურცელს მიიღებდნენ, ანალიზების პასუხი უკვე მზად იყო. ნინი თომას არ დალოდებია ბავშვი გამოართვა თომას, რენდგენის ფურცელი და ანალიზების პასუხები წაიღო და ექიმთან ჩავიდა. კარი კაკუნის შემდეგ შეაღო...
– შეიძლება?
– მობრძანდით... – თავაზიანად მიიღო თათამ პაციენტი. – აბა რა ქენით?
– აი ექიმო სისხლის საერთო ანალიზის პასუხი და რენდგენის ფურცელი. – მაგიდაზე დაუდო ნინიმ ექიმს.
– კარგით, მე სანამ გადავხედავ და შეგიძლიათ გარეთ დამელოდოთ. – შესთავაზა თათამ ნინის.
– როგორც მეტყვით, აქვე ვიქნებით. – დაეთანხმა ნინი.
ოთახიდან გავიდნენ თუ არა თათამ ჯერ ანალიზის პასუხს გადახედა, ყველაფერი რიგზე იყო, რაც ძალიან გაუხარდა. შემდეგ რენდგენის შავი ფურცელი თეთრი ნათურით განათებულ პატარა დაფაზე მიამაგრა და დაჟინებით აკვირდებოდა, თან ინიშნავდა რაღაცებს.
ნინი და თომა ბავშვთან ერთად დერეფანში ელოდნენ თუ როდის დაუძახებდა ექიმი ნინის. რამდენიმე წუთის შემდეგ თომამ უთხრა რომ დაბლა ჩავიდოდა რამდენიმე წუტით და მალევე დაბრუნდებოდა. ნინი კი მეთორმეტე ოთახთან მივიდა და კარის წინ მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა. თათამ ოთახიდან გამოიხედა და ნინი შეიყვანა.
– დაბრძანდით. – ღრმად ჩაისუნთქა თათამ. – სისხლში ყველაფერი კარგადაა. აი რენდგენმა კი ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. – ნელა და გარკვევით უხსნიდა თათა. – ბავშვს ხერხემალი აქვს დაზიანებული და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ამისთვის კი ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო.
ნინის ელდა ეცა. კი ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა ამდენად სერიოზული თუ იყო ამას ნამდვილად არ ელოდა.
– ქალბატონო ნუ ინერვიულებთ ქირურგიული ჩარევით ყველა პრობლემა გადაიჭრება, ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, მაგრამ უახლოეს დღეებში ოპერაციის გაკეთება აუცილებელია, სასურველია დღესვე გაკეთდეს ოპერაცია. ერთ–ერთი ხერხემლის მალა დაზიანებულია და საკმაო მანძილითაა მეორესთან დაშორებული, ბავშვს კი ამ სირთულეებთან გამკლავება უჭირს და ამიტომაც ვერ დადის, თუ ეს ყველაფერი მალევე არ მოგვარდა, შეიძლება ბევრად სერიოზულ პრობლემად იქცეს და ბავშვი სამუდამო პარალიზებაში დატოვოს.
– კი მაგრამ როგორ? ტასოს მოძრაობა არ უჭირს, ის ძალიან ცელქი ბავშვია, უბრალოდ ფეხზე ვერ დგება. ნუთუ ამხელა პრობლემასთან გვაქვს საქმე. – დაიბნა ნინი.
– სწორედ ეს უბრალოებაა მომავლის დიდი პრობლემა. როცა ბავშვს 7–8 თვიდან თქვენი დახმარებითაც უჭირდა ფეხზე დგომა სწორედ მაშინ უნდა მოგემართათ ჩვენთვის და ქირურგიულ ჩარევას თავიდან ავიცილებდით. – უფრო გასაგებად აუხსნა თათამ.
– თუ აუცილებელი და სასწრაფოა ოპერაციის ჩატარება მაშინ ნუღარ გადავდებთ და დღესვე გავუკეთოთ.
– მეც ამას გირჩევთ, რადგან არ ვიცით რა პრობლემა შეიძლება გამოჩნდეს ოპერაციის მიმდინარეობისას. გარედან პრობლემის სირთულე არც ისე მძიმეა, მაგრამ თუ მეტად სერიოზულადაა საქმე მხოლოდ ქირურგები ვერაფერს გახდებიან თუ ბავშვი ძლიერი არ არის. – თითქოს გააფრთხილა თათამ ნინი. – სწორედ ამიტომაცაა საჭირო ორივე მშობლის დასაბუთებული თანხმობა. თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, მაშინ თქვენ და თქვენმა მეუღლემ დასაბუთებული თანხმობა უნდა წარმიდგინოთ. ოპერაციას მე ვუხელმძღვანელებ.
ნინის იმდენად უნდოდა ეტირა ვერ მოითმინა და ცრემლები გადმოსცვივდა. ახლაღა მიხვდა რომ შეიძლებოდა მისი ერთადერთი შვილი დაეკარგა. თათამ დაამშვიდა და დაარწმუნა, რომ ძალ–ღონეს არ დაიშურებდა ბავშვის ბოლომდე განსაკურნებლად.
ნინი ოთახიდან გავიდა და დერეფანს ჩაუყვა. თომა გასასვლელთან განთავსებულ სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო.
- თომა... – თითქოს აღმოხდა ნინის...
თომამ თავი ასწია და ჩქარი ნაბიჯებით მომავალ ნინის შეეგება.
– რა მოხდა? რა გითხრა ექიმმა?
ნინიმ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მეუღლეს. თომა ყურებს არ უჯერებდა, ხან დერეფანში ბოლთას სცემდა, ხანაც დაჯდებოდა და მუხლებს ნერვულად აცანცარებდა, თან ნინის ელაპარაკებოდა. გაოგნებული იყო გამოკვლევის პასუხებით. საკუთარი შვილი უნდა გაემეტებინა ქირურგიული იარაღებისათვის, ორი წლის უცოდველი ბავშვი. თომა ფიქრებში უფალს საყვედურობდა მოვლენილი განსაცდელისათვის.
– რა ვქნათ? სხვა გზა არ არის ანასტასიას ოპერაცია უნდა გავუკეთოთ. – აცრემლებულმა ნინიმ გაუზიარა საკუთარი მოსაზრება მეუღლეს.
– არ ვიცი, თუ სხვა გზა არ არის მაშინ უნდა დავთანხმდეთ და წერილობითი თანხმობა უნდა განვაცხადოთ, როგორც ექიმმა გითხრა. – შეახსენა თომამ.
– კარგი მე ავალ კლინიკის ხელმძღვანელთან და ყველაფერს მოვაგვარებ. – ნინი წამოდგა, ბავშვი თომას დაუსვა კალთაში და თვითონ ლიფტისკენ გაემართა.
თომა ბავშვს ეთამაშებოდა, ეფერებოდა, ელაპარაკებოდა. ისე იქცეოდა თითქოს უკანასკნელად ხედავდა შვილს. ამასობაში ნინიც დაბრუნდა და წერილობითი თანხმობა ოპერაციაზე ექიმს შეუტანა. ექიმმა ნინის მითითებები მისცა. წინასაოპერაციოდ ბავშვის მოსამზადებლად ექთნებთან გაყოლის ნება დართო და კაბინეტიდან ერთად გამოვიდნენ. ბავშვის თავისთან მოყვანა სთხოვა, ნინიმ მოიყვანა კიდევაც, თათა ბავშვს მოესიყვარულა, ნინი დაამშვიდა და ექთნებთან ერთად გაუშვა.
თომა უყურებდა თუ როგორ ელაპარაკებოდა ექიმი ნინას. თომამ შორიდან გააცილა შვილი საოპერაციოდ და როგორცკი ნინა ექიმს გაშორდა მაშინვე, ჩქარი ნაბიჯებით გაემართა თომა ექიმისაკენ. დალაპარაკება უნდოდა. ექიმი თომასგან ზურგით იდგა და ანასტასიასათვის წინასაოპერაციოდ ჩატარებულ ანალიზებს ათვალიერებდა.
– უკაცრავად... – თომა ახლა უკვე ექიმის უკან იდგა და მასთან გასაუბრება სურდა შვილთან დაკავშირებით.
– დიახ... – მობრუნდა თათა და თვალებს არ დაუჯერა. მის წინ ის ადამიანი იდგა ვინც რამდენიმე წლის უკან ტკივილი მიაყენა.
თათას თვალები აუცრემლიანდა და კაბინეტში შესვლა დააპირა, მაგრამ თომამ მკლავზე ხელის შეხებით შეაჩერა.
– თათა მოიცადე. – ხმადაბლა წარმოთქვა თომამ. – უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ წარსულზე არა, აწმყოზე მინდა შენთან საუბარი. მინდა გთხოვო რომ პირადსა და პროფესიულს ერთმანეთს ნუ დაუკავშირებ.
თათა ვერაფერს მიხვდა თომას ხელიდან მკლავი გაითავისუფლა და ისე განაგრძო თომას სმენა.
– ალბათ შენც არაფერი იცოდი, ისევე როგორც მე...
თომა გაჩერდა, ელოდა, რომ თათა რამეს ჰკითხავდა. ეგონა დაინტერესდებოდა თუ რაზე საუბრობდა, მაგრამ თათა გულდასმით უსმენდა თქმით კი არაფერს ამბობდა. თომა მიხვდა, რომ ცოტა დრო ჰქონდა სასაუბროდ და მალევე გაარკვია ყველაფერში.
– პირდაპირ გეტყვი, ანასტასია ჩემი შვილია, ნინი კი ჩემი ცოლი. – ამის თქმით თითქოს რაღაც დიდი ტვირთი მოიშორა თომამ ზურგიდან.
– ესე იგი ცოლი შეირთე და თან შვილიც გყავს. – ახლა უკვე ირონიულად უთხრა თათამ. – ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. არავინ არიცის ვის, როდის რა შეიძლება გაუჭირდეს და ვინ შეიძლება მხსნელად მოევლინოს. უფალს ყველა ახსოვს და ყველას სათანადო პასუხს სცემს წარსულში დაშვებული დანაშაულისათვის. პატარა ბავშვი რა შუაშია თუ მას იდიოტი მამა ჰყავს, ის არ უნდა დასჯილიყო შენი ცოდვებისათვის. – ზიზღნარევი სიბრალულით უთხრა თათამ თომას.
– შენი სიტყვების საწინააღმდეგოდ ვერაფერ ვიტყვი, რადგან რაც თქვი ყველაფერში მართალი ხარ. – თომამ თავი დახარა და ჩუმად ჩაილაპარაკა ყოველივე. – უბრალოდ ერთ გთხოვ, ჩემს შვილს ნუ გასწირავ და ჩემს ზიზღს მასზე ნუ დაანთხევ...
– შენ მე ვინ გგონივარ?! – შეაწყვეტინა თათამ – მე პირველ რიგში ვარ ექიმი, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე და პაციენტების გადასარჩენად სიცოცხლესაც კი დათმობს. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ანასტასია შენი შვილია. ის ჩემი პაციენტია, რომელსაც ურთულესი ოპერაცია უნდა გავუკეთო და არააქვს მნიშვნელობა მის სტატუსს. მე მას გადავარჩენ რადაც არ უნდა დამიჯდეს!.. – მაცრად უთხრა თათამ, კაბინეტში შევიდა და კარი გაიჯახუნა.
თათა კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, მაგრამ თავზარდაცემული იყო ახლად გაგონილი ამბით. თომას ჰყავდა ცოლი, ჰყავდა შვილი, რომლისთვისაც საკმაოდ რთული და სერიოზული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ქალური სისუსტე გამოიჩინა და ატირდა. ფიქრებში დაკარგულს ახლაღა გაახსენდა რომ ოპერაციაზე ეჩქარებოდა. სწრაფად გავიდა კაბინეტიდან და საოპერაციოსკენ გაემართა.
საოპერაციოს დერეფანში თომა და ნინი ისხდნენ. ნინი წამოდგა ექიმს შეეგება და თხოვდა, რომ ებრძოლა პატარა სიცოცხლის გადასარჩენად. თათამ შეახსენა რომ ამის თხოვნა აუცილებელი არ იყო, რადგან ეს მისი მოვალეობა იყო. შემდეგ თომას გახედა და საოპერაციო ოთახში შევიდა.
თათამ დახედა საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე ბავშვს და მაგიდასთან მდგარ ქირურგიულ ხელსაწყოებს. გული სევდით ევსებოდა როცა წარმოიდგენდა, რომ ასეთი პატარა არსებისთვის ქირურგიული ჭრილობები უნდა მიეყენებინა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ამით მის სიცოცხლეს გადაარჩენდა და სიარულს დააწყებინებდა მას.
– დათუნა, თაკო, რუსკა, მზად ხართ ოპერაციის დასაწყებად? – ექთნებს გადახედა თათამ.
– დიახ თათა ექიმო მზად ვართ. – უფროსმა ექთანმა სამივეს სახელით უპასუხა ექიმს.
– კარგით მაშინ დავიწყოთ!.. – თათამ პირბადე და სათვალე მოირგო, ხელთათმანები გაიკეთა და ოპერაცია დაიწყეს.
ოპერაციის მიმდინარეობისას თომა და ნინი ბოლთას სცემდნენ დერეფანში. უკვე ორ საათზე მეტი გავიდა, ბავშზე კი არაფერი იცოდნენ. თომა ღმერთს ეხვეწებოდა შვილის გადარჩენას და პატიებას სთხოვდა იმ დღისთვის თათა ბედისანაბარა რომ დატოვა ზამთრის სუსხიან დღეს. აცნობიერებდა, რომ ძალიან ატკინა გული. დაშორებიდან ორი წლის თავზე კი დაქორწინდა და მიუხედავად ამისა თათა მაინც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ პატარა ანასტასიას ჯანმრთელი მომავალი ჰქონოდა.
როგორც იქნა თათა გამოჩნდა, ნინი მაშინვე ფეხზე წამოდგა და სანამ რამეს ჰკითხავდა ექიმმა აცნობა რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
– მადლობა უფალს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ბავშვი რეანიმაციაშია და რამდენიმე საათში პალატაში გადაიყვანენ. – კმაყოფილება ვერ დამალა თათამ.
– უღრმესი მადლობა. – მორიდებით უთხრა თომამ და თავი ჩაქინდრა.
– არაფრის, ეს ჩემი მოვალეობაა. – მკაცრად უთხრა თათამ.
ექიმის სიმკაცრემ თომასადმი ნინის გაკვირვება გამოიწვია, თუმცა არაფერი შეიმჩნია.
– ექიმო როდის შეძლებს ტასო სიარულს? – ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა ნინი თათას.
– კონკრეტული დროის თქმა მიჭირს, რადგან ოპერაციის შემდგომი ანალიზები უნდა გაკეთდეს, რომლის პასუხიც სამ დღეში იქნება. – აუხსნა თათამ.
– როდის შევძლებთ ბავშვის ნახვას?
– მალე. როგორცკი პალატაში გადაიყვანენ შეგატყობინებთ და შეგიძლიათ ნახოთ.
თათა კაბინეტში ჩავიდა, სავარძელზე მშვიდად დაეშვა და ფიქრობდა. ყველა იმ ტკივილიან დღეს იხსენებდა, როცა თომა წავიდა მისი ცხოვრებიდან, როცა ეგონა რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ცდილობდა ეფიქრა და ეზრუნა მომავალზე...
და სწორად ახლა, როცა თომას უფალმა უდიდესი განსაცდელი მოუვლინა, მხსნელად ის ადამიანი ექცა, რომელსაც დიდი ტკივილი მიაყენა. რომელსაც დღემდე უყვარდა თომა და ამ ტკივილით არსებობდა. თათას თომასთან არ უსაუბრია მისი გრძნობების შესახებ, რადგან ხედავდა თუ როგორ უყვარდა ნინის თომა და არ უნდოდა მათი ოჯახური იდილია დაერღვია მისი სიყვარულის გამო, რომელიც ტკივილის კედლად აღმართვოდა მის ახალგაზრდობას, არ უნდოდა საკუთარი ბედნიერება ნინის უბედურების მიზეზი გამხდარიყო, მითუმეტეს, როცა ნინიც და თომაც განსაცდელში იმყოფებოდნენ და უმძიმეს პრობლემებთან უწევდათ გამკლავება.
თათა ოთახში შემოსულმა ექთანმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან, რომელმაც ანასტასიას პალატაში გადაყვანის ამბავი აცნობა. თათა მაშინვე წამოდგა სავარძლიდან და პალატისკენ გაემართა პაციენტის სანახავად.
პალატის კართან თომა და ნინი იდგნენ და ელოდნენ როდის მოვიდოდა თათა და ბავშვის ნახვის ნებას დართავდა მშობლოებს. თათამ თბილი ღიმილით ჩაუარა მათ და პალატაში შევიდა.
– ულამაზეს პრინცესას უკვე გაუღვიძია. – მოესიყვარულა თათა ანასტასიას.
შემდეგ მიუახლოვდა და მოეფერა. ექთანს გამოკითხა ყველაფერი რაც კაბინეტში ყოფნისას გამოტოვა და შემდეგ ოპერაციის მერმინდელი ანალიზების პასუხის მოსატანად გაუშვა ლაბორატორიაში. ექთანი მალევე დაბრუნდა და ექიმს ანალიზების ფურცლები მიაწოდა. თათა როგორცკი ანალიზების პასუხებს გაეცნო მაშინვე გავარდა დერეფანში, სადაც ანასტასიას მშობლები იყვნენ.
– როგორც გითხარით ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ანასტასია რეანიმაციიდან უკვე პალატაშია, ანალიზების პასუხებიც ნორმალურია, ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილური. გილოცავთ, ანასტასია 4–5 თვეში თავისუფლად სიარულს შეძლებს და სხვა ბავშვებივით ჯანმრთელი იქნება. – თათამ მშობლებს გააცნო ბავშვის მდგომარეობა და თბილი ღიმილით გამოემშვიდობა მათ.
თომა და ნინი სიხარულით ერთმანეთს გადაეხვივნენ. წყვილის ხმაურზე თათა დერეფნის ბოლოსთან შეჩერდა და როცა ნახა, რომ თომა და ნინი ერთმანეთს ბედნიერებას უზიარებდნენ ტკივილის ჟრუანტელმა დაუარა... თავს მხოლოდ იმით ინუგეშებდა, რომ პატარას სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა და საკუთარ თავში ..ზეიმობდა“ ყოველივეს...
მზეკო ჟვანია