ჩემს შესახებ
მე ვარ მზეკო ჟვანია...დავიბადე 1992 წლის 28 ივლისს, სენაკში. 3 წლიდან ვცხოვრობ ხობში. საშუალო განათლებაც სწორედ ამ რაიონში მივიღე. 2010 წელს დავამთავრე ხობის №2 საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩავირიცხე თბილისში, ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე...
ღრმა ბავშვობიდან ვწერ ლექსებს...სამწუხარდ ის ნამუშევრები, როცა ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ და ჩემი ნიჭიც ნელ-ნელა ვითარდებოდა, არ მაქვს შემონახული...დღემდე მხოლოდ იმ ლექსებმა და ჩანახატებმა მოაღწიეს, რომლებიც 12 წლის ასაკის მერე დამიწერია. სწორედ 12 წლისაც არ ვიქნებოდი, როცა დედა დავკარგე...2003 წლის 13 ოქტომბერი, ორშაბათი...
2003 წლიდან იწყებს გაღრმავების ათვლას ჩემი ნიჭი, და გრძნობების სეტყვაც ამავე წლიდან ინაცვლებს სულიდან ფურცელზე...სწორედ, რომ 2003 წელს მეწვია მუზა დამეწერა ისეთი ლექსები, როგორიც დედის დაკარგვის ტკივილმა გამოიწვია.
2011 წლის მიწურულს თავი მოვუყარე ყველაფერს, რაც კი გამაჩნდა და გამოვიდა ჩემი პირველი კრებული ,,მარადიული მონატრება."

,,მარადიული მონატრების"
წინასიტყვაობა
ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე კრებული ერთი მეტად ახალგაზრდა, ტკივილით გულდამეხილი გოგონას ნაგულსიტყვებია.
ამ ლექსების ავტორი სევდით მოპირთავებული მზეკო ჟვანია დღენიადაგ ნატვრის თვალისა და ჯადოსნური ჯოხის ძებნაშია, რათა აუხდენელი აიხდინოს და ენით აღუწერელი ტკივილით მიღმეთში გადავანებული დედა დაიბრუნოს. ხომ ბავშვური ოცნებაა, მაგრამ იმდენად სასურველი და საგულსწორო ამ ადამიანისათვის, რომ ნატრობს და ეძებს... ეძებს და ოცნებობს... ამიტომაც, მუდმივად მზერანაღვლიანი გოგონა სტრიქონებს გაენდო და ლექსები დაიგულისწორა.
მზეკო ჩემი სტდენტია, ბეჯითი და გონებამახვილი, მუდმივად წინგზისკენ მზირალი და რაციონალურად ხიბლიანი, მიუხედავად იმ აუწონავი ტკივილისა განუჭვრეტელ კლდედ, რომ აღმართვია მის ყმაწვილქალობას.
ლექსი დამტევია ყველაფრისა, დედასავითაა ლექსი, გიგებს და გიფრთხილდება, ტკივა და არ იმჩნევს, იტანს, გულყუჩობს და გესაუბრება წუხილიანად. ასეთ ლექსებს სთავაზობს თავის მკითხველს მზეკო ჟვანია და ამ პირველი ნაბიჯიდან დიდ ნაბიჯამდე, როცა ის სრულფასოვანი და ვარგებული შემოქმედებით წარსდგება საზოგადოების წინაშე არც ისე შორია.
იმედიანი, სევდაჩაუმდგარი ლექსების წერა და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა კალმოსანს.
ლაშა გვასალია