შეხვედრა (წარმოსახვაში) თოვს... ფიფქები შიშველ ტოტებს თეთრად მოსავენ... ნაბიჯები თოვლიან ქუჩებზე კვალს ტოვებენ ისე, როგორც შენ დატოვე კვალი ჩემს სულში... ბუნება ისევ განაგრძობს ბარდნას და მიმძაფრებს სევდას შენი მონატრებისას... ფანტელები მადნებიან გათოშილ სახეზე და უკვალოდ ქრებიან, ალბათ შენ გბაძავენ...
ნაწვიმარ თვალებით შევსცქერი იმ ბაღს, სადაც ოდესღაც ვისხედით შეყვარებულნი... მინდა წარმოვიდგინო წამი შეხვედრისა! მოლოდინი უსაზღვრო ტკივილს აღძრავს ჩემში, რადგან ვიცი ეს წამი სამარადისოდ დასახლდება ჩემს სულში და მოიცავს მას... თოვს... ჰოდა დღესაც გნატრობ აცრემლებული, ახლაც მინდა უშენობის დამარცხება, თუმცა ყოველი ცდა უშედეგოა... თოვს... განწყობაც თითქოს მარადიულად განაგრძობს ბარდნას ჩემს სულში... |
ხამს სიყვარული
ნათქვამია: ,,უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“-ო და მართალიცაა... მოყვასის სიყვარულს გვიქადაგებს ბიბლია. ადამიანს თუ საკუთარი თავი არ უყვარს და პატივს არ სცემს მის ღირსებებს, სხვისგან არც უნდა მოითხოვოს სიყვარული და პატივისცემა. მწამს წრფელი და სუფთა, უნიღბო სიყვარულის. უფალია თავად წმინდა სიყვარული და როგორ შეიძლება მისი არ გვწამდეს.?
სამყაროა ჭრელი, დრო ცვალებადი და სიყვარული მარადიული... არ მესმის ადამიანების ვისაც არასოდეს ჰყვარებია. განა შეიძლება მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ გალიო?! თან არც სინანულის გრძნობამ გაგტანჯოს! თუ არ გიყვარს ადამიანად არ ითვლები. არ მგონია, რომ მხოლოდ ორ ადამიანს შორის ტრიალებს დიდი სიყვერული. თუ ადამიანს გრძნობების გარჩევა არ შეუძლია და მიჯნურობას იჩემებს მას არც ცხოვრებასთან ჭიდილი გაუადვილდება.
ხამს სიყვარული, რომელსაც სულის უკვდავებამდე მივყავართ, რომელიც მარადიულად ცხოვრობს ჩვენს არსში და უსასრულობას უერთდება. ხორცი რა არის? უბრალო გვამია, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ ტოვებს ამ დიდი გრძნობით გაჟღენთილი სული. სიყვარული გვინათებს გზას, რომელსაც უფლამდე მივყავართ, გზას რომელიც ეკლიანია, მაგრამ მასზე გავლის ტკივილს სიყვარული ფანტავს, რწმენა და ღვთისმოშიშება გვაძლებინებს და გვამაღლებს სულიერად. სიყვარული გვაახლოვებს უფალთან.

28/03/2012 წელი |
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ. . .ახლა ღამეა, თეთრი ღამე და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლებივით აყრია შუბლზე, მთვარე მედიდურად გადმოჰყურებს სამყაროს. მისი შუქი იფანტება ჩემს მაგიდაზე და ვუმზერ თეთრ ფურცლებს. აწმყო, წარსული და მომავალი მდარაჯობენ. . .თავში ათასი კითხვა მიტრიალებს და ყველა თავის პასუხს დაეძებს: წარსული - ტკივილზე, აწმყო - სიყვარულზე და მომავალი - შენზე. . .
ეს ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყო. იმ დროს, როცა თებერვლის ცივი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს. . .იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი. . . ხარობდი საკუთარი არსებით და ის გეგონა შენი ერთგული ვინც მარტში მოგიტანდა სიყვარულს. სწორედ ამიტომაც მთვლიდი შენს ერთგულად, სწორედ ამიტომ მეუბნებოდი იმ გაცვეთილ ფრაზებს. . . ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაური სხივით გმოსავდნენ და ხშირად შემიმჩნევია სიცივე შენს თვალებში. გეგონა, რომ მე სათქმელი დავაგვიანე, მაგრამ ვერ ხვდებოდი, რომ ჩემი სათქმელი ადრევე გითხარი და ვერც კი ამჩნევდი, რომ შენგან ველოდი პასუხს. . . სიყვარული იმაზე ბევრად მეტია, რასაც დღეს უწოდებენ ,,ვითომ მიჯნურნი". . . დიდი მაქვს სიყვარული, მაგრამ ბევრად მეტი მაქვს მოთმინება. დღეს ჩემი აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და სადღაც უჩემოდ მიდის. . . მე ვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ არ ვიცი შენ, როგორ გითხრა. თუ მაინც მოვახერხე ამის თქმა, მოვალ და უცებ გეტყვი ყველაფერს, მერე გავიქცევი შორს, იქ სადაც შენც გაგიჭირდება ჩემი პოვნა. . . ყველაფერი განმეორდება ჩვენს გარდა. . . მარკესი ამბობს: ,,ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო". . . |
,,უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე"
არ ვიცი რას ვწერ და რას დავწერ, შეიძლება ასეთ შემთხვევაში არც უნდა დავწერო რამე, მაგრამ ნათქვამია ცდა ბედის მონახევრეაო და მეც ვწერ...
ცხოვრება სიყვარულზეა აგებული, მის მოპოვებას და შენარჩუნებას დიდი დრო სჭირდება, დანგრევას და დაკარგვას კი ერთი წამი. სიყვარულის გარეშე ყოველი ჩვენგანის ცხოვრება უაზრობად იქცევა. სიყვარული ყველა ასეკშია მოსალოდნელი და ყველასათვის ეს ტერმინი და გრძნობა სხვადასხვანაირად გამოიხატება.
ზოგჯერ დუმილსაც მოსმენა უნდა, რადგან ადამიანი თუ გიყვარს და უყვარხარ ის სიჩუმითაც კი მიხვდება გრძნობის არსებობას, ხოლო თუ არ აინტერესებ და არ უყვარხარ, სულ ხელის გულზე, რომ ატარო და სიყვარულის კოშკები აუგო მაინც არაფრისმთქმელი იქნება მისთვის. ამიტომ სიყავრულის ასახსნელად საკმარისია ერთი სიტყვა ,,მიყვარხარ“...
სიყვარულის ახსნა ეს არის ამაღელვებელი და დაუვიწყარი იმისთვის ვინც აღიარებს საკუთარ გრძნობებს.
შეიძლება საათი გაჩერდეს მაგრამ დრო არასოდეს გაჩერდება, გავიდეს წამები, წუთები, დღეები, წლები, მაგრამ ჩემი შენდამი სიყვარული არასოდეს განელდება, რაც ნაკლებია სიტყვები, მით მეტია გრძნობა. მე მინდა შენთან ვიყო მხოლოდ ორჯერ: ახლა და სამუდამოდ. მე დავწერე შენი სახელი ცაზე, მაგრამ ქარმა წაშალა, მე დავწერე შენი სახელი ქვიშაზე, მაგრამ ზღვის ტალღებმა იგი წალეკა, დავწერე შენი სახელი გულზე და იგი სამუდამოდ დარჩა. ყველაზე დიდი დანაკლისი ჩემთვის უშენოდ ყოფნა იქნება. დრო ტკივილს ვერ განკურნავს, უბრალოდ ის გვასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
სიყვარული დღევანდელი დღეა ხვალინდელის დიდი იმედით...

დრო უსასრულობისკენ ზანტად მიიზლაზნება
ნისლი მოსდებია სამყაროს. დარდი აიტაცა ზეცამ. სევდა იყნოსეს ჭადრის ფოთლებმა და ნაღვლიანად აედევნნენ ნიავს. ცას გადმოსცვივდა სინანულის ცრემლები. ისევ ყრუდ ამოიხვნეშა ქარმა და გადაურბინა დანისლულ მთებს.
ნიავი ვნებიანად არხევს რტოებს. დარდმა დამიმძიმა სული და შენი მონატრება მტანჯავს. ვინ იცის რამდენჯერ მიცდია შენი პოვნა ქარიშხლიან ღამეში, რამდენი დაბრკოლება გადამილახავს შენთვის. თვით სამყაროსაც კი დავუპირისპირდები, ოგონდ შენ იყო ჩემთან...
ნუთუ არასოდეს გიფიქრია უშენოდ ჩემს მომავალზე?! ნუთუ აღარც ნდომა გქონია მოსვლის?! დარწმუნებული ვარ, ოდესმე მოხვალ და ყველაფრის ახსნა მოგინდება. ახლა მგონია, რომ არ მოგისმენ, სურვილიც არ მექნება შენი ნახვის, მაგრამ, როცა მოხვალ მჯერა, რომ ყველაფერს გაპატიებ...
დრო უსასრულობისკენ ზანტად მიიზლაზნება...
დარდმა დამიმძიმა სული,
შენი მონატრება მტანჯავს,
სევდას მოუცვია გული,
ნისლი ცაზე ღრუბელს ქარგავს...
როგორ ჩაფერფლილა წამი,
გრძნობაც ამღვრეულა თითქოს,
ცრემლით ავსებულა თვალი,
უკვე გულიც აღარ გიხმობს...